1. გაწყობის სამუშაოების დაწყებამდე ყველა ხაზი, რომელიც მიერთებულია მოცემულ გამანაწილებელ მოწყობილობაზე, გამორთული უნდა იყოს საკომუტაციო აპარატებით ან გათიშული, დამოკლებული და დამიწებული.
2. გამანაწილებელ მოწყობილობებში კომპლექტური უჯრედებით (КРУ ტიპის), სამუშაოები გამავალ ხაზებზე, დენის ტრანსფორმატორებზე და სხვა მოწყობილობებზე, რომელიც დაყენებულია ამომრთველის უკან, უნდა წარმოებდეს ამომრთველის მხოლოდ მთლიანად გამოგორებული ურიკის პირობებში.
3. მეორადი კომუტაციის წრედებში გაწყობის სამუშაოები უნდა შესრულდეს მოხსნილი ძაბვის დროს. დაცვის და მართვის სქემების გამოცდისა და შემოწმებისათვის უნდა იქნეს გამოყენებული გამოსაცდელი სქემები, რომელთა კვება ხორციელდება დროებითი ქსელიდან.
4. ოპერატიული დენით ან შეკუმშული ჰაერით ამომრთველების ამძრავების, გამთიშველების და სხვა აპარატების დისტანციური მართვის მოსინჯვის წინ, მათზე უნდა ჩამოიკიდოს გამაფრთხილებელი პლაკატები.
5. ელექტრომაგნიტური, ზამბარიანი და სხვა ამძრავების დისტანციური მართვის მოსინჯვის დროს, ხელით მართვის სახელურები უნდა იყოს მოხსნილი.
6. ავტომატური ამძრავით და დისტანციური მართვით აღჭურვილ საკომუტაციო აპარატებზე სამუშაოებზე დაშვების წინ საჭიროა:
ა) დისტანციური მართვის გასაღებებზე და ღილაკებზე დაიკიდოს პლაკატები “არ ჩართოთ – მუშბაოს ხალხი!”, ხოლო ჰაერსატარის ვენტილებზე – “არ გახსნათ – მუშაობს ხალხი!”;
ბ) მოიხსნას მცველები ოპერატიული დენის წრედების ორივე პოლუსზე და ამძრავების ძალოვან წრედებზე;
გ) დაიკეტოს ჰაერის მიწოდების ვენტილები ამომრთველების ავზებზე ან პნევმატურ ამძრავებზე და გაიშვას ატმოსფეროში მათში არსებული ჰაერი. სამუშაოების წარმოების პროცესში გამოსაშვები საცობები უნდა იყოს ღია;
დ) სატვირთო ამძრავებში, დაშვებული იქნეს ტვითი ქვედა არამუშა მდგომარეობაში და განბლოკირებულ იქნეს მისი ასაწევი სისტემა;
ე) ჩაიკეტოს ჰაერის მიწოდების ვენტილი საჰაერო ამომრთველების ავზებში ან მას მოეხსნას საჭევარი, თუ საჭიროა ავზების შიგნით სამუშაოების წარმოება.
7. გამთიშველებზე ან ამომრთველებზე მუშაობის დროს დაუშვებელია ამძრავების რეგულირება, დათვალიერება ან მიერთება მიუხედავად იმისა, განლაგებულია ეს აპარატები ამძრავებთან ერთ კამერაში თუ ამძრავები გატანილია კამერის გარეთ.
8. საჰაერო ამომრთველების ტენშეუღწევადობის (ჰერმეტულობის) შემოწმება, როგორც წესი, უნდა წარმოებდეს წნევის ვარდნის მიხედვით, მიმყვანი ჰაერსატარების დაკეტილი ვენტილების დროს ხალხის ამომრთველზე ასვლის გარეშე. ხალხის ამომრთველთან მიახლოება და ასვლა დასაშვებია მხოლოდ წნევის იმ სიდიდემდე შემცირების შემდეგ, რომელიც გათვალისწინებულია ტენშეუღწევადობის შემოწმებისათვის.
9. საჰაერო ამომრთველზე ასვლის წინ გამოცდის და გაწყობის სამუშაოების შესასრულებლად აუცილებელია:
ა) გამოირთოს ოპერატიული დენის წრედები;
ბ) მექანიკურად დაიბლოკოს მართვის ღილაკები და სარქველები ან დადგეს მათთან ბრიგადის წევრი, რომელიც დაუშვებს ამომრთველით ოპერირებისთვის მხოლოდ ერთ განსაზღვრულ პირს. გაწყობის დროს ამომრთველების გამორთვა-ჩართვის ოპერაციების წარმოებისას დაუშვებელია ამომრთველთან იმ პირთა ყოფნა, რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას მის გამოცდაში;
გ) გამწყობი ბრიგადის ხელმძღვანელი ოპერაციების წარმოებაზე ბრძანებას გასცემს მას შემდეგ, რაც ბრიგადის ყველა წევრი გაყვანილ იქნება ამომრთველიდან უსაფრთხო მანძილზე. მუშა წნევაზე მყოფ ამომრთველზე ასვლა დასაშვებია მხოლოდ გამოცდების და გაწყობის სამუშაოების წარმოების შემდეგ (ვიბროგრამების მოხსნა, გაზომვებისათვის გამტარების მიერთება).
10. ჰაერშემკრებების შიგნით ხალხის ყოფნასთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოების დროს, ჰაერის მისაწოდებელ მილსადენზე ვენტილი უნდა გადაიკეტოს, ხოლო ვენტილებზე დაკიდებული უნდა იყოს პლაკატები “არ გააღოთ – მუშაობს ხალხი!”. ჰაერშემკრებში არსებული ჰაერი უნდა იქნეს გამოშვებული ატმოსფეროში, ხოლო გამოსაშვები ვენტილი დარჩეს ღიად.
11. ჰაერშემკრებზე მცველი სარქველი უნდა დარეგულირდეს ზღვრულ წნევაზე, რომელიც მუშა წნევას აღმატება არა უმეტეს 10%-ით.
12. აკრძალულია გამორთულ საჰაერო ამომრთველზე ასვლა, რომლის გამაცალკევებელი ავსებულია ჰაერით (გამაცალკევებელი იმყოფება მუშა წნევის ქვეშ)
ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 04.01.2011
მუხლი 34. გამანაწილებელი მოწყობილობების გაწყობა
თავი V — მოთხოვნები ელექტრომოწყობილობების გაზომვის და გაწყობის მიმართ
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 10%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 28. საკაბელო ხაზები
- მუხლი 29. ხიდური ამწეები
- მუხლი 30. საერთო მოთხოვნები
- მუხლი 31. მოწყობილობის იზოლაციის ამაღლებული ძაბვით გამოცდა
- მუხლი 32. გენერატორების და კომპენსატორების გამოცდები
- მუხლი 33. ტრანსფორმატორების გამოცდები
- მუხლი 35. გაწყობის სამუშაოები საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზებზე
- მუხლი 36. ელექტროამძრავების გაწყობა
- მუხლი 37. ვენტილური გარდაქმნელების გაწყობა
- მუხლი 38. ხიდურა ამწეების მოწყობილობების გაწყობა
- მუხლი 39. სამუშაოების წარმოება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 34, №01, 04.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 300280020.22.025.016003 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1172040/muxli-34/