1. ამწეების და სხვა ტვირთამწე მანქანების გაწყობა, უნდა წარმოებდეს არანაკლებ 2 კაცისაგან შემდგარი ჯგუფის მიერ, რომელთაგან ერთს უნდა ჰქონდეს ელექტროუსაფრთხოების არანაკლებ IV, ხოლო მეორეს არანაკლებ III ჯგუფი.
2. ტვირთამწე მანქანებზე გაწყობის სამუშაოების დაწყებამდე უნდა იქნეს შემოწმებული ამ მექანიზმების დამიწება (დანულება).
3. ამწის მოწყობილობის გაწყობის დაწყებამდე ამწე დაყენებული უნდა იქნეს სარემონტო ჩიხში, გამოირთოს ქსელიდან და დამიწდეს სარემონტო ჩიხის ტროლეები. სარემონტო ჩიხის არარსებობის შემთხვევაში, ტროლეები ამწის მონტაჟის ადგილას უნდა შემოიღობოს ხიდის მთელი სიგანეზე ყოველ მხარეს 1 მ-ის დამატებით.
4. გაწყობის სამუშაოების დაწყებამდე ამწის მართვის კაბინაში აუცილებლად უნდა გამოირთოს ელექტროჩამრაზი, მოიხსნას დნობადი მცველები და ჩამრაზის სახელურზე დაიკიდოს პლაკატი “არ ჩართოთ-მუშაობს ხალხი!”.
5. ამწეების მუშაობის შემოწმება უნდა წარმოებდეს მხოლოდ საექსპლუატაციო საწარმოს მიერ ამძრავების (მექანიზმებთან ერთად) გაწყობის სამუშაოების დასრულების და ყველა უცხო პირის გაყვანის შემდეგ, რომლებიც არ ღებულობენ მონაწილეობას ამწის მოსინჯვაში და მუშაობის შემოწმებაში.
6. ამწის ლითონკოსტრუქციების გამოყენება დენგამტარად განათების, მართვის ან სხვა 42 ვოლტზე მეტი ძაბვის წრედების კვებისათვის აკრძალულია.
თავი VI
მოქმედ ელექტროდანადგარებში და ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში სამუშაოების წარმოებ
ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 04.01.2011
მუხლი 38. ხიდურა ამწეების მოწყობილობების გაწყობა
თავი V — მოთხოვნები ელექტრომოწყობილობების გაზომვის და გაწყობის მიმართ
მეზობელი მუხლები
- მუხლი 32. გენერატორების და კომპენსატორების გამოცდები
- მუხლი 33. ტრანსფორმატორების გამოცდები
- მუხლი 34. გამანაწილებელი მოწყობილობების გაწყობა
- მუხლი 35. გაწყობის სამუშაოები საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზებზე
- მუხლი 36. ელექტროამძრავების გაწყობა
- მუხლი 37. ვენტილური გარდაქმნელების გაწყობა
- მუხლი 39. სამუშაოების წარმოება
- მუხლი 40. ახლად დამონტაჟებული ელექტროდანადგარების მიერთება მოქმედთან
- მუხლი 41. სამუშაოების წარმოების ორგანიზაცია მოქმედი ელექტროგადამცემი ხაზების ახლოს ელექტრომაგნიტური ველით აღძრული (გამოწვეული) ძაბვების მოქმედების ზონაში
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 38, №01, 04.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 300280020.22.025.016003 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1172040/muxli-38/