1. ექსპლუატაციის პროცესში მეგაომმეტრით გაზომვის უფლება აქვთ სპეციალურ სწავლებაგავლილ მომუშავეებს ელექტროტექნიკური პერსონალიდან. 1000 ვოლტზე მეტი ძაბვის ელექტროდანადგარებში გაზომვები ტარდება განწესით, ხოლო 1000 ვოლტამდე ძაბვის დანადგარებში – განკარგულებით.
2. იზოლაციის წინაღობის გაზომვა მეგაომმეტრით უნდა განხორციელდეს გამორთულ დენგამტარ ნაწილებზე, რომლებიდანაც მოხსნილია მუხტი მათი წინასწარი დამიწებით. დამიწება დენგამტარი ნაწილებიდან უნდა მოიხსნას მხოლოდ მეგაომმეტრის მიერთების შემდეგ.
3. მეგაომმეტრით დენგამტარი ნაწილების იზოლაციის წინაღობის გაზომვის დროს შემაერთებელი სადენები დენგამტარ ნაწილებთან უნდა მიერთდეს მაიზოლირებელი დამჭერის (შტანგის) მეშვეობით. 1000 ვოლტზე მეტი ძაბვის ელექტროდანადგარებში აუცილებელია დიელექტრიკული ხელთათმანების გამოყენება.
4. აკრძალულია მეგაომმეტრით მუშაობის დროს იმ დენგამტარ ნაწილებთან შეხება, რომლებზედაც ის არის მიერთებული. მუშაობის დამთავრების შემდეგ აუცილებელია დენგამტარი ნაწილებიდან მოიხსნას ნარჩენი მუხტი მისი ხანმოკლე დამიწების გზით. თუ მეგაომმეტრით გაზომვები შედის სამუშაოს მოცულობაში, მისი განწესში ან განკარგულებაში ჩაწერა საჭირო არ არის. მეგაომმეტრით იზოლაციის წინააღმდეგობის გაზომვა შეუძლია III ჯგუფის მქონე ერთ პირს
ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 07.10.2010
მუხლი 64. სამუშაოები მეგაომმეტრით
თავი VI — გამოცდები და გაზომვები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 58. მუშაობა სეგხ-ის გზებთან გადაკვეთისა და მიახლოების ადგილებში
- მუხლი 59. ქუჩის განათების ქსელის მომსახურება
- მუხლი 60. სამუშაოები 0,38 კვ ძაბვის სეგხ-ის სადენებზე, რომელთაც გააჩნიათ იზოლირებული საფარი
- მუხლი 61. გამოცდა გარეშე დენის წყაროდან ამაღლებული ძაბვის მიწოდებით
- მუხლი 62. მუშაობა ელექტრომზომი მარწუხებითა და მზომი შტანგებით
- მუხლი 63. სამუშაოები ხაზის იმპულსური მზომით
- მუხლი 65. იზოლატორების რეცხვა და წმენდა ძაბვის ქვეშ
- მუხლი 66. საერთო მოთხოვნები
- მუხლი 67. კავშირგაბმულობის საკაბელო ხაზები
- მუხლი 68. მომსახურების გარეშე გამაძლიერებელი პუნქტების აპარატურა
- მუხლი 69. კავშირგაბმულობის საჰაერო ხაზები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 64, №100, 18.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 300.280.020.22.025.012.407 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80518/muxli-64/