1. საქართველოს ენერგოსისტემაში ორგანიზებული უნდა იყოს ელექტროსადგურების, ელექტრული ქსელების შეთანხმებული მუშაობა მათი საკუთრების ფორმის მიუხედავად.
ოპერატიულ-დისპეტჩერული მართვის ამოცანებია:
ა) ელექტროსადგურების, ქსელების და ენერგოსისტემის მუშაობის რეჟიმების დაგეგმვა და წარმართვა;
ბ) სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა და მომზადება;
გ) ენერგოსისტემის საიმედო ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
დ) ელექტრული ენერგიის ხარისხზე მოთხოვნების შესრულება;
ე) ელექტრული ენერგიის წარმოების, გადაცემის და განაწილების დროს ტექნოლოგიური დარღვევების თავიდან აცილება და ლიკვიდაცია.
2. ყოველ ენერგოობიექტზე უნდა იყოს ორგანიზებული დანადგარების დღეღამური მართვა, რომლის ამოცანებს წარმოადგენს:
ა) მოთხოვნილი რეჟიმით მუშაობის წარმართვა;
ბ) გადართვების, დანადგარების გაშვება-გაჩერების წარმოება;
გ) ავარიების ლოკალიზაცია და ნორმალური მუშაობის რეჟიმის აღდგენა;
დ) სარემონტო სამუშაოების წარმოებისთვის შესაბამისი რეჟიმის მომზადება.
3. დისპეტჩერული მართვა უნდა იყოს ორგანიზებული იერარქიული სტრუქტურით, რომელიც ითვალისწინებს ოპერატიული კონტროლისა და მართვის ფუნქციების განაწილებას ცალკეულ დონეებს შორის, აგრეთვე მართვის ქვემდგარი რგოლის დაქვემდებარებას ზემდგომზე.
4. დისპეტჩერული მართვის ფუნქციებს უნდა ასრულებდეს ენერგოსისტემაში – ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, რომლის ოპერატიულ დაქვემდებარებაში შედის სერვისცენტრისა და კვალიფიციური საწარმოების სადისპეტჩეროები.
თავის მხრივ, კვალიფიციური საწარმოების ცენტრალურ სადისპეტჩეროს დაქვემდებარებაში შედის სერვისცენტრის სადისპეტჩერო სამსახურები.
5. თითოეული სადისპეტჩერო დონისათვის უნდა იყოს დადგენილი დანადგარებისა და ნაგებობების მართვის ორი კატეგორია: ოპერატიული მართვა და ოპერატიული გამგებლობა.
6. დისპეტჩერის ოპერატიულ მართვაში უნდა იყოს დანადგარები, ელექტროგადაცემის ხაზები, რელეური დაცვის მოწყობილობები, ავარიის საწინააღმდეგო და რეჟიმული ავტომატიკის სისტემები, დისპეტჩერული და ტექნოლოგიური მართვის საშუალებები, SCADA-ს კომპლექსი, რომლებზეც ოპერაციებს უშუალოდ ახორციელებს შესაბამისი მართვის დონის ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონალი, ან თუ ეს ოპერაციები მოითხოვს დაქვემდებარებული ოპერატიული პერსონალის მოქმედების კოორდინაციას და შეთანხმებულ ცვლილებებს რამდენიმე ობიექტზე.
ოპერაციები მითითებულ დანადგარებსა და მოწყობილობებზე უნდა წარმოებდეს ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონალის მიერ უშუალოდ ან დისპეტჩერის ხელმძღვანელობით, რომლის ოპერატიულ მართვაშიც იმყოფება ეს დანადგარი ან მოწყობილობა.
