1. სააკუმულატორო ბატარეების მონტაჟი უნდა წარმოებდეს საამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნების შესაბამისად.
2. სამუშაოების დაწყების წინ უნდა დადგინდეს სააკუმულატო ბატარეის სათავსოს გასაღების აღრიცხვის, შენახვის და გაცემის წესი. სათავსოს კარი მუდმივად უნდა იყოს ჩაკეტილი.
3. სააკუმულატორო ბატარეის მონტაჟზე ყველა დასაქმებულ მუშაკს უნდა ჰქონდეს ელექტროუსაფრთხოების არანაკლებ III ჯგუფი.
4. სააკუმულატორო ბატარეის ელექტრომემონტაჟეები სამუშაოს დროს უზრუნველოფილი უნდა იყვნენ: მჟავამედეგი (ტუტემდგრადი) კოსტიუმებით, რეზინის წინსაფრებით, ხელთათმანებით, თვალის გამოსარეცხი მანეიტრალებელი ხსნარებით, ხოლო ელექტროდების შედუღების დროს – მაუდის კოსტიუმებით და ბრეზენტის ხელთათმანებით.
5. სააკუმულატორო ბატარეის მონტაჟამდე, უნდა დასრულდეს და გამოიცადოს მუშაობაში სათავსოს მომდენ-გამწოვი ვენტილაცია, ასევე უნდა დასრულდეს გათბობის და განათების მონტაჟი. სააკუმულატორო სათავსოს დროებითი სქემით განათება დაუშვებელია.
6. სააკუმულატორო სათავსოში აკრძალულია მოწევა, სარგებლობა ღია ცეცხლით, ელექტროგამათბობელი მოწყობილობით, ასევე ინსტრუმენტით და აპარატურით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ნაპერწკლის წარმოქმნა.
7. ხელოვნური ვენტილაცია სააკუმულატორო სათავსოში უნდა ჩაირთოს სააკუმულატორო ბატარეის დატენვამდე 30 წთ-ით ადრე და გამოირთოს დატენვის დასრულებიდან არანაკლებ 1,5 სთ-ის შემდეგ.
8. აკრძალულია საკვების შენახვა და მიღება, ასევე სასმელი წყლის ავზების დაყენება სათავსოებში, სადაც ინახება ტყვიის ელექტროდები, მჟავა ან ტუტე, ასევე წარმოებს აკუმულატორების ელექტროდების გამართვა, აწყობა და რჩილვა.
9. სათავსოებში, სადაც ინახება მჟავა ან ტუტე, რაიმე სამუშაოების შესრულება ელექტროლიტების გაზავების გარდა, აკრძალულია.
10. მჟავა უნდა ინახებოდეს ცალკე სათავსოში, სადაც მის გარდა ნებადართულია მხოლოდ გამოხდილი წყლის შენახვა. მჟავა უნდა ინახებოდეს მოწნულ სახელურებიან კალათებში მოთავსებულ მჭიდროდ დაცობილ მინის ბოთლებში. ბოთლებს მჟავით (ტუტით) და გამოხდილი წყლით, უნდა ჰქონდეს შესაბამისი წარწერა.
11. მჟავის ელექტროლიტის გაზავება უნდა განხორციელდეს ტყვიით შემოსილ ან მჟავამედეგი (ტუტემდგრადი) მასალით გუმირებულ ტევადობაში. აკრძალულია მინის ჭურჭლის გამოყენება ელექტროლიტის გასაზავებლად.
12. ელექტროლიტის მომზადების დროს მჟავას დისტილირებულ წყალში ჩასხმა უნდა წარმოებდეს წვრილი ნაკადით ისეთი სამარჯვის დახმარებით, რომელიც გამორიცხავს მის დაღვრას. აკრძალულია წყლის მჟავაში ჩასხმა.
13. მჟავასთან და ელექტროლიტთან მუშაობის დროს სავალდებულოა დამცავი სათვალის და წინსაფრის გაკეთება, რეზინის ჩექმების და ხელთათმანების ჩაცმა.
14. მჟავის მიწოდება დასაშვებია, მხოლოდ სპეციალურად მოწყობილი ურიკებით ან ბოთლების ბუდეებიანი ჯინებით.
