1. გამოცდის ჩატარებაზე დაიშვება პერსონალი, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური მომზადება და შემოწმება წინამდებარე თავის მოთხოვნების ცოდნაში. ცოდნის შემმოწმებელი კომისიის შემადგენლობაში ჩართული უნდა იყვნენ მოწყობილობების გამოცდის სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ 1000 ვოლტზე მეტი ძაბვის დანადგარებში V ჯგუფი, და 1000 ვ-მდე ძაბვის დანადგარებში IV ჯგუფი. გამოცდის ჩატარების უფლება უნდა ჩაიწეროს საკვალიფიკაციო წიგნაკის სტრიქონში „ცნობა სპეციალური სამუშაოების უფლების შესახებ“. სამუშაოს მწარმოებელმა, რომელიც დასაქმებულია ელექტრომოწყობილობების გამოცდებით, აგრეთვე მომუშავეებმა, რომლებიც გამოცდებს ატარებენ ერთპიროვნულად სტაციონა
რუ
ლი გამომცდელი დანადგარების გამოყენებით, უნდა გაიარონ ერთთვიანი სტაჟირება გამოცდილი მომუშავის ზედამხედველობით.

2. ელექტრომოწყობილობის გამოცდა, მათ შორის, გარეთ დადგმული ელექტროდანადგარების (უმოქმედო ელექტროდანადგარებში, საწყობებში, საწარმოს ტერიტორიაზე, მინდორში და ა.შ.), რომელიც ტარდება მოძრავი გამომცდელი დანადგარის (მოძრავი ლაბორატორია და სხვა) გამოყენებით, უნდა ტარდებოდეს განწესით. ელექტრომოწყობილობების გამოცდაზე დაშვებას მოქმედ ელექტროდანადგარებში ახორციელებს ოპერატიული პერსონალი წინამდებარე წესების შესაბამისად, ხოლო ელექტროდანადგარების გარეთ – სამუშაოს ხელმძღვანელი, ან, თუ ის არ არის დანიშნული, სამუშაოს მწარმოებელი. გამოცდის ჩატარება სამონტაჟო და სარემონტო სამუშაოების პროცესში აღინიშნება განწესის სტრიქონში „ევალება“.

3. ელექტროდანადგარების გამოცდებს ატარებს ბრიგადა, რომელშიც სამუშაოს მწარმოებელს უნდა ჰქონდეს IV ჯგუფი, ბრიგადის წევრებს III ჯგუფი, ხოლო დაცვისათვის გამოყოფილ პირებს – II ჯგუფი.

4. გამოცდის ჩამტარებელი ბრიგადის შემადგენლობაში მოსამზადებელი სამუშაოების შესასრულებლად და მოწყობილობებზე ზედამხედველობისათვის შეიძლება შეყვანილი იქნენ პირები სარემონტო პერსონალის შემადგენლობიდან, რომელთაც არა აქვთ გამოცდის სამუშაოებზე სპეციალური დაშვება. ელექტრომოწყობილობების მონტაჟისა და რემონტის შემსრულებელი ბრიგადის შემადგენლობაში გამოცდის ჩატარებისათვის შეიძლება შეყვანილ იქნეს გამმართველი ორგანიზაციის ან ელექტროლაბორატორიის პერსონალი. ამ შემთხვევაში გამოცდას ხელმძღვანელობს სამუშაოს მწარმობელი ან მისი მითითებით IV ჯგუფის მქონე პირი ლაბორატორიის ან გამმართავი ორგანიზაციის პერსონალიდან.

5. საიზოლაციო მასალებისა და ნაწარმის (დამცავი საშუალებები, სხვადასხვა საიზოლაციო დეტალები, ზეთი და ა.შ.) მასობრივი გამოცდა სტაციონარული გამოსაცდელი დანადგარების, რომელთა დენგამტარი ნაწილები მთლიანად შემოღობილია მასიური ან ბადურა შემოღობვებით, ხოლო კარები აღჭურვილია ბლოკირებებით, გამოყენებით შეიძლება შეასრულოს III ჯგუფის მქონე პირმა ერთპიროვნულად, გამოცდების ტიპური მეთოდიკების მიხედვით.

