1. გარდამქმნელი დანადგარის მუშა რეჟიმში ძაბვის ქვეშ მყოფი ყველა აპარატი და მათი ნაწილები, ქსელში მიერთებამდე უნდა შემოიღობოს, ავტომატური ბლოკირებები მოყვანილი უნდა იყოს მოქმედებაში და დაიკიდოს პლაკატები.
2. მთავარ ანოდებზე ძაბვის არსებობის პირობებში, გაწყობის სამუშაოების ხელმძღვანელს ანოდური ძაბვის ამპლიტუდური მნიშვნელობის 1000 ვოლტამდე მნიშვნელობის დროს უნდა ჰქონდეს ელექტროუსაფრთხოების არანაკლებ IV ჯგუფი, ხოლო 1000 ვილტზე მეტი ძაბვის დროს – V ჯგუფი.
3. ანოდური ძაბვის 1000 ვოლტამდე ამპლიტუდური მნიშვნელობის დროს ნებადართულია გაზომვების და შემოწმებების ჩატარება (ფაზირება, ფაზების მონაცვლეობის განსაზღვრა) ვოლტმეტრების ან ოსცილოგრაფების სადენების გარდამქმნელის გამომყვანებზე უშუალო მიერთების გზით სპეციალური საცეცების გამოყენებით, რომლებსაც გააჩნიათ არანაკლებ 300 მმ სიგრძის საიზოლაციო სახელური ხელიდან მოცურების საწინააღმდეგო სამარჯვით.
4. ანოდური ძაბვის 1000 ვ და მეტი ამპლიტუდური მნიშვნელობის დროს გაზომვების ჩატარება უშუალოდ ხელსაწყოებით აკრძალულია. ამ შემთხვევაში გაზომვები გარდამქმნელზე წარმოებს ძაბვის შუალედური ტრანსფორმატორის გამოყენებით. გარდამქმნელის გამომყვანებზე სადენების მიერთება უნდა წარმოებდეს საიზოლაციო შტანგის მეშვეობით. საიზოლაციო შტანგის დამცავი რგოლი დამიწებას არ საჭიროებს.
5. აკრძალულია მმართველი ელექტროდების ვერცხლისწყლის გარდამქმნელების მთავარ ანოდებთან ფაზირების წარმოება აგზნების წრედის გამორთვის და ამ წრედიდან მცველების მოხსნის გარეშე, ხოლო აგზნების ანოდების მთავარ ანოდებთან ფაზირების დროს – ანთების წრედის გამორთვის გრეშე.
6. აკრძალულია მუშა მდგომარეობაში მყოფი ან დასაყალიბებლად ჩართული ვერცხლისწყლის ნახევარგამტარიან გარდამქმნელის კორპუსის ხელით ან რაიმე სხვა საგნებით შეხება და მასზე რაიმე სახის სამუშაოების წარმოება. პერსონალს უნდა ჩაუტარდეს ინსტრუქტაჟი იმის შესახებ, რომ გარდამქმნელების კორპუსები მუშაობის და დაყალიბების პროცესში იმყოფებიან ძაბვის ქვეშ.
7. გარდამქმნელების წყლის გაციების სისტემაზე, რომელიც შესრულებულია საიზოლაციო მასალისაგან (რეზინის ან პოლიმერული მილები), სამუშაოები უნდა შესრულდეს უსაფრთხოების იმავე წესების დაცვით, როგორც დენგამტარ ნაწილებზე მუშაობის დროს.
8. ვერცხლისწყლის გარდამქმნელში, ანოდური ძაბვის 1000 ვ-ზე მეტი ამპლიტუდური მნიშვნელობით, ვაკუუმის გაზომვა დიელექტრიკული ხელთათმანების და საიზოლაციო ქვესადების ან ხალიჩების გამოყენების გარეშე აკრძალულია.
9. აკრძალულია საკვების მიღება სამანქანო დარბაზში, სადაც მოთავსებულია მოქმედი ან სამონტაჟო ვერცხლისწყლის გამმართველები, სათავსოებში, სადაც წარმოებს ვერცხლისწყლის გამმართველების ან ხელსაწყოების გადასინჯვა და რემონტი და სათავსოებში სადაც წარმოებს ვერცხლისწყლის გაწმენდა
ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 04.01.2011
მუხლი 37. ვენტილური გარდაქმნელების გაწყობა
თავი V — მოთხოვნები ელექტრომოწყობილობების გაზომვის და გაწყობის მიმართ
მეზობელი მუხლები
- მუხლი 31. მოწყობილობის იზოლაციის ამაღლებული ძაბვით გამოცდა
- მუხლი 32. გენერატორების და კომპენსატორების გამოცდები
- მუხლი 33. ტრანსფორმატორების გამოცდები
- მუხლი 34. გამანაწილებელი მოწყობილობების გაწყობა
- მუხლი 35. გაწყობის სამუშაოები საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზებზე
- მუხლი 36. ელექტროამძრავების გაწყობა
- მუხლი 38. ხიდურა ამწეების მოწყობილობების გაწყობა
- მუხლი 39. სამუშაოების წარმოება
- მუხლი 40. ახლად დამონტაჟებული ელექტროდანადგარების მიერთება მოქმედთან
- მუხლი 41. სამუშაოების წარმოების ორგანიზაცია მოქმედი ელექტროგადამცემი ხაზების ახლოს ელექტრომაგნიტური ველით აღძრული (გამოწვეული) ძაბვების მოქმედების ზონაში
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 37, №01, 04.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 300280020.22.025.016003 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1172040/muxli-37/