1. ექსპლუატაციაში მიღებული ენერგოობიექტების ელექტრომოწყობილობა უნდა იმყოფებოდეს ოთხი ოპერატიული მდგომარეობიდან – მუშა, სარეზერვო, სარემონტო ან კონსერვაციის – ერთ-ერთში მაინც.
2. ელექტრომოწყობილობის, სარელეო დაცვისა და ავტომატიკის მოწყობილობების, აგრეთვე ოპერატიულ-საინფორმაციო კომპლექსისა და დისპეტჩერული და ტექნოლოგიური მართვის საშუალებების მუშაობიდან და რეზერვიდან გამოყვანა სარემონტოდ და გამოსაცდელად, თუნდაც დამტკიცებული გეგმის მიხედვით, უნდა გაფორმდეს ოპერატიული განაცხადით და წარდგენილ იქნეს ენერგოსისტემის ოპერატიულ-სადისპეტჩერო მართვის ორგანოში.
განაცხადის მიცემისა და მათზე თანხმობის შეტყობინების ვადები უნდა დადგინდეს შესაბამისი სადისპეტჩერო მართვის ორგანოს მიერ.
განაცხადი უნდა დამტკიცდეს ენერგოობიექტის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ.
3. გამოცდები, რომელთა შედეგად შეიძლება არსებითად შეიცვალოს ენერგოსისტემის მუშაობის რეჟიმი, უნდა ჩატარდეს სპეციალური სამუშაო პროგრამით, რომელიც დამტკიცებული უნდა იქნეს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის სადისპეტჩეროს მიერ.
ენერგოობიექტების მოწყობილობების სხვა გამოცდების სამუშაო პროგრამები უნდა დამტკიცდეს ამ ობიექტების ტექნიკურ ხელმძღვანელთა მიერ.
გამოცდების მუშა პროგრამები დასამტკიცებლად უნდა იყოს წარდგენილი სამუშაოს დაწყებამდე არა უგვიანეს 7 დღით ადრე.
4. განაცხადები იყოფიან გეგმურ, არაგეგმურ და ავარიულ განაცხადებად. გეგმური განაცხადი შეესაბამება რემონტებისა და გამორთვების დამტკიცებულ გეგმას; არაგეგმური – გადაუდებელი რემონტების ჩატარებას (ექსპლოატაციის დროს წარმოქმნილი უწესრიგობების აღმოსაფხვრელად). ავარიული – სასწრაფო გადაუდებელი ანუ უკვე მომხდარი დაზიანების აღმოფხვრას (არაგეგმური და გადაუდებელი რემონტების ჩატარებას). ავარიული განაცხადები ნებადართულია გადაეცეს დღე-ღამის ნებისმიერ დროს უშუალოდ დისპეტჩერს, რომლის მართვაში ან გამგებლობაშია აღნიშნული მოწყობილობა. დისპეტჩერს აქვს უფლება შეკეთების ნებართვა მისცეს მხოლოდ თავისი მორიგეობის ფარგლებში.
ნებართვა უფრო ხანგრძლივი დროით უნდა გაიცეს ენერგოობიექტის ტექნიკური ხელმძღვანელის, ოპერატიულ-დისპეტჩერული მართვის შესაბამისი ორგანოს მთავარი დისპეტჩერის მიერ.
5. დაუყოვნებლივი გამორთვის საჭიროებისას მოწყობილობა უნდა გამოირთოს იმ ენერგოობიექტის ოპერატიული პერსონალის მიერ, სადაც დაყენებულია გამოსართავი მოწყობილობა, საწარმოო ინსტრუქციების მოთხოვნების შესაბამისად, ზემდგომი ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონალის წინასწარი თუ ეს შესაძლებელია ან შემდგომი შეტყობინებით.
მოწყობილობის გაჩერების შემდეგ ფორმდება ავარიული განაცხადი რემონტის მიზეზებისა და საორიენტაციო ვადის მინიშნებით.
6. ენერგოსისტემის, ენერგოობიექტის მართვაში ან გამგებლობაში არსებული ელექტროსადგურებისა და ქსელების ძირითადი ელექტროდანადგარების კაპიტალურ, საშუალო და მიმდინარე რემონტში გაყვანის ან გადაყვანის ნებართვა უნდა იყოს გაცემული დადგენილი წესით ენერგოსისტემის, ენერგოობიექტის სადისპეტჩერო სამსახურის განაცხადის მიხედვით.