6. გამომცდელი დანადგარის ოპერატორის სამუშაო ადგილი გამოყოფილი უნდა იყოს დანადგარის 1000 ვოლტზე მეტი ძაბვის მქონე ნაწილისგან. დანადგარის 1000 ვ-ზე მეტი ძაბვის ნაწილში შესასვლელი კარები აღჭურვილი უნდა იყოს ბლოკირებით, რომელიც უზრუნველყოფს კარების გაღების შემთხვევაში გამოცდის სქემიდან ძაბვის მოხსნას, ხოლო ღია კარის შემთხვევაში შეუძლებელს გახდის მასზე ძაბვის მიწოდებას. ოპერატორის სამუშაო ადგილზე მოწყობილი უნდა იყოს მაშუქი და ხმოვანი სიგნალიზაციები. მაშუქი სიგნალიზაცია უნდა იძლეოდეს ცალ
-ცალკე ინფორმაციას 1000 ვოლტამდე და 1000 ვოლტზე მეტი ძაბვის ჩართვის, ხოლო ხმოვანი სიგნალიზაცია გამოსაცდელი ძაბვის მიწოდების შესახებ. ოპერატორი უნდა იდგეს მაიზოლირებელ ხალიჩაზე. გადასატანი გამომცდელი დანადგარი აღჭურვილი უნდა იყოს გარე მაშუქითა და ხმოვანი სიგნალიზაციით, რომელიც ავტომატურად ჩაირთვება გამომცდელი დანადგარის გამომყვანზე ძაბვის არსებობისას.

7. გამოცდისა და მისი მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად გაცემული განწესით დაშვება უნდა მოხდეს გამოსაცდელ მოწყობილობაზე მომუშავე სხვა ბრიგადების სამუშაო ადგილიდან გაყვანისა და მათ მიერ დამშვებისათვის განწესის ჩაბარების შემდეგ. ელექტროდანადგარებში ადგილობრივი მორიგე პერსონალის გარეშე სამუშაოს მწარმოებელს უფლება აქვს ბრიგადის გასვლის შემდეგ განწესი დაიტოვოს თავისთან და გააფორმოს შესვენება.

8. გამოსაცდელი მოწყობილობა, გამომცდელი დანადგარი და მათი შემაერთებელი სადენები უნდა შემოიღობოს ფარებით, ბაგირებით და ა.შ. და მათზე უნდა გამოიკიდოს გარეთ მიმართული პლაკატები: „გამოცდაა, საშიშია სიცოცხლისათვის“. შემოღობვას აყენებს გამოცდის ჩამტარებელი პერსონალი.

9. გამოსაცდელ მოწყობილობასთან, შემაერთებელ სადენებთან და გამომცდელ დანადგართან გარეშე პირების მიახლოების აღკვეთის მიზნით, აუცილებლობის შემთხვევაში, ბრიგადის II ჯგუფის მქონე წევრებისაგან უნდა გამოიყოს დაცვა.

დაცვაში მდგარი ბრიგადის წევრები უნდა იმყოფებოდნენ შემოღობვის გარეთ, ხოლო გამოსაცდელ მოწყობილობას მიიჩნევდნენ ძაბვის ქვეშ მყოფად. ამ პირებს ვახტის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ სამუშაოს მწარმოებლის ნებართვით.

10. საკაბელო ხაზის გამოცდის დროს, თუ მისი მეორე ბოლო ჩაკეტილ კამერაშია, კგმ-ის ნაკვეთურში ან სათავსში, კარებზე ან შემოღობვებზე უნდა დაიკიდოს პლაკატი „გამოცდაა, საშიშია სიცოცხლისათვის“. თუ კარები და შემოღობვები არ არის ჩაკეტილი ან გამოცდა უტარდება შესაკეთებელ ხაზს, რომლის ტრასაზე კაბელის ძარღვები განცალკევებულია, მაშინ პლაკატების დაკიდების გარდა
, კარებთან, შემოღობვებთან და კაბელის დაცალკევებულ ბოლოებთან დაყენებული უნდა იქნეს ბრიგადის II ჯგუფის მქონე წევრებისაგან ან მორიგე პერსონალის შემადგენლობიდან დაკომპლექტებული დაცვა.

