1. ქუროების გახსნის ან კაბელების გაჭრის წინ აუცილებელია დარწმუნება შესაკეთებელი კაბელის სწორად შერჩევაში, მის გამორთულობაში და დაშვებისათვის აუცილებელი ტექნიკური ღონისძიებების განხორციელებაში.
2. შესაკეთებელი კაბელი სამუშაო ადგილზე უნდა განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) კაბელების გავლისას გვირაბში, კოლექტორში, არხებში და სხვა საკაბელო ნაგებობებში ან შენობის კედლებზე დათვალიერებით (გაკვლევით), განლაგების ნახაზებთან და სქემებთან შედარებით, საჭდეების შემოწმებით;
ბ) მიწაში კაბელების გაყვანისას – განლაგების ნახაზებთან მათი შედარებით;
გ) ამ მიზნით წინასწარ უნდა გაითხაროს საკონტროლო ტრანშეა (შურფი) კაბელების კონის გარდიგარდმო, რაც იძლევა ყველა კაბელის დანახვის საშუალებას.
3. კაბელების ხილული დაზიანების არარსებობის შემთხვევებში აუცილებელია კაბელსაძებნი აპარატის გამოყენება.
4. კაბელების გაჭრის ან შემაერთებელი ქუროების გახსნამდე აუცილებელია ძაბვის არარსებობის შემოწმება სპეციალური სამარჯვის გამოყენებით, რომელიც შედგება იზოლირებული შტანგისა და ფოლადის ნემსის ან მჭრელი ბუნიკისაგან. გვირაბებში, კოლექტორებში, ჭებში, ტრანშეებში და სხვა საკაბელო ნაგებობებში, თუ ჩადებულია რამდენიმე კაბელი, გამოყენებულ უნდა იქნეს სამარჯვი დისტანციური მართვით. სამარჯვმა უნდა უზრუნველყოს ჯავშნის და გარსის გახვრეტა ან გაჭრა ძარღვებამდე, მათი ურთიერთშერთვა და დამიწება.
5. გამხვრეტი სამარჯვის დამიწებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს არა უმცირეს 0,5 მ-მდე მიწაში ჩაფლული დამამიწებელი ან კაბელის ჯავშანი. დამამიწებელი გამტარის ჯავშანთან შეერთება უნდა მოხდეს ცალუღის მეშვეობით. ჯავშანი ცალუღის შიგნით უნდა იყოს გასუფთავებული. თუ ჯავშანი კოროზირებულია, დასაშვებია დამამიწებელი სადენის მიერთება კაბელის ლითონის გარსაცმთან.
6. თუ კაბელის დაზიანების შედეგად ყველა დენგამტარი ძარღვი ღიაა, ძაბვის არარსებობა შეიძლება შემოწმდეს კაბელის გახვრეტის გარეშე უშუალოდ ძაბვის მაჩვენებლით.
7. ნემსით და საჭრელი ბუნიკით აღჭურვილი მაიზოლირებელი შტანგის ხმარებისას აუცილებელია გახვრეტის ადგილის დახურვა სპეციალური დამცავი ეკრანით. კაბელის გახვრეტის დროს აუცილებელია სპეცტანსაცმლის, დიელექტრიკული ხელთათმანების, სახის და თვალის დამცავი საშუალებების გამოყენება. ამასთან, მუშაობა აუცილებელია ტრანშეის ზემოთ განლაგებული, გასახვრეტი კაბელიდან მაქსიმალურად დაშორებული, იზოლირებული სადგამიდან. კაბელის გახვრეტა უნდა შეასრულოს ორმა პირმა: დამშვებმა და სამუშაოს მწარმოებელმა ან სამუშაოს მწარმოებელმა და სამუშაოს ხელმძღვანელმა. ერთ-ერთი მათგანი უშუალოდ ხვრეტს კაბელს, ხოლო მეორე თვალყურს ადევნებს მას.
8. ქვესადგურის შიგა საკაბელო ხაზებზე, სადაც კაბელების სიგრძე და ჩადების მეთოდი იძლევა იმის საშუალებას, რომ ნახაზების, ნაჭდევებისა და კაბელსაძებნი აპარატების გამოყენებით ზუსტად დადგინდეს შესაკეთებელი კაბელი, განწესის გამცემის შეხედულებით დასაშვებია კაბელი გაჭრის ან ქუროს გახსნის წინ არ გაიხვრიტოს.
9. იმ შემთხვევაში, როცა კაბელი წინასწარ არ იხვრიტება, შემაერთებელი ქუროს გახსნა და კაბელის გაჭრა უნდა მოხდეს დამამიწებელი ინსტრუმენტების, დიელექტრიკული ხელთათმანების, სახის და თვალების დამცავი საშუალებების გამოყენებით და იზოლირებულ სადგამზე დგომით. იგივე ოპერაციების კაბელის წინასწარი გახვრეტით ჩატარებისას დასაშვებია არ იქნეს გამოყენებული ზემოთ ჩამოთვლილი უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებები
ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 07.10.2010
მუხლი 46. კაბელების გაჭრა, ქუროების გახსნა
თავი IV — საკაბელო ხაზები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 40. ელექტროფილტრები
- მუხლი 41. დენის ტრანსფორმატორები
- მუხლი 42. სააკუმულატორო ბატარეები
- მუხლი 43. კონდენსატორული დანადგარები
- მუხლი 44. მიწის სამუშაოები
- მუხლი 45. კაბელების და ქუროების დაკიდება და დამაგრება
- მუხლი 47. საკაბელო მასის გაცხელება და ქუროების ამოვსება
- მუხლი 48. კაბელების გაყვანა და გადაწყობა, საკაბელო ქუროების გადატანა
- მუხლი 49. მუშაობა მიწისქვეშა ნაგებობებში განლაგებულ საკაბელო ხაზებზე
- მუხლი 50. მუშაობა ანძებზე
- მუხლი 51. მუშაობა ანძებზე მათზე რამდენიმე ხაზის ერთდროულად დაკიდების შემთხვევაში და სახლებში შემყვანებზე
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 46, №100, 18.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 300.280.020.22.025.012.407 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80518/muxli-46/