1. ანძური სატრანსფორმატორო და კომპლექტური სატრანსფორმატორო ქვესადგურების მოწყობილობებზე 1000 ვოლტზე მაღალი ძაბვის მკვებავი ხაზის გამოურთველად დასაშვებია მხოლოდ ისეთი დათვალიერება და რემონტი, რომელიც სრულდება ბაქანზე დგომით და ძაბვის ქვეშ მყოფი დენგამტარი ნაწილებიდან ცხრილ 1-ში მითითებული მანძილების დაცვით. თუ ეს მანძილები ნაკლებია დასაშვებზე, მაშინ სამუშაო უნდა შესრულდეს 1000 ვოლტზე მაღალი ძაბვის დენგამტარი ნაწილების გამორთვითა და დამიწებით.
2. ჯიხურის ტიპის ანძურ სატრანსფორმატორო და კომპლექტურ სატრანსფორმატორო ქვესადგურებში სამუშაოზე დაშვება, მიუხედავად ხაზზე ძაბვის არსებობა-არარსებობისა, უნდა განხორციელდეს ძაბვის მოხსნით. ამასთან პირველ რიგში უნდა გამოირთოს 1000 ვოლტამდე ძაბვის საკომუტაციო აპარატურები, ხოლო ამის შემდეგ მაღალი ძაბვის სახაზო გამთიშველები. თუ არსებობს ძაბვის მიწოდების შესაძლებლობა 380/220 ვოლტის მხრიდან, მაშინ ამ ძაბვის ხაზი უნდა გამოირთოს კვების მიწოდების მოპირდაპირე მხარეს და მიღებულ უნდა იქნეს მათი შეცდომით ან თვითნებურად ჩართვის აღმკვეთი ღონისძიებები, ხოლო ქვესადგურებზე 380/220 ვოლტი ძაბვის გამორთულ ხაზზე საკომუტაციო აპარატურამდე უნდა დაედოს დამიწებები.
3. ანძურ სატრანსფორმატორო ქვესადგურებში, გადამრთველ პუნქტებში და სხვა მოწყობილობებზე, რომლებსაც არა აქვთ შემოღობვები, გამთიშველების ამძრავები, დატვირთვის ამომრთველები, 1000 ვოლტზე მაღალი ძაბვის კარადები და 1000 ვოლტამდე ძაბვის ფარები უნდა იყოს საკეტით ჩაკეტილი. მომსახურების ბაქანზე სტაციონალური კიბეები დაბლოკირებული უნდა იყოს გამთიშველებთან და საკეტით დაკეტილი