1. სეგხ-ის ფაზობრივად შეკეთების დროს დაუშვებელია გამორთული ფაზის გმ-ში დამიწება. სადენი დამიწებული უნდა იყოს მხოლოდ სამუშაო ადგილზე. 35 კვ და მეტი ძაბვის სეგხ-ზე ერთი ფაზის სადენზე ან ყველა ფაზის სადენებზე რიგრიგობით მუშაობისას დასაშვებია სამუშაო ადგილზე მხოლოდ იმ ფაზის სადენის დამიწება, რომელზედაც ტარდება მუშაობა. ამასთან, აკრძალულია მიახლოება დანარჩენ დაუმიწებელი ფაზების სადენებთან 1-ლ ცხრილში მითითებულ მანძილზე ახლოს.

2. ფაზობრივად შეკეთების დროს დამიწების იმედიანობის გაზრდის მიზნით დამიწება უნდა იყოს ორმაგი, რაც უნდა განხორციელდეს ორი ერთმანეთისაგან განცალკევებული დამიწების პარალელურად დაყენებით. სადენზე მუშაობა დასაშვებია დამიწების დაყენების ადგილიდან არა უმეტეს 20 მეტრი მანძილის დაშორებით.

3. რამდენიმე ბრიგადის ერთდროული მუშაობის დროს გამორთული სადენი უნდა გაითიშოს ელექტრულად დაუკავშირებელ უბნებად. თითოეულ ბრიგადას უნდა გამოეყოს ცალკე უბანი, რომელზედაც უნდა დაიდოს ერთი ორმაგი დამიწება.

4. 110 კვ და მეტი ძაბვის სეგხ-ის ფაზობრივად შეკეთებისას რკალური განმუხტვის ლოკალიზაციის მიზნით დამიწების დაყენებამდე ან მის მოხსნამდე სადენი წინასწარ უნდა დამიწდეს რკალმქრობი მოწყობილობით აღჭურვილი შტანგის მეშვეობით. შტანგის დამამიწებელი სადენი წინასწარ უნდა შეუერთდეს დამამიწებელს. ეს შტანგა შეიძლება მოიხსნას მხოლოდ გადასატანი დამიწების დაყენების (ან მოხსნის) შემდეგ. სეგხ-ზე, რომელზედაც ფაზები განლაგებულია ჰორიზონტალურად, ფაზობრივად შეკეთებისას აკრძალულია გადასვლა ტრავერსის იმ უბნებზე, რომლებზეც ჰკიდია ძაბვის ქვეშ მყოფი ფაზების სადენები. 35 კვ და მეტი ძაბვის სეგხ-ის ფაზობრივად რემონტის დროს მუშაობის პირობები მითითებული უნდა იყოს განწესის სტრიქონში „ცალკეული მითითებები