1. კომპლექტური გამანაწილებელი მოწყობილობის ნაკვეთურში მუშაობისას ურიკა თავისი მოწყობილობით უნდა გამოგორდეს და დადგეს სარემონტო მდგომარეობაში, იმ ნაკვეთურის ფარდა, რომელშიც დენგამტარი ნაწილები დარჩა ძაბვის ქვეშ, უნდა დაიკეტოს ბოქლომით და გამოიკიდოს პლაკატი „სდექ! ძაბვაა“. ურიკაზე ან ნაკვეთურში, სადაც გათვალისწინებულია მუშაობა, გამოიკიდოს პლაკატი „იმუშავეთ აქ“.
2. კგმ-ის გარეთ მუშაობისას, მასზე მიერთებულ მოწყობილობაზე ან გამავალ სეგხ-ზე და სკეგხ-ზე ამომრთველიანი ურიკა აუცილებელია გამოგორდეს კარადიდან სარემონტო მდგომარეობაში, ფარდა ან კარები დაიკეტოს საკეტით და მათზე გამოიკიდოს პლაკატები „არ ჩართოთ! მუშაობაა ხაზზე“ ან „არ ჩართოთ! მუშაობს ხალხი“.
3. ამასთან დასაშვებია:
ა) თუ დამამიწებელ დანებსა და ამომრთველიან ურიკას შორის არსებობს ბლოკირება, აღნიშნული დანების ჩართვის შემდეგ ურიკა დადგეს საკონტროლო მდგომარეობაში;
ბ) ასეთი ბლოკირებების ან კგმ-ის კარადაში დამამიწებელი დანების არარსებობის შემთხვევაში ურიკა უნდა დადგეს საკონტროლო და სარემონტო მდგომარეობის შუალედში და ჩაიკეტოს საკეტით. ურიკის შუალედურ მდგომარეობაში დაყენება შეიძლება მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა მინაერთზე დამიწება.
4. გამავალ ხაზებზე მუშაობისას კგმ-ის კარადაში დამიწების დაყენების დროს აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს წინამდებარე წესების 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები.
5. მცველებიანი ძალოვანი კგმ-ის გამოსაგორებელი ურიკით ოპერირება დასაშვებია ძაბვის ქვეშ, მაგრამ ტვირთვის გარეშე.
6. ამომრთველიანი ურიკის დაყენება საკონტროლო მდგომარეობაში მისი მოსინჯვისა და მართვისა და დაცვის წრედებში მუშაობის მიზნით დასაშვებია, თუ სამუშაოები არ მიმდინარეობს კგმ-ის გარეთ (გამავალ სეგხ-სა და სკგეხ-ზე ან მათთან მიერთებულ მოწყობილობებზე, აგრეთვე ელექტროძრავებთან მიერთებული მექანიზმებზე) ან კგმ-ის კარადაში დაყენებულია დამიწება.
7. ვაკუუმური ამომრთველებით აღჭურვილ გმ-ში რკალმქრობი კამერების მაღალი ძაბვით (20 კვ-ზე მეტი ამპლიტუდური მნიშვნელობით) გამოცდა აუცილებელია შესრულდეს პერსონალის რენტგენული გამოსხივებისაგან დამცავი სპეციალური ეკრანების გამოყენებით