1. ხაზის იმპულსური მზომის მიერთება დასაშვებია მხოლოდ გამორთულ და დამიწებულ სეგხ-თან. მიერთება აუცილებელია შესრულდეს შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) შემაერთებელი სადენი თავდაპირველად უნდა მიუერთდეს იმპულსური მზომის დამიწებულ გაყვანილობას (რომელიც მოდის დამცავი მოწყობილობიდან), ხოლო შემდეგ მაიზოლირებელი შტანგის მეშვეობით – სეგხ-ის სადენს. შტანგა, რომლითაც ხდება შემაერთებელი სადენის სეგხ-თან მიერთება, გაზომვის პერიოდში უნდა დარჩეს ხაზის სადენზე. შტანგებით მუშაობისას აუცილებელია დიელექტრიკული ხელთათმანების გამოყენება;
ბ) სეგხ-ის იმ ბოლოზე, სადაც მიერთებულია იმპულსური მზომი, უნდა მოიხსნას დამიწება. აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებია დამიწების მოხსნა შესამოწმებელი საჰაერო ხაზის სხვა ბოლოებშიც. სეგხ-დან დამიწების მოხსნის შემდეგ შემაერთებელი სადენი, დამცავი მოწყობილობა და მისკენ გაყვანილობა უნდა ჩაითვალოს ძაბვის ქვეშ მყოფად და მათთან შეხება აკრძალულია;
გ) იმპულსური მზომის გაყვანილობიდან უნდა მოიხსნას დამიწება.
2. იმპულსური მზომის გაყვანილობა სეგხ-თან მაიზოლირებელი შტანგის გამოყენებით უნდა მიაერთოს IV ჯგუფის მქონე ოპერატიულმა პერსონალმა ან ლაბორატორიის პერსონალმა ოპერატიული პერსონალის მეთვალყურეობით. იმპულსური მზომის მიერთება სტაციონარული საკომუტაციო აპარატურის მეშვეობით სეგხ-ზე უკვე მიერთებულ სტაციონარულ გაყვანილობასთან და გაზომვები შეიძლება აწარმოოს ერთპიროვნულად ოპერატიულმა პერსონალმა ან განკარგულებით IV ჯგუფის მქონე პირმა ლაბორატორიის პერსონალიდან.
3. გაზომვების დამთავრების შემდეგ სეგხ-ი ხელმეორედ უნდა დამიწდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მაიზოლირებელი შტანგების შემაერთებელ სადენებთან ერთად მოხსნა ჯერ სეგხ-დან, ხოლო შემდეგ იმპულსური მზომის გაყვანილობიდან.
4. გაზომვა იმპულსური მზომით, რომელსაც არა აქვს მაღალი ძაბვის იმპულსური გენერატორი, დასაშვებია სეგხ-ზე მომუშავე ბრიგადების გაყვანის გარეშ
ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 07.10.2010
მუხლი 63. სამუშაოები ხაზის იმპულსური მზომით
თავი VI — გამოცდები და გაზომვები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 57. შემოვლები და დათვალიერებები
- მუხლი 58. მუშაობა სეგხ-ის გზებთან გადაკვეთისა და მიახლოების ადგილებში
- მუხლი 59. ქუჩის განათების ქსელის მომსახურება
- მუხლი 60. სამუშაოები 0,38 კვ ძაბვის სეგხ-ის სადენებზე, რომელთაც გააჩნიათ იზოლირებული საფარი
- მუხლი 61. გამოცდა გარეშე დენის წყაროდან ამაღლებული ძაბვის მიწოდებით
- მუხლი 62. მუშაობა ელექტრომზომი მარწუხებითა და მზომი შტანგებით
- მუხლი 64. სამუშაოები მეგაომმეტრით
- მუხლი 65. იზოლატორების რეცხვა და წმენდა ძაბვის ქვეშ
- მუხლი 66. საერთო მოთხოვნები
- მუხლი 67. კავშირგაბმულობის საკაბელო ხაზები
- მუხლი 68. მომსახურების გარეშე გამაძლიერებელი პუნქტების აპარატურა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 63, №100, 18.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 300.280.020.22.025.012.407 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80518/muxli-63/