7. ოპერაციების დრო, რომლებიც დაკავშირებულია ელექტროგადამცემი ხაზების და დანადგარების რემონტიდან გამოყვანასა და მუშაობაში შეყვანასთან, აგრეთვე ქვაბის გახურებასა და ტურბინის გაშვებასთან, უნდა ჩაირთოს განაცხადით ნებადართულ რემონტის ვადაში.
თუ რაიმე მიზეზის გამო დანადგარი არ გამოირთო დანიშნულ დროს, უნდა შემცირდეს რემონტის ხანგრძლივობა, ხოლო ჩართვის ვადა უცვლელი დარჩეს. რემონტის ვადის გაგრძელება შეუძლია მხოლოდ ენერგოობიექტის სადისპეჩერო სამსახურს ან ენერგოსისტემის სადისპეტჩერო მართვის მთავარ ორგანოს.
8. განაცხადზე ნებართვის მიუხედავად მოწყობილობების მუშაობიდან და რეზერვიდან გამოყვანა ან გამოცდა შესაძლებელია შესრულდეს მხოლოდ ენერგოობიექტის ოპერატიულ-დისპეტჩერული მართვის ორგანოს დისპეტჩერის, ენერგოსისტემის მორიგე დისპეტჩერის ნებართვით, უშუალოდ დანადგარის მუშაობიდან და რეზერვიდან გამოყვანის ან გამოცდის ჩატარების წინ.
9. ენერგოობიექტის პერსონალს არა აქვს უფლება ელექტროსადგურის ცვლის უფროსის, ელექტროქსელების საწარმოს, ენერგოსისტემის მორიგე დისპეტჩერის ნებართვის გარეშე განახორციელოს გამორთვა, ჩართვა, გამოცდა და სასისტემო ავტომატიკის დანაყენის, აგრეთვე შესაბამისი დისპეტჩერის (ელექტროსადგურის ცვლის უფროსი) მართვაში ან გამგებლობაში მყოფი დისპეტჩერული და ტექნოლოგიური მართვის საშუალებების შეცვლა.
ორ და მეტ ობიექტზე განლაგებული რელეური დაცვისა და ავტომატიკის მოწყობილობების აპარატურის შემოწმება (გამოცდა) უნდა შესრულდეს ერთდროულად ყველა ობიექტზე.
10. ელექტროსადგურის ცვლის უფროსმა (მორიგე ინჟინერმა) ელექტროქსელების საწარმოს, ენერგოსისტემის დისპეტჩერული მართვის მთავარი ორგანოს დისპეტჩერმა ელექტრული შეერთების სქემების ცვლილებისას უნდა შეამოწმოს და ახალ მდგომარეობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს დაცვის, ავარიის საწინააღმდეგო და რეჟიმული ავტომატიკის სისტემა.
11. მოწყობილობა რემონტიდან მუშაობაში შეყვანილად ითვლება სარემონტო სამუშაოების დამთავრების შესახებ საექსპლუატაციო ორგანიზაციის შეტყობინების, მისი ქსელში ჩართვის და ოპერატიული განაცხადის დახურვის შემდეგ
ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 04.10.2010
მუხლი 48. დანადგარების მართვა
თავი VII — ოპერატიულ-დისპეტჩერული მართვა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 42. განათება
- მუხლი 43. ელექტროლიზური დანადგარები
- მუხლი 44. ენერგეტიკული ზეთები
- მუხლი 45. ამოცანები და მართვის ორგანიზაცია
- მუხლი 46. მუშაობის რეჟიმის დაგეგმვა
- მუხლი 47. მუშაობის რეჟიმების მართვა
- მუხლი 49. ავარიების თავიდან აცილება და ლიკვიდაცია
- მუხლი 50. მოთხოვნები ოპერატიული სქემების მიმართ
- მუხლი 51. ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონალი
- მუხლი 52. გადართვები ელექტრულ დანადგარებში
- მუხლი 53. გადართვები თბოენერგოდანადგარების სქემებში
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 48, №52, 04.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 300350000.22.025.016001 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1036317/muxli-48/