1. ელექტროსადგურებს, ქვესადგურებს და ელექტროქსელების საექსპლუატაციო ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ თითოეული გამანაწილებელი მოწყობილობის და საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გადამეტძაბვებისგან დაცვის შემდეგი მონაცემები:
ა) მეხამრიდების, პროჟექტორების, ანძების, ლითონის და რკინა-ბეტონის კონსტრუქციების, მაღლივი შენობების და ნაგებობების დაცვის ზონების კონტურები;
ბ) გამანაწილებელი მოწყობილობის დამიწების სქემები, რომლებზეც აღნიშნული იქნება დამცავი აპარატების მიერთებების, ქვესადგურების მოწყობილობების და მეხამრიდებიანი პორტალების დამამიწებლების ჩამომყვანების და დამატებითი დამამიწებელი ელექტროდების განთავსების ადგილები, მათი სიგრძეები და რაოდენობა;
გ) გამანაწილებელი მოწყობილობის საპასპორტო მონაცემები იმპულსური სიმტკიცის (გამოსაცდელი და გამრღვევი იმპულსური ძაბვები) მიხედვით;
დ) გამანაწილებელ მოწყობილობაში და საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზებზე გამოყენებული გადამეტძაბვის შემზღუდველების, ვენტილური და მილისებრი მცლელების და ნაპერწკლური შუალედების საპასპორტო დამცავი მახასიათებლები;
ე) გამანაწილებელი მოწყობილობის სქემები, რომლებზეც მითითებული იქნება გვარლით დაცული საჰაერო ხაზის მისასვლელების (მთელ სიგრძეზე გვარლით დაცული საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზისთვის – საშიში ზონების სიგრძეები) სიგრძეები და გამანაწილებელი მოწყობილობის დამცავ აპარატებს და მათ მიერ დასაცავ მოწყობილობებს შორის, ასალტვის მიხედვით, დაშორებათა შესაბამისი სიგრძეები;
ვ) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენების, მათ შორის, საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გვარლური მისასვლელების, გამანაწილებელი მოწყობილობის, სატრანსფორმატორო და გადამრთველი პუნქტების დამიწებების წინაღობების სიდიდეები;
ზ) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის ტრასის გასწვრივი და გამანაწილებელი მოწყობილობის ტერიტორიის გრუნტების გამტარობების მონაცემები;
თ) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების ურთიერთგადაკვეთის და მათი კავშირგაბმულობის ხაზებთან, რადიოსატრანსლაციო სადგურებთან და რკინიგზების ავტომაბლოკირებელ ხაზებთან გადაკვეთის შესახებ მონაცემები.
2. არ დაიშვება 1000 ვოლტამდე ძაბვის ნებისმიერი დანიშნულების (განათების, სატელეფონო, მაღალსიხშირული და ა.შ.) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის სადენების ღია გამანაწილებელი მოწყობილობის კონსტრუქციებზე, განცალკევებით მდგომ ღეროვან მეხამრიდებზე, პროჟექტორების ანძებზე, საკვამლე მილებზე და შხეფსაცივრებზე ჩამოკიდება და ამ ხაზების ფეთქებადსაშიშ სათავსებთან მიყვანა.
აღნიშნული მიზნებისთვის გამოიყენება ლითონის გარსაცმიანი ან მიწაში ჩადებული ლითონის მილებში გატარებული უგარსაცმო კაბელები.
კაბელების გარსაცმები და მეტალის მილები უნდა დამიწდნენ.
