1. საყრდენიდან, ტელესკოპური კოშკურიდან, ჰიდროამწედან (იზოლირებული ელემენტის გარეშე) ან ადამიანების სხვა ასაწევი მექანიზმიდან მუშაობის დროს მანძილი მომუშავიდან და მათ მიერ გამოყენებული ინსტრუმენტებიდან, მოწყობილობებიდან, ბაგირებიდან, საჭიმარებიდან 1000 ვოლტამდე ძაბვის ქვეშ მყოფ სადენებამდე (ელექტროგადაცემის, რადიოტრანსლაციის, ტელემექანიკის) არ უნდა იყოს 0,6 მეტრზე ნაკლები.
2. თუ მუშაობისას გამორიცხული არ არის შიშველ სადენებთან (ელექტროგადაცემის, რადიოტრანსლაციის, ტელემექანიკის) 0,6 მეტრზე ნაკლებ მანძილზე მიახლოება, ეს სადენები უნდა გამოირთოს და დამიწდეს სამუშაო ადგილზე.
3. 1000 ვოლტზე მეტი ძაბვის ხაზების ანძებზე დაკიდულ 1000 ვოლტამდე ძაბვის საჰაერო და ქუჩის განათების ხაზებზე სადენების გადაჭიმვის და შეცვლის სამუშაოები უნდა შესრულდეს ყველა საჰაერო ხაზის (1000 ვოლტამდე და 1000 ვოლტზე მეტი ძაბვის) გამორთვით და სამუშაო უბნის ორივე მხარეს მათი დამიწებით. სამუშაოები უნდა შესრულდეს განწესით მინიმუმ ორკაციანი ბრიგადის მიერ; სამუშაოს მწარმოებელს უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების IV ჯგუფ