7. დისპეტჩერის ოპერატიულ გამგებლობაში უნდა იყოს დანადგარები, ელექტროგადამცემი ხაზები, რელეური დაცვის მოწყობილობები, ავარიის საწინააღმდეგო და რეჟიმული ავტომატიკის სისტემები, დისპეტჩერული და ტექნოლოგიური მართვის საშუალებები, SCADA-ს კომპლექსი, რომელთა მდგომარეობა და რეჟიმი გავლენას ახდენს ელექტროსადგურების და მთლიანად ენერგოსისტემის ქონებულ სიმძლავრესა და რეზერვზე, ქსელების მუშაობის რეჟიმსა და საიმედობაზე, აგრეთვე ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკის აწყობაზე.
ოპერაციები მითითებულ დანადგარებსა და მოწყობილობებზე უნდა წარმოებდეს დისპეტჩერის ნებართვით.
8. ყველა ელექტროგადამცემი ხაზის, ელექტროსადგურებისა და ქსელების დანადგარების და მოწყობილობების მართვა უნდა იყოს გადანაწილებული ოპერატიულ-დისპეტჩერული მართვის დონეების შესაბამისად.
ელექტროგადაცემის ხაზების, ელექტროსადგურებისა და ქსელების დანადგარების და მოწყობილობების ჩამონათვალი, რომლებიც იმყოფება ენერგეტიკული ორგანიზაციების, ენერგოსისტემის დისპეჩტერის ოპერატიულ მართვაში ან ოპერატიულ გამგებლობაში, უნდა შედგეს ოპერატიულ-დისპეტჩერული მართვის ზემდგომი ორგანოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებით და დამტკიცდეს შესაბამისად, ენერგეტიკული ორგანიზაციის ტექნიკური ხელმძღვანელის და ენერგოსისტემის მთავარი დისპეტჩერის მიერ.
9. დისპეტჩერული მართვის სხვადასხვა დონის პერსონალის ურთიერთდამოკიდებულება უნდა იყოს რეგლამენტირებული შესაბამისი დებულებებით და ადგილობრივი ინსტრუქციებით.
10. ოპერატიულ-დისპეტჩერული მართვა უნდა ხორციელდებოდეს დისპეტჩერული და ტექნოლოგიური მართვის საშუალებებითა და კონტროლის სისტემით აღჭურვილი და ოპერატიული სქემებით დაკომპლექტებული დისპეტჩერული პუნქტებიდან და მართვის ფარებიდან.
11. ენერგოსისტემაში უნდა იყოს დამუშავებული დისპეტჩერული მართვის, ოპერატიული საუბრებისა და ჩანაწერების წარმოების, გადართვებისა და ავარიული რეჟიმების ლიკვიდაციის ინსტრუქციები ენერგოსისტემის სტრუქტურული განსაკუთრებულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით.
ყველა ოპერატიულ-დისპეტჩერული საუბარი, დისპეტჩერული მართვის ყველა დონის ოპერატიულ-დისპეტჩერული დოკუმენტაცია უნდა წარმოებდეს ერთიანი, საერთოდ მიღებული ტერმინოლოგიის, ტიპური განკარგულებების, შეტყობინებებისა და ჩანაწერების გამოყენებით
ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 04.10.2010
მუხლი 45. ამოცანები და მართვის ორგანიზაცია
თავი VII — ოპერატიულ-დისპეტჩერული მართვა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 39. სარელეო დაცვა და ელექტროავტომატიკა
- მუხლი 40. დამამიწებელი მოწყობილობები
- მუხლი 41. გადამეტძაბვებისგან დაცვა
- მუხლი 42. განათება
- მუხლი 43. ელექტროლიზური დანადგარები
- მუხლი 44. ენერგეტიკული ზეთები
- მუხლი 46. მუშაობის რეჟიმის დაგეგმვა
- მუხლი 47. მუშაობის რეჟიმების მართვა
- მუხლი 48. დანადგარების მართვა
- მუხლი 49. ავარიების თავიდან აცილება და ლიკვიდაცია
- მუხლი 50. მოთხოვნები ოპერატიული სქემების მიმართ
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 45, №52, 04.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 300350000.22.025.016001 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1036317/muxli-45/