1. კონდენსატორული დანადგარის (6 კვ და მეტი ძაბვის და 50 ჰ სიხშირის მქონე დანადგარი, რომლის დანიშნულებაა რეაქტიული სიმძლავრის გამომუშავება და ძაბვის რეგულირება) მუშაობის რეჟიმის მართვა უნდა განხორციელდეს ავტომატურად, თუ ხელით მართვის დროს შეუძლებელია მოთხოვნილი ხარისხის ელექტროენერგიის მიღება.
კონდენსატორული დანადგარი (კონდენსატორული ბატარეა ან მისი სექცია) უნდა ჩაირთოს ნომინალურზე უფრო დაბალ ძაბვაზე და გამოირთოს ძაბვის 105 – 110 %-მდე აწევის დროს.
2. კონდენსატორული დანადგარის მუშაობა ნებადართულია ნომინალური მნიშვნელობიდან 110 %-მდე აწეული ძაბვისა და 130 %-მდე დენით გადატვირთვის პირობებში.
3. კონდენსატორული დანადგარის მუშაობა დაუშვებელია, თუ ცალკეული კონდენსატორის გამომყვანებზე ძაბვა აღემატება მისი ნომინალური მნიშვნელობის 110 %-ს.
4. კონდენსატორების დაყენების ადგილებში გარემოს ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს კონდენსატორების ექსპლუატაციის ინსტრუქციაში მითითებულ ზედა ზღვარს. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა იყოს მიიღებული ვენტილაციის ეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებები. თუ ტემპერატურის დაწევა არ მოხდა 1 საათში, მაშინ კონდენსატორული დანადგარი უნდა გამოირთოს.
5. კონდენსატორული დანადგარის ჩართვა არ დაიშვება თუ კონდენსატორების ტემპერატურა ნაკლებია: მინუს 40 0C-ზე – „Y” და „T” კლიმატური შესრულების კონდენსატორებისთვის; მინუს 60 0C-ზე – „ХЛ” კლიმატური შესრულების კონდენსატორებისთვის;
კონდენსატორული დანადგარების ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად კონდენსატორული დანადგარის ჩართვა დაიშვება მხოლოდ კონდენსატორების (გარემოს) ტემპერატურის ინსტრუქციაში მითითებულ სიდიდემდე აწევის და მითითებული ხანგრძლიობით ამ ტემპერატურის შენარჩუნების შემდეგ.
6. კონდენსატორული დანადგარის ჩართვა არ დაიშვება, თუ ფაზებში დენების სხვაობა აღემატება 10 %-ს.
7. კონდენსატორული დანადგარის განმეორებითი ჩართვა ნებადართულია მისი გამორთვიდან 1 წუთის გასვლის შემდეგ.
8. დაცვის მოქმედებით გამორთული კონდენსატორული დანადგარის ჩართვა ნებადართულია მხოლოდ მისი გამორთვის მიზეზის გამოვლენის და აღმოფხვრის შემდეგ.
9. ტრიქლორდიფენილით გაჟღენთილ კონდენსატორებს კორპუსზე უნდა ჰქონდეთ ყვითელი ფერის, 40 მმ სიგრძის გვერდის მქონე, ტოლგვერდა სამკუთხედის ფორმის განმასხვავებელი ნიშანი.
ამ კონდენსატორების მომსახურების დროს მიღებული უნდა იყოს გარემოში ტრიქლორდიფენილის მოხვედრის გამომრიცხველი ღონისძიებები. მწყობრიდან გამოსული ტრიქლორდიფენილით გაჟღენთილი კონდენსატორები უნდა ინახებოდნენ ჰერმეტულად დახურულ კონტეინერებში, რომლებიც გამორიცხავენ გარემოში ტრიქლორდიფენილის მოხვედრის შესაძლებლობას.
მწყობრიდან გამოსული ტრიქლორდიფენილით გაჟღენთილი კონდენსატორების განადგურება უნდა მოხდეს ცენტრალიზებულად, სპეციალურად აღჭურვილ პოლიგონზე.
10. კონდენსატორების გამოურთველად დათვალიერება უნდა განხორციელდეს არანაკლებ თვეში ერთხელ.
11. კონდენსატორული დანადგარების საშუალო შეკეთება უნდა ჩატარდეს მათი ტექნიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და ენერგოობიექტის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.
კონდენსატორული დანადგარების მიმდინარე შეკეთება ტარდება ყოველწლიურად.
12. კონდენსატორული დანადგარების გამოცდების ორგანიზება უნდა წარიმართოს ელექტრომოწყობილობის გამოცდის მოცულობებისა და ნორმების და ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციების შესაბამისად
ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 04.10.2010
მუხლი 36. კონდენსატორული დანადგარები
თავი VI — ელექტროსადგურებისა და ქსელების ელექტრომოწყობილობა
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 110 %
- განაკვეთი 130 %
- განაკვეთი 10 %
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 30. ლითონის მდგომარეობის კონტროლი
- მუხლი 31. გენერატორები და სინქრონული კომპენსატორები
- მუხლი 32. ელექტროძრავები
- მუხლი 33. ძალოვანი ტრანსფორმატორები და ზეთიანი მაშუნტებელი რეაქტორები
- მუხლი 34. გამანაწილებელი მოწყობილობები
- მუხლი 35. სააკუმულატორო დანადგარები
- მუხლი 37. საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები
- მუხლი 38. ძალოვანი საკაბელო ხაზები
- მუხლი 39. სარელეო დაცვა და ელექტროავტომატიკა
- მუხლი 40. დამამიწებელი მოწყობილობები
- მუხლი 41. გადამეტძაბვებისგან დაცვა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 36, №52, 04.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 300350000.22.025.016001 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1036317/muxli-36/