1. მუშა, ავარიულმა და საევაკუაციო განათებებმა ყველა სათავსოში, სამუშაო ადგილზე და ღია ტერიტორიაზე უნდა უზრუნველყოს დადგენილი მოთხოვნილებების შესაბამისი განათება.
ავარიული და მუშა სანათები ერთმანეთისგან უნდა განსხვავდებოდეს ნიშნებით, ან შეფერილობებით. საკვამლე მილების და მაღლივი ნაგებობების შუქშემომღობები უნდა შეესაბამებოდეს მაღლივი დაბრკოლებების ნიშანდების და შუქშემოღობვის წესებს.
2. ელექტროსადგურების და ქვესადგურების მთავარი, ცენტრალური და ბლოკური ფარების სათავსოების და სადისპეტჩერო პუნქტების ავარიულმა განათების სანათებმა ძირითადი პანელების ფასადებზე უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 30 ლუქსი განათებულობა;
დღე-ღამის მანძილზე უწყვეტად უნდა იყოს ჩართული მუდმივი დენის სალტეებზე მცველების, ან ავტომატების საშუალებით მიერთებული 1, ან 2 ნათურა;
საევაკუაციო განათებამ უნდა უზრუნველყოს შენობების და გასასვლელების არანაკლებ 1.0 ლუქსი განათებულობა;
3. ნორმალურ რეჟიმში ავარიული და მუშა განათებები უნდა იკვებებოდეს სხვადასხვა დამოუკიდებელი წყაროებიდან. კვების წყაროების გამორთვის შემთხვევაში ელექტროსადგურებში, ქვესდგურებში და სადისპეტჩერო პუნქტებში ავარიული განათება ავტომატურად უნდა გადაერთოს სააკუმლატორო ბატარეაზე, დიზელ-გენერატორზე, ან კვების სხვა დამოუკიდებელ წყაროზე.
არ დაიშვება ავარიული განათების ქსელში ამ განათებას მიუკუთვნებელი სხვა ტვირთების მიერთება. ავარიული განათების ქსელს არ უნდა ჰქონდეს საშტეპსელე როზეტები.
საევაკუაციო სანათები უნდა ჩაირთოს მუშა განათების ქსელისგან დამოუკიდებელ ქსელში. საევაკუაციო განათების ქსელის კვების წყაროს დაკარგვის შემთხვევაში იგი უნდა გადაირთოს სააკუმლატორო ბატარეაზე, ან დიზელ-გენერატორზე.
4. სარემონტო განათების ხელით გადასატანი სანათების კვების ქსელის ძაბვამ არ უნდა გადააჭარბოს 42 ვოლტს, ხოლო ელექტრული დენით დაშავების მომატებული საშიშროების დროს – 12 ვოლტს.
12-42 ვ ძაბვის ჩანგლები არ უნდა მოერგოს 127-220 ვ ძაბვის როზეტებს. როზეტებს უნდა ჰქონდეთ ძაბვის აღმნიშვნელი წარწერები.
5. მოცემული ტიპის სანათებში არ დაიშვება განკუთვნილზე მეტი სიმძლავრის ნათურების დაყენება. არ დაიშვება სანათების სინათლის გამფანტველების, აგრეთვე მაეკრანირებელი და დამცავი ცხაურების მოხსნა.
6. ელექტროსადგურების და ქვესდგურების შიგა, გარე და დაცვის განათებები უნდა იკვებებოდეს სხვადასხვა ხაზებით. გარე მუშა (სათბობის საწყობის და ელექტროსადგურების მოშორებული ობიექტების გარდა) და დაცვის განათებების ქსელების მართვა უნდა ხორციელდებოდეს ელექტროსადგურების და ქვესდგურების მთავარი, ან ცენტრალური მართვის ფარების შენობებიდან.
7. ელექტროსადგურების განათების ქსელი კვებას უნდა იღებდეს სტაბილიზატორებით, ან იმ ცალკეული ტრანსფორმატორებიდან, რომლებიც უზრუნველყოფენ განათების ძაბვის აუცილებელ ზღვრებში მოქცევის შესაძლებლობას.
