1. ელექტროფილტრებზე, მათ შორის, შემნჯღრევი მექანიზმების ელექტრომოწყობილობებზე, ელექტროფილტრებისა და აირსატარის შიგნით მუშაობა უნდა წარმოებდეს განწესით.
2. ელექტროფილტრების დათვალიერება და ტექნიკური მომსახურება ორგანიზებული უნდა იყოს შესაბამისი ორგანიზაციის შრომის დაცვის ინსტრუქციის საფუძველზე, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს კონკრეტული ნაცრის დამჭერი დანადგარის თავისებურებებს. ინსტრუქციებში რეგლამენტირებული უნდა იყოს განწესის გაცემისა და ელექტროფილტრებში სამუშაოდ დაშვების წესი ორგანიზაციის საამქროებსა და ქვედანაყოფებს შორის მოვალეობების გადანაწილების გათვალისწინებით. ინსტრუქციები უნდა ეფუძნებოდეს წინამდებარე წესებისა და 1983 წლის 5 ნოემბერს სსრკ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ „უსაფრთხოების ტექნიკის წესები ელექტრული სადგურებისა და თბოქსელების თბომექანიკური მოწყობილობების ექსპლუატაციისას“ მოთხოვნებს.
3. დაუშვებელია ელექტროფილტრში ადამიანების ყოფნა შემნჯღრევი მექანიზმების ჩართვა, მოსინჯვისა და რეგულირების მიზნით, თუ ეს არ არის მითითებული განწესის სტრიქონში „ცალკეული მითითებები“.
4. ელექტროფილტრის ნებისმიერ სექციაში, სარეზერვო სალტეზე, ნებისმიერ კაბელზე მუშაობისას სექციის კვება უნდა გამოირთოს და დამიწდეს ყველა მკვებავი აგრეგატი და დანარჩენი სექციების კაბელები.
5. ელექტროფილტრის გამორთვის შემდეგ მისგან და მკვებავი კაბელებიდან უნდა მოიხსნას სტატიკური მუხტი ელექტროაგრეგატების დამიწებით. დაუშვებელია ელექტროფილტრის დაუმიწებელ ნაწილებთან შეხება
ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 07.10.2010
მუხლი 40. ელექტროფილტრები
თავი III — ელექტროენერგეტიკული დანადგარები და მოწყობილობები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 34. ელექტროძრავები
- მუხლი 35. საკომუტაციო აპარატები
- მუხლი 36. კომპლექტური გამანაწილებელი მოწყობილობები
- მუხლი 37. ანძური სატრანსფორმატორო ქვესადგურები და კომპლექტური სატრანსფორმატორო ქვესადგურები
- მუხლი 38. ძალოვანი ტრანსფორმატორები, ზეთიანი მაშუნტებელი და რკალმქრობი რეაქტორები
- მუხლი 39. ელექტრული ქვაბები
- მუხლი 41. დენის ტრანსფორმატორები
- მუხლი 42. სააკუმულატორო ბატარეები
- მუხლი 43. კონდენსატორული დანადგარები
- მუხლი 44. მიწის სამუშაოები
- მუხლი 45. კაბელების და ქუროების დაკიდება და დამაგრება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 40, №100, 18.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 300.280.020.22.025.012.407 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80518/muxli-40/