1. ახლად დამონტაჟებული ელექტროდანადგარების მოქმედთან მიერთების სამუშაოები უნდა განხორციელდეს ელექტროდანადგარის სრული მოცულობით შესრულებული სამუშაოების აქტის საფუძველზე.
2. სამშენებლო-სამონტაჟო საწარმოების და ორგანიზაციების მიერ დამონტაჟებული ელექტროდანადგარების მიერთება მოქმედთან უნდა შესრულდეს ამ ორგანიზაციის ძალებით, მოქმედი ელექტროდანადგარების საექსპლუატაციო ორგანიზაციის მიერ გაცემული განწესის მიხედვით და ამ ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის (მეთვალყურეს) ზედამხედველობით.
მოქმედ ელექტროდანადგარზე, რომლებზეც ხდება მიერთება, სამუშაო ადგილის მომზადება და დამიწებების დაყენება ხორციელდება მოქმედი ელექტროდანადგარების საექსპლუატაციო ოპერატიული პერსონალის მიერ.
3. საცდელი ექსპლუატაციის დროს გამოვლენილი ნაკლოვანებების და ხარვეზების აღმოფხვრა წარმოებს სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციის პერსონალის მიერ განწესით, რომელსაც გასცემს სამშენებლო-სარემონტო ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ამ ელექტროდანადგარების არამოქმედ მდგომარეობაში გადაყვანის შემდეგ