1. მბრუნავი გენერატორი ან სინქრონული კომპენსატორი განიხილება როგორც ძაბვის ქვეშ მყოფი. აკრძალულია სამუშაოების წარმოება მბრუნავი გენერატორის ან კომპენსატორის სტატორის წრედებში.
2. გენერატორის (კომპენსატორის) და მისი დაცვების გამოცდის დროს დასაშვებია მუშაობა მბრუნავი გენერატორის (კომპენსატორის) სტატორის წრედებში, თუ მის გამომყვანებზე დაყენებულია სპეციალური დასამოკლებელი შესაკრავი. დასამოკლებელი შესაკრავის დაყენების წინ ან მის მოხსნამდე მბრუნავი გენერატორიდან (კომპენსატორიდან) უნდა მოიხსნას აგზნება, გამოირთოს ველის ჩამქრობი ავტომატი და გამომყვანებზე დაყენდეს გადასატანი დამიწება.
3. მუშა გენერატორის (კომპენსატორის) როტორის დენსართმევ რგოლებზე ძაბვის გაზომვა, ასევე როტორის იზოლაციის წინაღობის გაზომვა უნდა წარმოებდეს სპეციალურად სწავლული პირების მიერ, რომელთაც აქვთ ელექტროუსაფრთხოების არანაკლები IV ჯგუფი
ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 04.01.2011
მუხლი 32. გენერატორების და კომპენსატორების გამოცდები
თავი V — მოთხოვნები ელექტრომოწყობილობების გაზომვის და გაწყობის მიმართ
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 26. სააკუმულატორო ბატარეები
- მუხლი 27. ძალოვანი და განათების შიგა ქსელები
- მუხლი 28. საკაბელო ხაზები
- მუხლი 29. ხიდური ამწეები
- მუხლი 30. საერთო მოთხოვნები
- მუხლი 31. მოწყობილობის იზოლაციის ამაღლებული ძაბვით გამოცდა
- მუხლი 33. ტრანსფორმატორების გამოცდები
- მუხლი 34. გამანაწილებელი მოწყობილობების გაწყობა
- მუხლი 35. გაწყობის სამუშაოები საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზებზე
- მუხლი 36. ელექტროამძრავების გაწყობა
- მუხლი 37. ვენტილური გარდაქმნელების გაწყობა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 32, №01, 04.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 300280020.22.025.016003 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1172040/muxli-32/