ფეთქებადსაშიშ სათავსოებთან კაბელების მიყვანა უნდა განხორციელდეს მოქმედი მეხისგან შენობების და ნაგებობების დაცვის მოწყობის წესების ინსტრუქციის შესაბამისად.
3. ყოველწლიურად, ჭექა-ქუხილის სეზონის დაწყებამდე, უნდა ჩატარდეს გამანაწილებელი მოწყობილობების და საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების გადამეტძაბვებისგან დაცვის მდგომარეობის შემოწმება და უზრუნველყოფილი იყოს მეხის და შიგა გადამეტძაბვებისგან დაცვისთვის მზადყოფნა.
ენერგოსაწარმოებში უნდა მიმდინარეობდეს მეხისგან გამოწვეული გამორთვების და საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების, გამანაწილებელი მოწყობილობების, სატრანსფორმატორო და გადამრთველი პუნქტების დაზიანებების შემთხვევების რეგისტრაცია. მიღებული მონაცემების საფუძველზე ხდება მეხისგან დაცვის იმედიანობის მდგომარეობა შეფასება და აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება მისი ასამაღლებელი ღონისძიებები.
4. ძაბვის ყველა საფეხურის გადამეტძაბვების შემზღუდველები და ვენტილური მცლელები მუდმივად უნდა იმყოფებოდეს ჩართულ მდგომარეობაში.
5. ვენტილური და მილისებრი მცლელების, აგრეთვე გადამეტძაბვების შემზღუდველების პროფილაქტიკური გამოცდები უნდა ჩატარდეს მოქმედი ელექტრომოწყობილობების გამოცდების ნორმების მოთხოვნების შესაბამისად.
6. მილისებრი მცლელების და დამცავი შუალედების დათვალიერება ხორციელდება საჰაერო ხაზების შემოვლების დროს. მცლელების ამოქმედების შემთხვევები უნდა ფიქსირდებოდეს შემოვლის ფურცლებში. საყრდენებიდან მოხსნით მილისებრი მცლელების შემოწმება უნდა ჩატარდეს ყოველ 3 წელიწადში ერთხელ.
საყრდენებიდან მოუხსნელად ინტენსიური დაჭუჭყიანების ზონებში განთავსებული მილისებრი მცლელების მაღლივი დათვალიერება, აგრეთვე მათი დამატებითი დათვალიერებები და შემოწმებები უნდა ტარდებოდეს ადგილობრივი ინსტრუქციების შესაბამისად.
მილისებრი მცლელების რემონტი უნდა ტარდებოდეს დათვალიერებების და შემოწმებების შედეგების საფუძველზე გამოვლენილი აუცილებლობის მიხედვით.
7. იზოლირებულ ნეიტრალიანი, ან ტევადური დენების საკომპენსაციო საშუალებებით აღჭურვილი ქსელების მიწასთან შერთული საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზებით მუშაობა დაიშვება დაზიანების აღმოფხვრამდე. თუ საჰაერო ხაზი გადის დასახლებულ ადგილებში, სადაც იქმნება ადამიანების და ცხოველების დენით დაზიანების საფრთხე, დაზიანების ადგილის ძებნა უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ და აღმოიფხვრას უმოკლეს ვადებში.
საგენერატორო ძაბვის ქსელების და იმ ქსელების, რომლებზეც მიერთებულნი არიან მაღალი ძაბვის ძრავები, მიწასთან შერთული მუშაობა დაიშვება წინამდებარე წესების 31-ე მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად.
8. მიწასთან შერთვის ტევადური დენის საკომპენსაციოდ რკალმქრობი რეაქტორების გამოყენება ხდება მაშინ, როდესაც ტევადური დენები აჭარბებენ შემდეგ მნიშვნელობებს:

ქსელის ნომინალური ძაბვა, კვ
6
10
15 - 20
35 და მეტი
მიწასთან შერთვის ტევადური დენი, ა
30
20
15
10

ბლოკური ელექტროსადგურების საკუთარი მოხმარების 6 კვ ძაბვის ქსელებში დაიშვება ქსელის რეზისტორით დამიწებული ნეიტრალით მუშაობის რეჟიმი. სათანადო ანგარიშებით დასაბუთების შემთხვევაში დაიშვება საგენერატორო ძაბვის წრედების იზოლირებული ნეიტრალით მუშაობის რეჟიმი.
ლითონის და რკინაბეტონის საყრდენებიან 6-35 კვ ძაბვის ქსელებში რკალმქრობი რეაქტორების გამოყენება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც მიწასთან შერთვის ტევადური დენი აღემატება 10 ამპერს.
არ დაიშვება 6-35 კვ ძაბვის ქსელების ტევადური დენის კომპენსაციის გარეშე მუშაობა, თუ მისი სიდიდე აღემატება ცხრილში მოცემულ მნიშვნელობებს.
ქსელებში მიწასთან შერთვის ტევადური დენების საკომპენსაციოდ გამოიყენებიან ხელით მართვის, ან ავტომატური რეგულირების მქონე დამამიწებელი რკალმქრობი რეაქტორები.
ტევადური დენების კომპენსაციის მქონე ქსელებში ტევადური, რკალმქრობი რეაქტორების და მიწასთან შერთვის დენების და ნეიტრალის წანაცვლების ძაბვების გაზომვა ხორციელდება რკალმქრობი რეაქტორების ექსპლუატაციაში შეყვანის დროს და ქსელის რეჟიმების მნიშვნელოვნად შეცვლის შემთხვევაში, მაგრამ არანაკლებ 6 წელიწადში ერთხელ.
9. რკალმქრობი რეაქტორების სიმძლავრე შეირჩევა ქსელის ტევადური დენის მიხედვით და პერსპექტიული განვითარების გათვალისწინებით.
დამამიწებელი რკალმქრობი რეაქტორები იდგმება საკომპენსაციო ქსელთან არანაკლებ ორი ელექტროგადამცემი ხაზით დაკავშირებულ ქვესადგურებში.
არ დაიშვება რკალმქრობი რეაქტორების ჩიხური ტიპის ქვესადგურებში დადგმა.
რკალმქრობი რეაქტორები გენერატორების, ტრანსფორმატორების ან სინქრონული კომპენსატორების ნეიტრალებში ირთვებიან გამთიშველებით.
როგორც წესი, რკალმქრობი რეაქტორების მისაერთებლად გამოიყენებიან გრაგნილების „ვარსკვლავი – სამკუთხედი” შეერთების სქემებიანი ტრანსფორმატორები.
არ დაიშვება რკალმქრობი რეაქტორების მიერთება დნობადი მცველებით დაცულ ტრანსფორმატორებთან.
დამიწებისთვის გამოსაყენებელი რკალმქრობი რეაქტორის შემყვანი საერთო დამამიწებელ მოწყობილობას უნდა მიუერთდეს დენის ტრანსფორმატორით.
10. რკალმქრობ რეაქტორებს უნდა ჰქონდეთ რეზონანსული აწყობა.
გადაკომპენსირებით აწყობა დაიშვება, თუ კომპენსაციის აშლის ხარისხი არ აღემატება 5 %-ს. 6-20 კვ ძაბვის ქსელებში დადგმულ რკალმქრობი რეაქტორების მომიჯნავე განშტოებათა დენებს შორის დიდი სხვაობის დროს აწყობა დაიშვება 10 ამპერამდე სიდიდის რეაქტიული მდგენელის მქონე მიწასთან შერთვის დენით.
