1. სეგხ-ების შემოვლებისა და დათვალიერებისას სამუშაოს მწარმოებლის დანიშვნა აუცილებელი არ არის. სეგხ-ის დათვალიერებისას აკრძალულია რაიმე სარემონტო და აღდგენითი სამუშაოების ჩატარება, აგრეთვე ანძებზე და მათ კონსტრუქციებზე ასვლა. ანძებზე ასვლა დასაშვებია სეგხ-ის მაღლივი დათვალიერებისას. მიზნობრივი ინსტრუქტაჟის ჩატარება სავალდებულოა.

2. სეგხ-ის დათვალიერება ძნელად გასასვლელ ადგილებში (ჭაობი, წყლის დაბრკოლებები, მთები, ჩახერგილი ტყე და ა.შ.) და არახელსაყრელი ამინდის პირობებში (წვიმა, თოვლი, ყინვა და ა.შ.), აგრეთვე სიბნელეში უნდა აწარმოოს უსაფრთხოების II ჯგუფის მქონე არანაკლებ ორმა მომუშავემ, რომელთაგან ერთ-ერთი ინიშნება უფროსად. დანარჩენ შემთხვევებში სეგხ-ის დათვალიერება შეუძლია II ჯგუფის ერთ მომუშავეს. სიბნელეში სეგხ-ის დათვალიერებისას აკრძალულია სადენების ქვეშ სიარული. სეგხ-ზე დაზიანების ძებნის დროს დამთვალიერებლებს თან უნდა ჰქონდეთ გამაფრთხილებელი ნიშნები ან პლაკატები. სეგხ-ზე შემოვლების დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს დისპეტჩერთან კავშირი.

3. აკრძალულია 8 მეტრზე ნაკლებ მანძილზე მიახლოება 1000 ვოლტზე მეტი ძაბვის სეგხ-ის მიწაზე დავარდნილ სადენებთან, ძაბვის ქვეშ მყოფ 6-35 კვ სეგხ-ის რკინაბეტონის საყრდენებთან, თუ არსებობს მიწასთან შერთვის დენის გადინების ნიშნები (იზოლატორების დაზიანება, სადენის საყრდენთან შეხება, ნიადაგიდან ტენის აორთქლება, ელექტრული რკალის წარმოშობა ანძის გრუნტში ჩამაგრების ადგილებში და სხვა). ასეთ შემთხვევაში სადენებთან და ანძებთან ადამიანების და ცხოველების მიახლოების აღსაკვეთად ორგანიზებული უნდა იყოს დაცვა, შეძლებისდაგვარად უნდა დაყენდეს გამაფრთხილებელი პლაკატები ან ნიშნები და მომხდარის შესახებ ეცნობოს ხაზის მფლობელ