15. მჟავით (ტუტით) ან ელექტროლიტით მოწუწული ადგილების გაწმენდის, შემდეგ აუცილებლად უნდა მოირეცხოს შლანგიდან წყლის ჭავლით ან მანეიტრალიზებელი ხსნარებით, მაგალითად, კირის რძით.
16. ავზები სარეცხი წყლით ან მანეიტრალიზირებელი ხსნარებით უნდა მოთავსდეს თაროებზე მისაწვდომ სიმაღლეზე და ჰქონდეს განმასხვავებელი ფერი და ადვილად გასარჩევი წარწერები: “სარეცხი წყალი”, “დალევა არ შეიძლება”. ავზებთან მისასვლელები უნდა იყოს თავისუფალი.
17. სააკუმულატორო ბატარეის სათავსოს ახლოს უნდა იყოს მოწყობილი წყალსადენი ონკანით ან პირსაბანი წყლით.
18. ბატარეების მოსალტვის ღეროების შედუღება უნდა შესრულდეს გამოცდილი მუშაკის მიერ, ელექტროუსაფრთხოების არანაკლებ IV ჯგუფის მქონე პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ.
19. სააკუმულატორო ბატარეის სათავსოში ელექტროდების რჩილვის (შედუღების) სამუშაოების წარმოება ნებადართულია შემდეგ პირობებში:
ა) რჩილვა დასაშვებია აკუმულატორის ბატარეის დატენვის დასრულებიდან 2 სთ-ის შემდეგ;
ბ) რჩილვის დროს განუწყვეტლად უნდა მუშაობდეს ვენტილაცია;
გ) რჩილვის ადგილი ბატარეების დანარჩენი ელემენტებიდან უნდა იქნეს გამოყოფილი ცეცხლმედეგი ფარებით.
20. საშემდუღებლო მოწყობილობით მუშაობის დროს (აირული შედუღება პროპან-ბუტანის, წყალბადის გამოყენებით) უნდა შესრულდეს უსაფრთხოების მოთხოვნები ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციის შესაბამისად.
21. აკუმულატორის „პლუსი” მომჭერების მდგომარეობის შემოწმება უნდა ჩატარდეს დიელექტრიკული ხელთათმანების გამოყენებით.
22. ტუტიანი ელექტროლიტის მოსამზადებლად ჭურჭელში უნდა ჩაისხას გამოხდილი წყალი და თანდათან დაემატოს ტუტე მცირე პორციებით, ელექტროლიტს კარგად უნდა მოერიოს. ფლაკონი ტუტით უნდა გაიხსნას ფრთხილად, ძალდაუტანებლად. გახსნის წინ ფლაკონი, რომლის საცობი დაფარულია პარაფინით, წინასწარ უნდა გათბეს ცხელ წყალში დასველებული ქსოვილით.
23. მწვავე ნატრიუმის (კალიუმის) ნატეხების დანამცეცების დროს მუშები უზრუნველყოფილი უნდა იყოს სპეციალური აქანდაზებით, ჯვალოთი, დამცავი სათვალეებით, რეზინის ხელთათმანებით და წინსაფრებით. დანამცეცებული მწვავე ნატრიუმის (კალიუმის) ელექტროლიტის გასაზავებელ ჭურჭელში ჩადება უნდა მოხდეს მხოლოდ რკინის მაშით, ლითონის ან ფაიფურის კოვზით
ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 04.01.2011
მუხლი 26. სააკუმულატორო ბატარეები
თავი IV — ელექტრომოწყობილობის მონტაჟი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 20. სამუშაოების წარმოება ვერტმფრენების გამოყენებით
- მუხლი 21. ექსპლუატაციისათვის უვარგისი გამანაწილებელი ელექტრული ქსელების ნაცვლად ახალი ქსელის მშენებლობა
- მუხლი 22. ტვირთის, მასალების ტრანსპორტირება და ხალხის გადაყვანა
- მუხლი 23. გამანაწილებელი მოწყობილობები
- მუხლი 24. ელექტრული მანქანები
- მუხლი 25. ძალოვანი ტრანსფორმატორები
- მუხლი 27. ძალოვანი და განათების შიგა ქსელები
- მუხლი 28. საკაბელო ხაზები
- მუხლი 29. ხიდური ამწეები
- მუხლი 30. საერთო მოთხოვნები
- მუხლი 31. მოწყობილობის იზოლაციის ამაღლებული ძაბვით გამოცდა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 26, №01, 04.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 300280020.22.025.016003 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1172040/muxli-26/