11. თუ გამომცდელი დანადგარი და გამოსაცდელი მოწყობილობა განლაგებულია სხვადასხვა სათავსში ან გმ-ის სხვადასხვა უბანზე, დასაშვებია სამუშაოს მწარმოებლისაგან განცალკევებით ბრიგადის III ჯგუფის მქონე იმ წევრების ყოფნა, რომლებიც მეთვალყურეობენ იზოლაციის მდგომარეობას. ბრიგადის ეს წევრები უნდა იმყოფებოდნენ შემოღობვის გარეთ და გამოცდის დაწყების წინ სამუშაოს მწარმოებლისაგან უნდა ჩაუტარდეთ აუცილებელი ინსტრუქტაჟი.

12. დამიწების, რომელიც დაყენებულია სამუშაო ადგილის მომზადებისას და რომელიც ხელს უშლის გამოცდის ჩატარებას, მოხსნა და მისი ხელახლა დაყენება შეიძლება მხოლოდ გამოცდის ხელმძღვანელი სამუშაოს მწარმოებლის მითითებით, გამომცდელი დანადგარიდან მაღალი ძაბვის გამომყვანის დამიწების შემდეგ. დამიწების დროებით მოხსნაზე ნებართვა მითითებული უნდა იყოს განწესის სტრიქონში „ცალკეული მითითებები“.

13. გამოსაცდელი სქემის აკრეფისას პირველ რიგში უნდა განხორციელდეს გამომცდელი დანადგარის დამცავი და მუშა დამიწება, და თუ საჭიროა, გამოსაცდელი მოწყობილობების კორპუსების დამცავი დამიწება. გადასატანი გამომცდელი დანადგარის კორპუსი უნდა დამიწდეს ცალკე დამამიწებელი სადენით (არაუმცირეს 10 მმ2 კვეთის სპილენძის დრეკადი გამტარით). გამოცდის წინ უნდა შემოწმდეს კორპუსის დამიწების საიმედობა. 380/220 ვ ძაბვის ქსელთან მიერთების წინ გამომცდელი დანადგარის მაღალი ძაბვის გამომყვანი უნდა დამიწდეს. გამომცდელ სქემებში დამიწებისათვის გამოყენებული სპილენძის გამტარის კვეთი არ უნდა იყოს 4 მმ2-ზე ნაკლები.

14. გამომცდელი დანადგარი 380/220 ვ ძაბვის ქსელს უნდა მიუერთდეს წრედის ხილული წყვეტის მქონე საკომუტაციო აპარატის ან დანადგარის მართვის ადგილზე დაყენებული როზეტის ჩანგლის მეშვეობით. საკომუტაციო აპარატი აღჭურვილი უნდა იყოს თვითნებური ჩართვის აღმკვეთი მოწყობილობით, ან აპარატის მოძრავ და უძრავ კონტაქტებს შორის უნდა ჩაიდოს მაიზოლირებელი შუასადები. სადენი ან კაბელი, რომელიც გამოიყენება გამოსაცდელი ელექტროდანადგარის 380/220 ვ ძაბვის ქსელიდან კვებისათვის, დაცული უნდა იყოს ამ ქსელში დაყენებული მცველებით ან ავტომატური ამომრთველებით. გადასატანი გამომცდელი დანადგარი ქსელში უნდა ჩართოს ამ ქსელის საექსპლუატაციო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

15. ამაღლებული ძაბვის გამართული დენის მისაღებად, როგორც წესი, გამოიყენება მყარი ნახევარგამტარებიანი სქემა. კენოტრონული გამომცდელი დანადგარების ექსპლუატაცია უნდა წარმოებდეს ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციების და მოთხოვნების შესაბამისად.