15 ამპერზე ნაკლები სიდიდის მიწაზე შერთვის ტევადური დენის მქონე 35 კვ ძაბვის ქსელებში აშლის ხარისხი დაიშვება არა უმეტეს 10 %-ის ოდენობით.
როგორც წესი, ქსელების მუშაობა არ დაიშვება ტევადური დენების უკმარკომპენსირების დროს. უკმარკომპენსირებით აწყობა დაიშვება მხოლოდ დროებით, სათანადო სიმძლავრის რკალმქრობი რეაქტორების უქონლობის დროს, მაგრამ იმ პირობით, რომ ქსელში ავარით გამოწვეული ფაზათა ტევადობების ასიმეტრიულობა არ წარმოქმნის ფაზური ძაბვის 70 %-ზე უფრო მეტი სიდიდის ნეიტრალის წანაცვლების ძაბვას.
11. ტევადური დენების კომპენსაციით მომუშავე ქსელებში ასიმეტრიული ძაბვა არ უნდა აღემატებოდეს ფაზური ძაბვის 0.75 %-ს.
ქსელში მიწასთან შერთვის არარსებობის დროს ნეიტრალის წანაცვლების ძაბვა ხანგრძლივი დროით დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ იგი არ აღემატება ფაზური ძაბვის 15 %-ს, ხოლო 1 საათით – თუ მისი სიდიდე არ აჭარბებს 30 %-ს.
ასიმეტრიულობის და ნეიტრალის წანაცვლების ძაბვების აღნიშნულ სიდიდეებამდე შემცირება ხორციელდება მიწის მიმართ ქსელის ფაზების ტევადობების გათანაბრებით (ფაზური სადენების ურთიერთგანლაგების შეცვლით, აგრეთვე ხაზის ფაზებს შორის მაღალსიხშირული კავშირის კონდენსატორების გადანაწილებით).
მაღალსიხშირული კავშირის და მბრუნავი მანქანების მეხამრიდების კონდენსატორების ქსელთან მიერთების დროს უნდა შემოწმდეს მიწის მიმართ ფაზების ტევადობების ასიმეტრიულობის დაშვებადობა.
საჰაერო და საკაბელო ხაზების ცალკეული ფაზების ჩართვა და გამორთვა არ დაიშვება, თუ იგი გამოიწვევს აღნიშნულ მნიშვნელობებზე მეტი სიდიდის ნეიტრალის წანაცვლების ძაბვას.
12. 6-20 კვ ძაბვის ქსელებში, როგორც წესი, გამოიყენებიან კომპენსაციის დენის ავტომატური აწყობის მქონე მდოვრედ რეგულირებადი რკალმქრობი რეაქტორები.
ხელით კომპენსაციის დენის სარეგულირებელი რკალმქრობი რეაქტორების გამოყენების დროს აწყობის მაჩვენებლები განისაზღვრებიან კომპენსაციის აშლის მზომი ხელსაწყოს გამოყენებით.
ქსელში მიწასთან შერთვის ტევადური დენის და რკალმქრობი რეაქტორების საკომპენსაციო დენის გაზომვების საფუძველზე რკალმქრობი რეაქტორების აწყობა დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ საკომპენსაციო ქსელის მიწასთან შერთვის ტევადური დენი, კომპენსაციის არა უმეტეს 5 %-იანი აშლის დროს, საშუალოდ 2-ჯერ მეტად არ იცვლება დღე-ღამეში.
13. ვაკუმური ამომრთველების მქონე დანადგარებში, როგორც წესი, ინდუქციური ელემენტების კომუტაციების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს გადამეტძაბვებისგან დაცვის ღონისძიებები, ხოლო მათ განხორციელებაზე უარის თქმა უნდა იყოს დასაბუთებული.
