1. ელექტროსამონტაჟო სამუშაოებისთვის განკუთვნილი ტვირთის გადაზიდვა უნდა ხორციელდებოდეს სპეციალური ტრანსპორტით (ანძების გადამტანები, კონტეინერების გადამტანები და ა.შ.). ტვირთი საიმედოდ უნდა იქნეს დამაგრებული გვარლებით, ჯაჭვებით, მავთულით ან სპეციალური სამარჯვეებით.
2. დატვირთვის დროს მოძრაობის დაწყებამდე და მოძრაობის დროს მძღოლი უნდა აკონტროლებდეს ტვირთის განთავსებას და დამაგრებას. ტვირთის დამაგრების დარღვევის დროს მძღოლი ვალდებულია აღმოფხვრას დარღვევა ან შეწყვიტოს შემდგომი გადაადგილება.
3. მძიმეწონიანი, საშიში და მსხვილგაბარიტიანი ტვირთების გადაზიდვის, ასევე 20 მ-ზე მეტი სიგრძის ან ორი ან მეტი მისაბმელიანი ავტომატარებლით მოძრაობის მარშრუტი და პირობები უნდა შეთანხმდეს, დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციასა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან.
4. სამუშაოების წარმოების დროს ხალხის გადაყვანა უნდა განხორციელდეს მაღალი განვლადობის სპეციალურად აღჭურვილი ავტომობილებით (ფურგონი და სხვა).
5. ავტომობილის ფურგონის შიგნით მყოფ პერსონალსა და მძღოლს შორის უნდა იყოს ხმოვანი და სასიგნალო საკონტაქტო კავშირი.
6. აკრძალულია ხალხის, მათ შორის, მტვირთავების, გადაყვანა თვითმცლელი ავტომობილების ძართადი, მისაბმელებით და ნახევარმისაბმელებით.
7. ხალხის გადაყვანის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სატრანსპორტო საშუალებებში ასვლა-გადმოსვლის ადგილებში მოწყობილი უნდა იყოს სპეციალური მოედნები ან სატრანსპორტო საშუალებები უნდა აღიჭურვოს სპეციალური კიბეებით. სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დაწყებამდე მძღოლი ვალდებულია დარწმუნდეს ხალხის განთავსების სისწორეში და აცნობოს მათ მოძრაობის დაწყების შესახებ.
თავი IV
ელექტრომოწყობილობის მონტაჟ
ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 04.01.2011
მუხლი 22. ტვირთის, მასალების ტრანსპორტირება და ხალხის გადაყვანა
თავი III — საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 16. ანძების აწყობა და დაყენება
- მუხლი 17. სადენების და მეხდამცავი გვარლების მონტაჟი
- მუხლი 18. გადაკვეთების მონტაჟი და გადასასვლელების ორგანიზაცია
- მუხლი 19. სამუშაოების წარმოება განსაკუთრებულ ლანდშაფტურ და კლიმატურ პირობებში
- მუხლი 20. სამუშაოების წარმოება ვერტმფრენების გამოყენებით
- მუხლი 21. ექსპლუატაციისათვის უვარგისი გამანაწილებელი ელექტრული ქსელების ნაცვლად ახალი ქსელის მშენებლობა
- მუხლი 23. გამანაწილებელი მოწყობილობები
- მუხლი 24. ელექტრული მანქანები
- მუხლი 25. ძალოვანი ტრანსფორმატორები
- მუხლი 26. სააკუმულატორო ბატარეები
- მუხლი 27. ძალოვანი და განათების შიგა ქსელები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 22, №01, 04.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 300280020.22.025.016003 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1172040/muxli-22/