1. სამუშაოს ჩატარების წინ კონდენსატორები უნდა გამოირთოს და მათთან ან მათ დენგამტარ ნაწილებთან შეხებამდე უნდა განიმუხტოს, მიუხედავად იმისა აღჭურვილნი არიან თუ არა განმუხტველი მოწყობილობებით. კონდენსატორების განმუხტვანარჩი ძაბვის ნულამდე შემცირება წარმოებს გამომყვანების მოკლედ ჩართვით და მაიზოლირებელ შტანგაზე დამაგრებული დამამიწებელი სადენის მეტალის სალტიან კორპუსზე შერთვის გზით.
2. ელექტრულ სქემებთან მიუერთებელი კონდენსატორების გამომყვანები უნდა იქნეს დამოკლებული, თუ ისინი იმყოფება ელექტრული ველის (ინდუცირებული ძაბვის) მოქმედების ზონაში.
3. აკრძალულია ქსელიდან გამორთული რეაქტიული სიმძლავრის ინდივიდუალური კომპენსაციის მქონე ასინქრონული ელექტროძრავის გრაგნილების მომჭერებთან (კლემებთან) შეხება კონდენსატორის განმუხტვამდე.
4. აკრძალულია ტრიქლორდიფენილით გაჟღენთილ კონდენსატორებთან რეზინის ხელთათმანების გარეშე ხელით შეხება. ტრიქლორდიფენილის კანზე მოხვედრისას აუცილებელია მისი დაბანა წყლით და საპნით, ხოლო თვალში მოხვედრისას თვალის გამობანვა ბორის მჟავის სუსტი ხსნარით ან ნატრიუმის ორჯერადი ხსნარით (ერთი ჩაის კოვზი სასმელი სოდა ერთ ჭიქა წყალზე).
თავი IV
საკაბელო ხაზებ
ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 07.10.2010
მუხლი 43. კონდენსატორული დანადგარები
თავი III — ელექტროენერგეტიკული დანადგარები და მოწყობილობები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 37. ანძური სატრანსფორმატორო ქვესადგურები და კომპლექტური სატრანსფორმატორო ქვესადგურები
- მუხლი 38. ძალოვანი ტრანსფორმატორები, ზეთიანი მაშუნტებელი და რკალმქრობი რეაქტორები
- მუხლი 39. ელექტრული ქვაბები
- მუხლი 40. ელექტროფილტრები
- მუხლი 41. დენის ტრანსფორმატორები
- მუხლი 42. სააკუმულატორო ბატარეები
- მუხლი 44. მიწის სამუშაოები
- მუხლი 45. კაბელების და ქუროების დაკიდება და დამაგრება
- მუხლი 46. კაბელების გაჭრა, ქუროების გახსნა
- მუხლი 47. საკაბელო მასის გაცხელება და ქუროების ამოვსება
- მუხლი 48. კაბელების გაყვანა და გადაწყობა, საკაბელო ქუროების გადატანა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 43, №100, 18.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 300.280.020.22.025.012.407 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80518/muxli-43/