14. 110-220 კვ ქვესადგურებში ნეიტრალის თვითნებური წანაცვლებით, ან საშიში ფერორეზონანსული პროცესებით გამოწვეული გადამეტძაბვების წარმოქმნის ასაცილებელი ოპერატიული ქმედებები უნდა დაიწყოს 110 და 220 კვ ძაბვის კასკადური ტიპის ტრანსფორმატორების მქონე სალტეთა დაუტვირთავ სისტემაზე მისაერთებელი ტრანსფორმატორის ნეიტრალის დამიწებით.
მკვებავი ტრანსფორმატორის ნეიტრალი უნდა დამიწდეს 110 და 220კვ ძაბვის კასკადური ტიპის ძაბვის ტრანსფორმატორების მქონე სალტეთა დაუტვირთავი სისტემის ქსელიდან გამოყოფამდე.
110-220 კვ ძაბვის ქსელებში იზოლირებული ნეიტრალით მომუშავე ტრანსფორმატორების არასრულფაზოვანი კვების რეჟიმის გაჩენის შემთხვევაში არ დაიშვება მათი ნეიტრალების დამიწებასთან დაკავშირებული ოპერატიული ქმედებების წარმოება.
ძაბვის ელექტრომაგნიტური ტრანსფორმატორებით და კონტაქტების კონდენსატორული შუნტის მქონე ამომრთველებით დაკომპლექტებული 110-500 კვ ძაბვის გამანაწილებელი მოწყობილობები უნდა შემოწმდნენ სალტეების გამორთვის მომენტში ფერორეზონანსული გადამეტძაბვების წარმოქმნის ალბათობაზე. აუცილებლობის შემთხვევაში მიღებული უნდა იყოს ოპერატიული და ავტომატური ქმედებების დროს ფერორეზონანსის თავიდან ამაცილებელი ღონისძიებები.
აუცილებლობის შემთხვევაში, 6-35 კვ ძაბვის ქსელებში და ქსელის მინაერთებზე მიღებული უნდა იყოს ფერორეზონანსული პროცესების, მათ შორის ნეიტრალის თვითწანაცვლებების, თავიდან ამაცილებელი ღონისძიებები.
15. ტრანსფორმატორების და ავტოტრანსფორმატორების დაბალი (საშუალო) ძაბვის გამოუყენებელი გრაგნილები უნდა იქნენ „ვარსკვლად”, ან „სამკუთხად” შეერთებულნი და გადამეტძაბვებისგან დაცულნი.
მაღალი ძაბვის გრაგნილებს შორის განლაგებული უფრო დაბალი ძაბვის გამოუყენებელი გრაგნილების დაცვა უნდა განხორციელდეს თითოეული ფაზის შემყვანზე ვენტილური მცლელების ან გადამეტძაბვის შემზღუდების მიერთებით. დაცვა არ მოითხოვება, თუ დაბალი ძაბვის გრაგნილზე მუდმივად არის მიერთებული არანაკლებ 30 მ სიგრძის დამიწებული გარსაცმის ან ჯავშნის მქონე კაბელი. წინააღმდეგ შემთხვევებში დაბალი და საშუალო ძაბვების გამოუყენებელი გრაგნილების დაცვა უნდა განხორციელდეს ერთი ფაზის ან ნეიტრალის დამიწებით ან თითოეული ფაზის შემყვანზე მიერთებული ვენტილური მცლელებით.
16. 110 კვ და უფრო მეტი ძაბვის ქსელებში ტრანსფორმატორების 110 -220 კვ გრაგნილების ნეიტრალის მიწისგან განმხოლოება, აგრეთვე სარელეო დაცვის და სასისტემო ავტომატიკის მოქმედებების შერჩევა ისე უნდა განხორციელდეს, რომ სხვადასხვა ოპერატიული და ავტომატური გამორთვების დროს არ გამოიკვეთონ დამიწებულ ნეიტრალიანი ტრანსფორმატორების გარეშე დარჩენილი ქსელის ცალკეული უბნები.
