1. სადენების და გვარლების მონტაჟისა და შეცვლის დროს მათი გაშლა უნდა ხდებოდეს მდორედ, გაკვრის გარეშე, საწევი ბაგირები ისე უნდა იყოს მიმართული, რომ თავიდან იქნეს აცილებული მათი ასხლეტა და მიახლოება ძაბვის ქვეშ მყოფ სადენთან. საჭიმარისა და კონტრსაჭიმარისათვის გამოიყენება მცენარეული ან სინთეზური ბოჭკოსაგან დამზადებული ბაგირები, რომლებიც უნდა შეირჩეს მინიმალური სიგრძისა და დაიჭიმოს მოშვებულობის გარეშე. მუშაობისას გამოყენებული ფოლადის ბაგირები და ჯალამბრები უნდა დამიწდეს.
2. ყველა დოლის სადენი (გვარლი) გაშლის წინ უნდა დამიწდეს.
3. სამონტაჟო სამუშაოების (მიმიზნება, დაჭიმვა, გორგოლაჭებიდან მომჭერებში გადაწყობა) დაწყებამდე გაშლილი სადენი (გვარლი) უნდა დამიწდეს ორ ადგილზე: საწყისი ანკერული საყრდენის დამჭიმ მომჭერებთან ახლოს და ბოლო ანძაზე, რომლიდანაც ხდება დაჭიმვა. გარდა ამისა, დამიწება უნდა დაიდოს სადენზე (გვარლზე) და ყველა შუალედურ ანძაზე, სადაც მიმდინარეობს მუშაობა.
4. გასაშლელ გორგოლაჭებში ან მომჭერებში ჩაწყობილი სადენებისა და გვარლებისათვის საკმარისია ამ გორგოლაჭების (მომჭერების) გარსაკრავების დამიწება. თუ გორგოლაჭის (მომჭერის) მეტალურ გარსაკრავსა და მეტალის ან არმატურიანი რკინაბეტონის ანძებს შორის არსებობს ბუნებრივი მეტალური კონტაქტი, მაშინ საჭირო არ არის მეტალური გორგოლაჭის (მომჭერის) დამატებითი დამიწება.
5. სადენებზე ტელესკოპური კოშკურიდან (ამწედან) მუშაობისას კოშკურის სამუშაო ბაქანი სპეციალური შტანგის გამოყენებით შეერთებული უნდა იყოს ხაზის სადენთან არა უმცირეს 10 მმ2 კვეთის დრეკადი სპილენძის გამტარით, ხოლო კოშკურა – დამიწებული. სადენი ამ დროს უნდა დამიწდეს უახლოეს ანძაზე ან მალში.
6. ტელესკოპური კოშკურის სამუშაო ბაქნის სადენთან შეერთების შემდეგ დაუშვებელია კოშკურის კაბინაში შესვლა და იქიდან გამოსვლა, აგრეთვე მიწაზე დგომის დროს კოშკურის კორპუსთან შეხება. ლითონის გვარლის გამოყენება უსასრულო ბაგირად აკრძალულია.
7. მარყუჟი საანკერო ანძაზე უნდა შეერთდეს მხოლოდ ამ ანძის მოსაზღვრე ანკერულ მალებში სამონტაჟო სამუშაოების დამთავრების შემდეგ. 110 კვ და მეტი ძაბვის სეგხ-ის საანკერო ანძაზე მარყუჟი შეერთებამდე უნდა დამაგრდეს სადენზე ან მომჭიმავ მაიზოლირებელ საკიდარზე ტრავერსიდან ათვლილი მეოთხე იზოლატორის შემდეგ, ხოლო 35 კვ და ნაკლები ძაბვის სეგხ-ზე მხოლოდ სადენზე.
8. სადენებზე მუშაობისას ძაბვის ქვეშ მყოფი სხვა სეგხ-ით გადაკვეთილი სეგხ-ის მალში აუცილებელია დამიწების დაყენება იმ ანძაზე, სადაც მიმდინარეობს მუშაობა. თუ ამ მალში უნდა დაიკიდოს ან შეიცვალოს სადენი, მაშინ გადაკვეთის ადგილიდან ორივე მხარეს უნდა დამიწდეს როგორც დასაკიდებელი, ისე შესაცვლელი სადენი.
9. ძაბვის ქვეშ მყოფი სადენების ქვეშ განლაგებული სადენების (გვარლების) და მათთან დაკავშირებული იზოლატორების და არმატურის შეცვლისას შესაცვლელ სადენებზე (გვარლებზე) უნდა გადაიკიდოს მცენარეული ან სინთეტიკური ბოჭკოს ბაგირები, რათა აღკვეთილ იქნეს ზემოთ დაკიდულ სადენებთან შეხება. ბაგირები უნდა გადაიკიდოს ორ ადგილზე – გადაკვეთის ადგილიდან ორივე მხარეზე და მათი ბოლოები დამაგრდეს ღუზაზე ან კონსტრუქციაზე. სადენის (გვარლის) აწევა უნდა განხორციელდეს ნელა და მდორედ.
10. ძაბვის ქვეშ მყოფი სადენების ზევით განლაგებულ სადენებზე (გვარლებზე) და მათთან დაკავშირებულ იზოლატორებზე და არმატურაზე სამუშაოები აუცილებლად უნდა შესრულდეს ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მიერ დამტკიცებული სწპ-ებით. სწპ-ში გათვალისწინებული უნდა იყოს სადენების (გვარლების) დაწევის აღმკვეთი და ინდუცირებული ძაბვისაგან დამცავი ღონისძიებები. ამ სამუშაოების დროს სადენების (გვარლების) შეცვლა აუცილებელია განხორციელდეს გადამკვეთი სადენებიდან ძაბვის მოხსნი