1. მოცემული მოთხოვნები დაცული უნდა იქნეს საჰაერო და საკაბელო კავშირგაბმულობის ხაზებზე, სააპარატო დარბაზებში, კროსებში, კავშირგაბმულობის რადიოკვანძებში და ენერგეტიკული საწარმოების სათავსებში განლაგებული დტმს-ის მოწყობილობებზე, საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების მაღალსიხშირული კავშირის, რელეური დაცვისა და ტელე-მექანიკის დანადგარებში, კავშირგაბმულობის მოწყობილობებში, სამრეწველო ტელეხედვის დანადგარებში და გამომთვლელ მოწყობილობებში (შემდგომში – დტმს-ის მოწყობილობები) მუშაობისას.
2. სამუშაოს ხელმძღვანელი ინიშნება იმ სამუშაოებზე, რომლებზეც ვრცელდება წინამდებარე წესების მე-7 მუხლის მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების მოთხოვნები და აგრეთვე შემდეგ სამუშაოებზე:
ა) ანძური გადასასვლელების მოწყობა, კუთხური ანძების შეცვლა;
ბ) კავშირგაბმულობის საკაბელო ხაზების გამოცდა;
გ) გპმგ (რპმგ) აპარატურა მუშაობა;
დ) მუშაობა მიერთებების ფილტრებზე დამამიწებელი დანის ჩაურთველად, ფილტრების გაუხსნელად დათვალიერების გარდა.
განწესის გამცემს შეუძლია სამუშაოს ხელმძღვანელის დანიშვნა სხვა სამუშაოებზეც.
3. დტმს-ის მოწყობილობებში დასაშვებია სამუშაოს ხელმძღვანელმა ან სამუშაოს მწარმოებელმა შეითავსოს დამშვების მოვალეობა, თუ სამუშაო ადგილის მომზადებისათვის საჭირო არ არის ოპერაციების ჩატარება საკომუტაციო აპარატებით. ამასთან, დამშვებს შეუძლია მოხსნას მცველები და ბრიგადის წევრთან ერთად დააყენოს გადასატანი დამიწება.
4. დტმს-ის მოწყობილობაში განკარგულებით შეიძლება შესრულდეს წინამდებარე წესების მე-11 მუხლში მითითებული და შემდეგი სხვა სამუშაოები:
ა) საჰაერო და საკაბელო კავშირგაბმულობის გამორთულ ხაზებზე, რომლებიც არ განიცდიან ელექტროგადამცემი ხაზების და I კლასის საფიდერო რადიოსატრანსლიაციო ხაზების გავლენას;
ბ) დტმს-ის მოწყობილობის შეკეთება, მონტაჟი და გამართვა, გარდა გმ-ში განლაგებული მაღალსიხშირული კავშირის აპარატურისა, მაღალსიხშირული კავშირის არხების დამუშავებისა და მიერთების ელემენტების ჩათვლით.
5. მაღალი ძაბვის გმ-ის ტერიტორიაზე განლაგებულ კავშირგაბმულობის მოწყობილობებზე მუშაობა ორგანიზებული უნდა იყოს წესების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. გმ-ის ტერიტორიის გარეთ საჰაერო ხაზზე დაყენებულ მაღალსიხშირულ გადამღობზე მუშაობა უნდა წარმოებდეს საჰაერო ხაზის მომსახურე პერსონალის მიერ გაცემული განწესით
ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 07.10.2010
მუხლი 66. საერთო მოთხოვნები
თავი VII — კავშირგაბმულობის, დისპეტჩერული და ტექნოლოგიური მართვის საშუალებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 60. სამუშაოები 0,38 კვ ძაბვის სეგხ-ის სადენებზე, რომელთაც გააჩნიათ იზოლირებული საფარი
- მუხლი 61. გამოცდა გარეშე დენის წყაროდან ამაღლებული ძაბვის მიწოდებით
- მუხლი 62. მუშაობა ელექტრომზომი მარწუხებითა და მზომი შტანგებით
- მუხლი 63. სამუშაოები ხაზის იმპულსური მზომით
- მუხლი 64. სამუშაოები მეგაომმეტრით
- მუხლი 65. იზოლატორების რეცხვა და წმენდა ძაბვის ქვეშ
- მუხლი 67. კავშირგაბმულობის საკაბელო ხაზები
- მუხლი 68. მომსახურების გარეშე გამაძლიერებელი პუნქტების აპარატურა
- მუხლი 69. კავშირგაბმულობის საჰაერო ხაზები
- მუხლი 70. რადიო და რადიოსარელეო ხაზები
- მუხლი 71. მაღალსიხშირული კავშირები საჰაერო ხაზებით და მეხამრიდი გვარლებით
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 66, №100, 18.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 300.280.020.22.025.012.407 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80518/muxli-66/