16. გამოსაცდელი მოწყობილობის და გამომცდელი დანადგარის შემაერთებელი სადენი თავდაპირველად უნდა მიუერთდეს გამომცდელი დანადგარის მაღალი ძაბვის დამიწებულ გამომყვანს. სადენი უნდა დამაგრდეს ისე, რომ შეუძლებელი იყოს ძაბვის ქვეშ მყოფ დენგამტარ ნაწილებთან მისი მიახლოება (გადახლართვა) 1-ლ ცხრილში მითითებულ მანძილზე ახლოს. შემაერთებელი სადენის მიერთება გამოსაცდელი მოწყობილობის ფაზაზე, პოლუსზე ან კაბელის ძარღვზე და მისი მოხსნა ნებადართულია მხოლოდ გამოცდის ხელმძღვანელი პირის მითითებით და მხოლოდ მათი დამიწების (დამიწების დანების ჩართვით ან გადასატანი დამიწების დადებით) შემდეგ.

17. გამოსაცდელი ძაბვის ყოველი მიწოდების წინ სამუშაოს მწარმოებელი ვალდებულია:

ა) შეამოწმოს სქემის აწყობის სისწორე, მუშა და დამცავი დამიწების საიმედობა;

ბ) შეამოწმოს, იმყოფება თუ არა დაცვა მისთვის გამოყოფილ ადგილებზე, გაყვანილნი არიან თუ არა გარეშე პირები და შეიძლება თუ არა მოწყობილობაზე გამოსაცდელი ძაბვის მიწოდება;

გ) გააფრთხილოს ბრიგადა ძაბვის მიწოდების შესახებ სიტყვებით „ვაწოდებ ძაბვას“ და, როცა დარწმუნდება, რომ მისი გაფრთხილება გაიგონა ბრიგადის ყველა წევრმა, მოხსნას დამიწება გამომცდელი დანადგარის გამომყვანზე და მიაწოდის 380/220 ვ ძაბვა.

18. დანადგარის გამომყვანიდან დამიწების მოხსნის მომენტიდან გამომცდელი დანადგარი, გამოსაცდელი მოწყობილობა და მათი შემაერთებელი სადენები ითვლება ძაბვის ქვეშ მყოფად და იკრძალება გამოცდის სქემაში და გამოსაცდელ მოწყობილობაზე ყოველგვარი გადართვები.

19. გამომცდელი დანადგარის გამომყვანზე ძაბვის მიწოდების მომენტიდან აკრძალულია გამოსაცდელ მოწყობილობაზე ყოფნა, აგრეთვე მიწაზე დგომისას გამომცდელი დანადგარის კორპუსზე შეხება, მოძრავ ლაბორატორიაში შესვლა, გამოსვლა და მის ძარასთან შეხება.

20. კაბელის გაწვა და გამოცდა უნდა მოხდეს დამამიწებელი მოწყობილობების მქონე პუნქტების მხრიდან.

21. გამოცდის დამთავრების შემდეგ სამუშაოს მწარმოებელმა გამომცდელი დანადგარის ძაბვა უნდა დასწიოს ნულამდე, გამორთოს იგი 380/220 ვ ძაბვის ქსელიდან, დაამიწოს დანადგრის გამომყვანი და აცნობოს ამის შესახებ ბრიგადას სიტყვებით „ძაბვა მოხსნილია“. მხოლოდ ამის შემდეგ არის დასაშვები სადენების გადართვა ან გამოცდის სრულად დამთავრების შემთხვევაში მათი გამორთვა გამომცდელი დანადგარიდან და შემოღობვების მოხსნა.

22. მნიშვნელოვანი ტევადობის მქონე მოწყობილობის გამოცდის შემდეგ (კაბელები, გენერატორები) მისგან უნდა მოიხსნას ნარჩენი მუხტი სპეციალური განმმუხტველი შტანგი