1. სატრანსპორტო მაგისტრალთან (რკინიგზა, სანაოსნო მდინარეები წყალსაცავები და არხები) გადაკვეთის უბნებზე მუშაობის დროს, როდესაც საჭიროა ტრანსპორტის მოძრაობის დროებითი შეჩერება ან მათი მოძრაობის დროს სეგხ-ზე მუშაობის შეჩერება, განწესის გამცემმა პირმა სამუშაო ადგილზე უნდა გამოიძახოს სატრანსპორტო მაგისტრალზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი. ეს წარმომადგენელი ვალდებულია უზრუნველყოს ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერება საჭირო დროით ან გააფრთხილოს სახაზო ბრიგადა ტრანსპორტის მოახლოების შესახებ. ტრანსპორტის გასატარებლად მოძრაობის ხელის შემშლელი სადენები უნდა აიწიოს უსაფრთხო სიმაღლეზე.
2. გზატკეცილებთან და სასოფლო გზებთან გადაკვეთის ან მიახლოების უბნებზე სეგხ-ზე მუშაობის დროს ტრანსპორტის მძღოლთა გასაფრთხილებლად ან მოძრაობის შესაჩერებლად სამუშაოს მწარმოებელმა შესაბამის სამსახურთან შეთანხმებით გზატკეცილებზე ან გზებზე უნდა დააყენოს მესიგნალეები. აუცილებლობის შემთხვევაში გამოძახებულ უნდა იქნეს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი. მესიგნალეები უნდა იმყოფებოდნენ სეგხ-ის გზებთან გადაკვეთის ან მიახლოების ადგილიდან 100 მ მანძილზე ორივე მხარეს და ჰქონდეთ დღისით წითელი ალმები, ხოლო ღამით – წითელი ფარნებ