სახაზო შემყვანების იზოლაციის დონესთან შედარებით უფრო ნაკლები დონის იზოლაციის მქონე ტრანსფორმატორის ნეიტრალის დაცვა უნდა განხორციელდეს ვენტილური მცლელებით, ან გადამეტძაბვის შემზღუდველებით.
17. ოპერატიული გადართვების და ავარიული რეჟიმების დროს 110 კვ და უფრო მეტი ძაბვის ქსელებში სამრეწველო სიხშირის (50 ჰც) მქონე მოწყობილობაზე ძაბვის აწევის სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ნაჩვენებ მნიშვნელობებს. მოცემული მნიშვნელობები აგრეთვე ვრცელდება იმ ძაბვის ამპლიტუდაზე, რომელიც წარმოიქმნება 50 ჰც სიხშირის სინუსოიდაზე სხვა სიხშირის მდგენელების ზედდებით. ცხრილის მრიცხველებში მოტანილია „ფაზა-მიწა” იზოლაციის მნიშვნელობები უდიდესი მუშა ფაზური ძაბვის ამპლიტუდურ წილებში, ხოლო მნიშვნელებში – „ფაზა-ფაზა” იზოლაციის მნიშვნელობები უდიდესი მუშა ფაზათაშორისი ძაბვის ამპლიტუდურ წილებში. „ფაზა-ფაზა” იზოლაციის მონაცემები ეხება მხოლოდ სამფაზა ძალოვან ტრანსფორმატორებს, მაშუნტებელ რეაქტორებს და ძაბვის ელექტრომაგნიტურ ტრანსფორმატორებს, აგრეთვე სამივე პოლუსის ერთ ავზში ჩადებულ, ან ერთ ჩარჩოზე განლაგების მქონე სამპოლუსა შესრულების აპარატებს. ამასთან ერთად, აპარატებისთვის მითითებული 1.60; 1.70 და 1.80 მონაცემები ეხება მხოლოდ 110, 150 და 220 კვ ძაბვის აპარატების ფაზათაშორის გარე იზოლაციას.
ცხრილში შეტანილ ძაბვის აწევის ორ მნიშვნელობას შორის შუალედურ, t ხანგრძლივობის დროს ძაბვის აწევის დასაშვები მნიშვნელობა იქნება, მათ შორის, უმეტესისთვის მითითებული სიდიდე. გამონაკლისს წარმოადგენს 0.5 წმ-მდე ხანგრძლივობის სამრეწველო სიხშირის გადამეტძაბვები. თუ 0.1<t<0.5 წმ, მაშინ ძაბვის დასაშვები აწევა იქნება U1წმ + 0.3 (U 0.1წმ - U1წმ), სადაც U1წმ და U0.1წმ შესაბამისად არის 1 და 0.1 წმ-ის ხანგრძლივობებით ძაბვის აწევის დასაშვები მნიშვნელობები. რამდენიმე სახის მოწყობილობაზე ძაბვის აწევის ერთდროული ზემოქმედების შემთხვევაში მთელი ელექტროდანადგარისთვის დასაშვებ სიდიდედ მიიღება მოწყობილობათა ამ სახეობისთვის ნორმირებულ მნიშვნელობათაგან უმცირესი.
ერთი წლის მანძილზე 1200-წამიან ძაბვის აწევათა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50-ს. ელექტრომოწყობილობის ვარგისიანობის პერიოდში 20 წამიან ძაბვის აწევათა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100-ს. ამასთან ერთად, ერთი წლის მანძილზე 20-წამიან ძაბვის აწევათა რაოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს 15-ს, ხოლო ერთი დღე-ღამის მანძილზე – 2-ს.
ცხრილი

