1. ელექტროდანადგარებში იზოლატორების გირლანდების, საყრდენი იზოლატორების და მოწყობილობების ფაიფურის იზოლაციის რეცხვა დენგამტარი ნაწილებიდან ძაბვის მოუხსნელად დასაშვებია სამუშაოს წარმოების პროექტის (სწპ) ან შესაბამისი ორგანიზაციის შრომის დაცვის ინსტრუქციის მიხედვით, წყლის ჭავლის სიგრძე არ უნდა იყოს ცხრილ 5-ში მითითებულზე ნაკლები.
ცხრილი 5
მინიმალური დასაშვები მანძილი წყლის ჭავლის გასწვრვ საცმსა და გასარეცხ იზოლატორს შორის
საცმის გამომავალი მილის ჭრილის დიამეტრი, მმ
მინიმალური დასაშვები მანძილი ჭავლის გასწვრივ, მ, ელექტროდანადგარის ძაბვის მიხედვით, კვ.
შენიშვნა
10
35
110-150
220
330
400-500
10
12
14
16
3,0
3,5
4,0
4,0
4,0
4,5
5,0
6,0
5,0
6,0
6,5
7,5
6,0
8,0
8,5
9,0
7,0
9,0
9,5
10,0
8,0
10,0
11,0
12,0
2. რეცხვის დროს ლულა, ტელესკოპური კოშკურა და წყლიანი ცისტერნა უნდა იყოს დამიწებული. ტელესკოპური კოშკურიდან რეცხვისას ლულა საცმით შეერთებული უნდა იყოს ავტოცისტერნის კალათთან და ჩარჩოსთან არანაკლებ 25 მმ2
კვეთის სპილენძის შიშველი დრეკადი გამტარით. მიწიდან, ტელესკოპური კოშკურიდან ან ლითონის სპეციალური ბაქნიდან რეცხვის დროს საჭიროა დიელექტრიკული ხელთათმანების გამოყენება.
3. რეცხვის პროცესში მიწაზე დგომისას აკრძალულია რეცხვის დროს გამოყენებულ მანქანასთან ან მექანიზმთან შეხება, კაბინიდან ან ძარიდან გადმოსვლა და მათში შესვლა. დაუშვებელია რეცხვის დროს გამოყენებულ მანქანებთან ან მექანიზმებთან გარეშე პირების მიახლოება. წყლიანი სახელოების გადატანა დასაშვებია მხოლოდ რეცხვის შეწყვეტის შემდეგ.
4. დგმ-ში დენგამტარი ნაწილებიდან ძაბვის მოუხსნელად იზოლატორების წმენდისას გამოიყენება სპეციალური ჯაგრისი მაიზოლირებელი შტანგით ან ღრუ მაიზოლირებელსაცმიანი შტანგით დაკომპლექტებული მტვერსასრუტი. წმენდა უნდა ხორციელდებოდეს იატაკიდან ან მყარი ხარაჩოებიდან. ამ დროს აუცილებელია დიელექტრიკული ხელთათმანების გამოყენება.
5. მუშაობის დაწყების წინ მტვრისაგან უნდა გაიწმინდოს შტანგის საიზოლაციო ზედაპირი. წმენდის პროცესში შტანგის ღრუ სისტემატურად უნდა იწმინდებოდეს.
6. მტვერსასრუტის ღრუ და მაიზოლირებელ შტანგაზე ჩამოცმული საცმები დამზადებული უნდა იყოს საიზოლაციო მასალისაგან, რათა იზოლაციის წმენდის დროს თავიდან იქნეს აცილებული ელექტროდანადგარის მეზობელ ფაზებთან გადაფარვა.
7. ძაბვის მოუხსნელად იზოლაციის ნებისმიერი მეთოდით წმენდა უნდა განახორციელოს ორმა პირმა განწესით. სამუშაო უნდა შეასრულოს III ჯგუფის მქონე პირმა უსაფრთხოების IV ჯგუფის მქონე სამუშაოს მწარმოებლის მეთვალყურეობით. პირებს გავლილი უნდა ჰქონდეთ სპეციალური სწავლება და საკვალიფიკაციო მოწმობაში ჩანაწერი სპეციალური სამუშაოს ჩატარების უფლების შესახებ.
8. დგმ-ში იზოლატორების წმენდა ძაბვის მოუხსნელად დასაშვებია, თუ არსებობს საკმარისი სიგანის გასასვლელები, რომლებშიც შესაძლებელია მტვერშემწოვი საშუალებებით თავისუფალი ოპერირება და სამუშაო ხორციელდება იატაკიდან ან მყარი ხარაჩოდან.
თავი VII
კავშირგაბმულობის, დისპეტჩერული და ტექნოლოგიური მართვის საშუალებებ