1. 1000 ვოლტზე მეტი ძაბვის გმ-ში ან სეგხ-ზე განლაგებული მაღალსიხშირული მოწყობილობების მომსახურებას, გამართვისა და სარემონტო სამუშაოებს უნდა ახორციელებდეს მინიმუმ ორი მომუშავე, რომელთაგან ერთს უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების IV ჯგუფი.
საჭიროა გვახსოვდეს, რომ მაღალსიხშირული გადამღობების გაუდენურებული შლეიფები შეიძლება იყოს ინდუცირებული ძაბვის ქვეშ.
2. მოქმედ აპარატურაზე მუშაობა პანელების (ბლოკების) გახსნით შეუძლია III ჯგუფის მქონე ერთ პირს დამცავი საშუალებების გამოყენებით. მუშაობის დაწყებამდე შემაერთებელ მაღალსიხშირულ ხაზზე უნდა შემოწმდეს ძაბვის არარსებობა. აკრძალულია მუშაობა 25 ვოლტზე მეტი ძაბვის დროს.
3. სქემებში ცვლილებების შეტანა, მაღალსიხშირული ტრაქტის დაშლა - აწყობა და მათში უწესივრობების აღმოფხვრა დასაშვებია მხოლოდ სეგხ-ის დამუშავებისა და მიერთების ელეემენტებიდან ძაბვის მოხსნის შემდეგ. კაბელებზე და მიერთების ფილტრზე მუშაობის დროს საკმარისია კავშირის კონდენსატორის ქვედა შემონაფენებზე დამამიწებული დანის ჩართვა.
4. აკრძალულია დამამიწებელი გამტარის გამორთვა დამცავი მოწყობილობებიდან, აპარატურიდან და მაღალსიხშირული დანადგარის მოწყობილობების სხვა ელემენტებიდან, რომლებიც მიერთებული არის საჰაერო ხაზზე, კავშირის კონდენსატორის ქვედა შემონაფენის დამიწების გარეშე.
5. კავშირის კონდენსატორსა და მიერთების ფილტრს შორის წრედებში ხელსაწყოების ჩართვა და გამორთვა ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა კავშირის კონდენსატორის ქვედა შემონაფენი დამიწებულია დამამიწებელი დანით. გაზომვების პროცესში ხელსაწყოების მრავალჯერადი მიერთებისას კავშირის კონდენსატორის ქვედა შემონაფენი ყოველთვის უნდა დამიწდეს. 1 სთ-მდე ხანგრძლივობის გაზომვები შეიძლება ჩაატაროს IV ჯგუფის მქონე ერთმა პირმა განკარგულებით, IV ჯგუფის მქონე ოპერატიული პერსონალის მეთვალყურეობით. ეს გაზომვები უნდა ჩატარდეს მხოლოდ მიერთების ფილტრის შიგნით განმმუხტველის გამორთვის გარეშე და კავშირის კონდენსატორის ქვედა შემონაფენის დამამიწებელი დანის გამორთვით. ამასთან, ხელსაწყოები უნდა იყოს დამიწებული; გაზომვები აუცილებელია ჩატარდეს ელექტროდამცავი საშუალებების გამოყენებით (დიელექტრიკული ბოტები და ხელთათმანები, ინსტრუმენტი იზოლირებული სახელურით). 1 სთ-ზე მეტი ხანგრძლივობის გაზომვები უნდა ჩატარდეს განწესით
ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 07.10.2010
მუხლი 71. მაღალსიხშირული კავშირები საჰაერო ხაზებით და მეხამრიდი გვარლებით
თავი VII — კავშირგაბმულობის, დისპეტჩერული და ტექნოლოგიური მართვის საშუალებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 65. იზოლატორების რეცხვა და წმენდა ძაბვის ქვეშ
- მუხლი 66. საერთო მოთხოვნები
- მუხლი 67. კავშირგაბმულობის საკაბელო ხაზები
- მუხლი 68. მომსახურების გარეშე გამაძლიერებელი პუნქტების აპარატურა
- მუხლი 69. კავშირგაბმულობის საჰაერო ხაზები
- მუხლი 70. რადიო და რადიოსარელეო ხაზები
- მუხლი 72. დროებითი მაღალსიხშირული კავშირი
- მუხლი 73. დისპეტჩერული და ტექნოლოგიური მართვის სააპარატო
- მუხლი 74. რელეური დაცვის და ელექტროავტომატიკის მოწყობილობა, მზომი საშუალებები და ელექტროენერგიის აღრიცხვის ხელსაწყოები, მეორადი წრედები
- მუხლი 75. თბოავტომატიკის, თბოტექნიკური გაზომვებისა და დაცვების მოწყობილობების ელექტრული ნაწილი
- მუხლი 76. გადასატანი ელექტროინსტრუმენტები და სანათები, ხელის ელექტრული მანქანები, გამყოფი ტრანსფორმატორები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 71, №100, 18.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 300.280.020.22.025.012.407 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80518/muxli-71/