1. სეგხ-ის მომსახურე პერსონალს უნდა ჰქონდეს იმ ხაზების ნუსხა, რომლებიც გამორთვის შემდეგ რჩება ინდუცირებული ძაბვის ქვეშ და უნდა იცოდეს ამ ძაბვის სიდიდე. ინდუცირებული ძაბვის არსებობის შესახებ ჩანაწერი უნდა გაკეთდეს განწესის სტრიქონში „ცალკეული მითითებები“.

2. გამორთულ სეგხ-ზე და სკხ-ზე ინდუცირებული ძაბვის არსებობის შემთხვევაში ელექტრულად დაკავშირებული უბნების (სადენები, გვარლები) შეერთების ან გაწყვეტის წინ აუცილებელია ამ უბნების პოტენციალების გათანაბრება. პოტენციელების გათანაბრება ხორციელდება ამ უბნების გამტარით შეერთებით ან გაწყვეტის (მოსალოდნელი გაწყვეტის) ორივე მხარეზე ერთ დამამიწებელთან (დამამიწებელ მოწყობილობასთან) მიერთებული დამიწებების დაყენებით (დანართი №7).

3. ინდუცირებული ძაბვის ქვეშ მყოფ სეგხ-ზე მიწიდან მუშაობა, რომელიც დაკავშირებულია ანძიდან ჩამოშვებულ და მიწაზე დადებულ გამტართან შეხებასთან, უნდა წარმოებდეს ელექტროდამცავი საშუალებების (დიელექტრიკული ხელთათმანების, შტანგების) გამოყენებით ან ლითონის ბაქნიდან, რომელიც პოტენციალების გათანაბრების მიზნით გამტარით უნდა მიუერთდეს ამ სადენს. მუშაობა მიწიდან ელექტროდამცავი საშუალებების და ლითონის ბაქანის გამოუყენებლად დასაშვებია იმ პირობით, თუ სადენი დამიწებულია შეხების ყველა ადგილის უშუალო სიახლოვეში.

4. ინდუცირებული ძაბვის ქვეშ მყოფი სეგხ-ის სადენების მონტაჟის დროს გამოყენებული ფოლადის საჭიმი ბაგირები თავიდან აუცილებლად უნდა დამაგრდეს გამწევ მექანიზმზე და პოტენციალების გათანაბრებისათვის დამიწდეს იმავე დამამიწებელზე, რომელზედაც დამიწებულია სადენი. მხოლოდ ამის შემდეგ არის დასაშვები სადენზე ბაგირის დამაგრება. სადენის და საჭიმი ბაგირის განცალკევება შეიძლება მხოლოდ მათი პოტენციალის გათანაბრების შემდეგ, ე.ი. თითოეული მათგანის საერთო დამამიწებელთან მიერთების შემდეგ.

5. ინდუცირებული ძაბვის ქვეშ მყოფ სეგხ-ზე სამონტაჟო სამუშაოების ჩატარებისას (აწევა, მიმიზნება, მოჭიმვა, სადენების გადაწყობა გასაშლელი გორგოლაჭებიდან მომჭერებში) გასაშლელი სადენი (გვარლი) დამიწებული უნდა იყოს საწყის ანკერულ ანძაზე (რომლიდანაც წარმოებს გაშლა), ბოლო ანკერულ საყრდენზე (რომლიდანაც წარმოებს დაჭიმვა) და ყოველ შუალედურ ანძაზე, რომლებზეც ხდება სადენის აწევა.

6. შუალედურ ანძაზე მუშაობის დამთავრების შემდეგ დამიწება სადენიდან ამ ანძაზე შეიძლება მოიხსნას. შუალედურ ანძაზე, სადენზე შეხებასთან დაკავშირებული სამუშაოების განახლების შემთხვევაში, სადენი ხელმეორედ უნდა დამიწდეს იმავე ანძაზე.

7. ინდუცირებული ძაბვის ქვეშ მყოფ სეგხ-ზე სადენების გადაწყობა გასაშლელი გორგოლაჭებიდან დამჭერ მომჭერებში უნდა ჩატარდეს გაშლის უკუმიმართულებით. გადაწყობის დაწყებამდე აუცილებელია იმ ანკერულ ანძაზე, რომლის მიმართულებითაც წარმოებს გადაწყობა, სადენები დარჩეს დამიწებული, ხოლო იმ ანკერული ანძაზე სადენებიდან, რომლიდანაც იწყება გადაწყობა მოიხსნას დამიწება.

8. ინდუცირებული ძაბვის ქვეშ მყოფი სეგხ-ის სადენებზე მათი მონტაჟისას დამიწება შეიძლება მოიხსნას მხოლოდ სადენების დამჭერ მომჭერებზე გადაწყობისა და მოცემულ ანძაზე მუშაობის დამთავრების შემდეგ.

