1. გაწყობის სამუშაოების წარმოების ადგილებში ხაზის სადენები უნდა იყოს დამიწებული. უშუალოდ დამიწებამდე უნდა დავრწმუნდეთ, რომ ხაზი არ იმყოფება ძაბვის ქვეშ. დამამიწებელი სადენების დადება, დამაგრება და მოხსნა უნდა წარმოებდეს საიზოლაციო შტანგის მეშვეობით.
2. მეხდამცავი გვარლის დამამიწებელი ჩამომყვანის მოხსნა დამამიწებლისგან და ისევ მიერთება ანძების დამიწების წინაღობის გაზომვის დროს უნდა წარმოებდეს დიელექტრიკულ ხელთათმანებში. ამ ოპერაციის დროს ჩამომყვანზე საიზოლაციო შტანგის მეშვეობით უნდა იქნეს დადებული 10 მმ2 კვეთის მშუნტავი დამამიწებელი. ანალოგიურად უსაფრთხოების ზომების დაცვა აუცილებელია დამამიწებლის მოხსნის დროს (მეხდამცავ გვარლსა და ანძას შორის). ამ შემთხვევაში შესაკრავი უნდა მიუერთდეს ანძის მეტალოკონსტრუქციას