1. განკარგულებით განათების ქსელის გამორთვის გარეშე მუშაობა დასაშვებია შემდეგ შემთხვევებში:
ა) მაიზოლირებელრგოლიანი ტელესკოპური კოშკურის გამოყენებისას;
ბ) ხის საყრდენებზე, დამიწების ჩამომყვანების გარეშე, სანათების სადენების ქვემოთ არა უმცირეს 0,6 მ-ის მანძილზე განლაგების შემთხვევაში, ანძიდან ან ხის მისადგმელი კიბიდან;
გ) დანარჩენ შემთხვევებში აუცილებელია საყრდენზე დაკიდებული ყველა სადენის გამორთვა, დამიწება და სამუშაოს შესრულება განწესით.
2. გაზგანმუხტვის ნათურების გამშვებმარეგულირებელ აპარატურაზე მუშაობისას, სანათის საერთო სქემიდან მათ გამორთვამდე, წინასწარ კვების ქსელიდან უნდა მოიხსნას სადენები და განიმუხტოს სტატიკური კონდენსატორები (განმმუხტავი რეზისტორების არსებობის მიუხედავად).
3. სამუშაოები 6-20 კვ სეგხ-ის სადენებზე, რომელთაც გააჩნიათ დამცავი საფარი, უნდა განხორციელდეს სეგხ-ის გამორთვის შემდეგ.
4. მანძილი მუშაკებიდან და სეგხ-ის სადენებამდე და მათზე მიერთებულ სხვა ელემენტებამდე, მანძილი მექანიზმებიდან და ტვირთამწე მანქანებიდან სეგხ-ის სადენებამდე არ უნდა იყოს 1-ლ ცხრილში მითითებულ მანძილებზე ნაკლები. მანძილი დამცავი საფარის მქონე სადენიდან ხეებამდე უნდა იყოს არა ნაკლებ 0,55 მ.
5. ჩამოცვენილი ტოტების სადენებიდან მოსაშორებელი სამუშაოებისათვის სეგხ-ი უნდა გამოირთოს და დამიწდეს.
6. გამოურთავ სეგხ-ზე ჩამოცვენილი ტოტებისა და ფოთლების მოცილებასთან დაკავშირებული სამუშაოები დასაშვებია შესრულდეს მაიზოლირებელი შტანგის გამოყენებით. თუ აღნიშნული სამუშაოების შესრულების დროს არ გამოიყენება დამცავი საშუალებები, ხაზი უნდა გამოირთოს და დამიწდე