9. მომჭერებში სადენების გადაწყობის დროს მომიჯნავე საანკერო მალი, რომელშიც გადაწყობა უკვე დამთავრებულია, უნდა მივიჩნიოთ ინდუცირებულ ძაბვის ქვეშ მყოფად. ამ მალზე სადენებზე შეხებასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარება, დასაშვებია მხოლოდ სამუშაო ადგილზე მათი დამიწების შემდეგ.

10. ინდუცირებული ძაბვის ქვეშ მყოფი სეგხ-ებიდან გაზომვებით უნდა განისაზღვრო
s ის ხაზები, რომელთა გამორთვისა და ბოლოების დამიწების შემდეგ (გმ-ში) დამიწებულ სადენებზე ნარჩენი ინდუცირებული ძაბვის პოტენციალი მოქმედი სეგხ-ის უდიდესი მუშა დენის დროს აღემატება 25 ვოლტს. ასეთ სეგხ-ებზე სადენის შეხებასთან დაკავშირებული ყველა სახის სამუშაოები, რომ
ლებიც სრულდება ძირითადი ელექტროდამცავი საშუალებების გამოუყენებლად, უნდა წარმოებდეს ტექნოლოგიური რუკებით ან სწპ-ით, რომლებშიც ნაჩვენები უნდა იყოს დამამიწებლების განლაგება იმ მოთხოვნებიდან გამომდინარე, რომ სამუშაო ადგილზე ინდუცირებული ძაბვის პოტენციალი არ აღემატებოდეს 25 ვ
-ს.

11. თუ ინდუცირებული ძაბვის ქვეშ მყოფ გამორთულ სეგხ-ზე (ჯაჭვზე) ვერ ხერხდება ამ ძაბვის 25 ვ-მდე შემცირება, მუშაობა აუცილებელია სადენების დამიწებით მხოლოდ ერთ ან ორ მომიჯნავე ანძაზე. ამასთან
, დაუშვებელია სეგხ-ის (ჯაჭვის) გმ-ში დამიწება. ბრიგადის მუშაობა დასაშვებია მხოლოდ იმ ანძებზე, რომლებზედაც დაყენებულია დამიწებები, ან სადენზე დამიწებულ ანძებს შორის მალში.

12. თუ მუშაობა აუცილებელია ორ და მეტ მალში (უბანში) ანკერული მარყუჟების გახსნის საშუალებით
, სეგხ-ი (ჯაჭვი) უნდა დაიყოს ელექტრულად დაუკავშირებელ უბნებად. თითოეულ ასეთ უბანზე დამიწების დაყენების ადგილას შეიძლება იმუშაოს მხოლოდ ერთმა ბრიგადამ.

13. მრავალჯაჭვიანი სეგხ-ის გამორთულ ჯაჭვზე მუშაობა ჯაჭვების ერთი მეორეზე განლაგებისას, შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს ჯაჭვი ჰკიდია ძაბვის ქვეშ მყოფი ჯაჭვების ქვემოთ. აკრძალულია გამორთული ჯაჭვის სადენის შეცვლა და რეგულირება.

14. მრავალჯაჭვიანი სეგხ-ის ერთ გამორთულ ჯაჭვზე მუშაობისას, ჯაჭვების ჰორიზონტალური განლაგებისას, ანძებზე ძაბვის ქვეშ დარჩენილი ჯაჭვების მხრიდან გამოკიდებული უნდა იქნეს წითელი ალმები. ალმები იკიდება მიწიდან 2-3 მეტრ სიმაღლეზე და ამის განხორციელების უფლება აქვს სამუშაოს მწარმოებელს უსაფრთხოების III ჯგუფის მქონე ბრიგადის წევრთან ერთად.

15. აკრძალულია ანძაზე ასვლა ძაბვის ქვეშ მყოფი ჯაჭვის მხრიდან და ამ ჯაჭვის დამჭერი ტრავერსის უბნებზე გადასვლა. ანძაზე გამოშვერილი ჭანჭიკების არსებობისას მათზე ასვლა დასაშვებია მიუხედავად იმისა, თუ რომელი ჯაჭვის ქვეშ არიან ისინი განლაგებულნი. იმ შემთხვევაში, როცა გამოშვერილი ჭანჭიკები განლაგებულია ძაბვის ქვეშ მყოფი ჯაჭვების მხარეს
, ანძაზე ასვლას უნდა მეთვალყურეობდეს მიწაზე მყოფი სამუშაოს მწარმოებელი ან III ჯგუფის მქონე ბრიგადის წევრი.

16. მრავალჯაჭვიანი სეგხ-ის გამორთული ჯაჭვის სადენებზე ანძაზე მუშაობის დროს, როცა დანარჩენი ჯაჭვები იმყოფება ძაბვის ქვეშ, დამიწების დაყენება აუცილებელია ყველა ანძაზე, რომელზედაც წარმოებს მუშაობ