მოწყობილობა
ნომინალური
ძაბვა, კვ
ზემოქმედების ხანგრძლიობის დროის
მიხედვით ძაბვის დასაშვები აწევა, წმ
1200
20
1
0.1
ძალოვანი ტრანსფორმატორები და ავტოტრანსფორმატორები*
110 - 500
1.10/1.10
1.25/1.25
1.90/1.50
2.00/1.58
მაშუნტირებელი რეაქტორები და ძაბვის ელექტრომაგნიტური ტრანსფორმატორები
110-330

500
1.15/1.15

1.15/1.15
1.35/1.35

1.35/1.35
2.00/1.50

2.00/1.50
2.10/1.58

2.08/1.58
საკომუტაციო აპარატები**, ძაბვის ტევადური ტრანსფორმატორები, დენის ტრანსფორმატო-
რები, კავშირის კონდენსატორები და
სასალტე საყრდენები

110-500

1.15/1.15

1.60/1.60

2.20/1.70

2.40/1.80
ყველა ტიპის ვენტილური მცლელი
110-220
1.15
1.35
1.38
-
РВМГ ტიპის ვენტილური მცლელები
330-500
1.15
1.35
1.38
-
РВМК ტიპის ვენტილური მცლელები
330-500
1.15
1.35
1.45
-
РВМК-П ტიპის ვენტილური მცლელები
330-500
1.15
1.35
1.70
-
არახაზური გადამეტძაბვის შემზღუდველები
110-220
330-500
1.39
1.26
1.50
1.35
1.65
1.52
-
-

* ცხრილში აღნიშნული მონაცემების მიუხედავად, ძაბვის აწევა უნდა შეიზღუდოს მაგნიტოგამტარის გახურების პირობების მიხედვით გრაგნილის დაყენებული განშტოების ნომინალური ძაბვის 1.15 წილობრივ სიდიდემდე 1200 წმ ხანგრძლივობის დროს და 1.3-მდე – 20 წამის დროს
** ცხრილში აღნიშნული მონაცემების მიუხედავად, ასიმეტრიული მოკლედ შერთვის დროს 110-220 კვ მოწყობილობების ამომრთველის კონტაქტებზე თვითაღდგენის ძაბვა უნდა შეიზღუდოს 2.4 ან 2.8-მდე (ტექნიკურ პირობებში მითითებული ამომრთველის შესრულების მიხედვით) და 330-500 კვ მოწყობილობებისთვის – 3.0-მდე, ხაზის დაუზიანებელი ფაზის გამორთვის პირობით, ხოლო 330-500 კვ მოწყობილობებისთვის – 2.8-მდე, დაუტვირთავი ხაზის გამორთვის პირობით

1200 და 20-წამიანი ხანგრძლივობების ორ აწევათა შორის დროის შუალედი არ უნდა იყოს 1 საათზე ნაკლები. თუ 1 საათის ინტერვალით 1200 წამიანი ხანგრძლივობის აწევა მოხდა ორჯერ, მაშინ უახლოესი 24 საათის განმავლობაში მესამე აწევა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს ავარიული სიტუაცია, მაგრამ არანაკლებ 4 საათის გავლის შემდეგ.
0.1 და 1-წამიანი პერიოდებით ძაბვის აწევათა რაოდენობა რეგლამენტირებული არ არის. რეგლამენტს არ ექვემდებარება აგრეთვე ვენტილურ მცლელებზე ძაბვის აწევათა რაოდენობა.
დასაშვებ მნიშვნელობებზე უფრო მაღლა ძაბვის აწევის თავიდან აცილების მიზნიდან გამომდინარე, ადგილობრივ ინსტრუქციებში მითითებული უნდა იყოს 330 კვ და უფრო მაღალი ძაბვის თითოეული ხაზის და 110-220 კვ ძაბვების გრძელი ხაზების ჩართვის და გამორთვის ოპერაციების მიმდევრობა. 330-500 კვ ხაზებზე და 110-220 კვ ძაბვის იმ ხაზებზე, სადაც ძაბვის აწევა მოსალოდნელია უდიდესი მუშა ძაბვის 1.1-ზე უფრო მეტი სიდიდით, გათვალისწინებული უნდა იყოს ძაბვის აწევისგან დაცის სარელეო დაცვა.
სქემებში, მათ შორის – გაშვების სქემებშიც, სადაც გეგმური ჩართვების დროს მოსალოდნელია უდიდეს მუშა ძაბვასთან შედარებით 1.1, ხოლო ავტომატური გამორთვების დროს 1.4-ზე უფრო მეტი სიდიდით ძაბვის აწევა, რეკომენდირებულია დასაშვებ სიდიდემდე და ხანგრძლიობამდე ძაბვის აწევის შემზღუდველი ავტომატიკის გამოყენება