ნათურებზე მიწოდებული ძაბვა არ უნდა აღემატებოდეს ნომინალურს. შიგა მუშა განათების ქსელის ყველაზე უფრო მეტად დაშორებული ნათურების და საპროჟექტორო დანადგარების ძაბვა არ უნდა შემცირდეს ნომინალური ძაბვის 5 %-ზე მეტად, ხოლო ყველაზე უფრო მეტად დაშორებული გარე და ავარიული განათებების, აგრეთვე 12-42 ვ ქსელების ნათურების – 10 %-ზე მეტად (ლუმინესცენციური ნათურების – 7.5 %-ზე მეტად).
8. გამანაწილებელი მოწყობილობების ორმხრივი გასასვლელების მქონე დერეფნების და გასასვლელი გვირაბების განათება უნდა ხორციელდებოდეს ორმხრივი მართვით.
9. განათების ქსელის ფარებზე და ამკრებებზე ყველა ამომრთველს (დენმკვეთს და ავტომატს) გაკეთებული უნდა ჰქონდეს მისი კუთვნილი მინაერთის წარწერა, ხოლო მცველს – დნობადი ჩანაყენის დენის სიდიდის მაჩვენებელი წარწერა.
10. მორიგე პერსონალს უნდა ჰქონდეს განათების ქსელის სქემები და განათების ქსელის ყველა ძაბვის დაკალიბრებული დნობადი ჩანაყენების და ნათურების მარაგი. მორიგე პერსონალი, ავარიული განათების არსებობის მიუხედავად, უნდა მომარაგდეს გადასატანი ელექტრული ფანრებით.
11. ელექტროსადგურებში სანათების გაწმენდა, ნათურების და დნობადი ჩანაყენების შეცვლა, რემონტი და განათების ქსელის დათვალიერება უნდა განახორციელოს ელექტრული საამქროს პერსონალმა. უსაფრთხოების წესების დაცვის შემთხვევაში იგივე პერსონალი დაიშვება ხიდური ამწეების მქონე შენობების სანათების მომსახურებისთვისაც.
12. განათების ქსელის დათვალიერება და შემოწმება უნდა მიმდინარეობდეს შემდეგ ვადებში:
ა) ავარიული განათების ავტომატიური მოქმედების – თვეში ერთხელ და დღის საათებში;
ბ) მუშა განათების გამორთვის შემთხვევაში ავარიული განათების გამართულობის შემოწმება – წელიწადში ორჯერ;
გ) სამუშაო ადგილების განათებულობის შემოწმება – ექსპლუატაციაში შეყვანის დროს და შემდეგ – აუცილებლობის მიხედვით;
დ) 12-42 ვ ძაბვის სტაციონალური ტრანსფორმატორების იზოლაციის შემოწმება – წელიწადში ერთხელ;
ე) 12-42 ვ ძაბვის გადასატანი ტრანსფორმატორების და სანათების იზოლაციის შემოწმება – წელიწადში 2-ჯერ;
შემოწმების და დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტები უნდა აღმოიფხვრან სასწრაფოდ.
13. სტაციონალური მოწყობილობების მდგომარეობის და ავარიული, საევაკუაციო და მუშა განათებების ელექტროსადენების შემოწმება, იზოლაციის წინაღობის გამოცდა და შემოწმება უნდა მოხდეს ექსპლუატაციაში შეყვანის დროს, შემდეგ კი – ენერგოობიექტის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით
ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 04.10.2010
მუხლი 42. განათება
თავი VI — ელექტროსადგურებისა და ქსელების ელექტრომოწყობილობა
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 5 %
- განაკვეთი 10 %
- განაკვეთი 7.5 %
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 36. კონდენსატორული დანადგარები
- მუხლი 37. საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები
- მუხლი 38. ძალოვანი საკაბელო ხაზები
- მუხლი 39. სარელეო დაცვა და ელექტროავტომატიკა
- მუხლი 40. დამამიწებელი მოწყობილობები
- მუხლი 41. გადამეტძაბვებისგან დაცვა
- მუხლი 43. ელექტროლიზური დანადგარები
- მუხლი 44. ენერგეტიკული ზეთები
- მუხლი 45. ამოცანები და მართვის ორგანიზაცია
- მუხლი 46. მუშაობის რეჟიმის დაგეგმვა
- მუხლი 47. მუშაობის რეჟიმების მართვა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 42, №52, 04.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 300350000.22.025.016001 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1036317/muxli-42/