1. სამუშაო 0,38 კვ ძაბვის სეგხ-ის სადენებზე შეიძლება შესრულდეს საჰაერო ხაზის გამორთვით ან გამორთვის გარეშე.

2. 0,38 კვ ძაბვის სეგხ-ზე სამუშაოები ხაზის გამორთვით სრულდება სადენების მთლიანი ჩალიჩის გამოცვლის აუცილებლობისას, ხაზებზე სადენების ჩახსნის ან მიერთებისას (ერთის ან რამდენიმესი), როდესაც ხაზი გადის ფეთქებადსაშიშ ან ხანძარსაშიშ ზონებში (ბენზინგასამართი, გაზგანმანაწილებელი სადგურების და ა.შ. მახლობლად). დასაშვებია გამორთვა არა მთლიანი ხაზის, არამედ მხოლოდ იმ სადენის, რომელზეც შესასრულებელია სამუშაო. სადენი, მარკირების მიხედვით მისი განსაზღვრისა და ძაბვის არარსებობის შემოწმების შემდეგ, უნდა გამოირთოს ყოველი მხრიდან, საიდანაც შესაძლებელია მასზე ძაბვის მიწოდება და დამიწდეს სამუშაო ადგილზე.

3. 0,38 კვ ძაბვის სეგხ-ზე ძაბვის მოუხსნელად შეიძლება შესრულდეს შემდეგი სამუშაოები:

ა) სახაზო არმატურის, ანძების და მათი ელემენტების შეცვლა; სადენების დაჭიმვა;

ბ) შემაერთებელი, განმაშტოებელი და დამჭიმავი მომჭერების შეცვლა;

გ) მომხმარებლის განშტოებების მიერთება ან ჩახსნა;

დ) ცალკეული ფაზური სადენის იზოლაციის აღდგენა ან უბნის შეცვლა.

4. ძაბვის მოუხსნელად სამუშაოების შესრულებისას არაიზოლირებული ნულოვანი სადენის მქონე თვითმზიდ იზოლირებულ სადენებზე აუცილებელია ნულოვანი სადენის და ლითონის არმატურის იზოლირება მაიზოლირებელი საფენებისა და ხუფების გამოყენებით.

5.  0,38 კვ ძაბვის სეგხ-ზე მუშაობა ძაბვის მოუხსნელად დაუშვებელია შემდეგ შემთხვევებში:

ა) საჰაერო ხაზი გამოირთო ბრიგადის შეცდომის შედეგად;

ბ) საჰაერო ხაზზე აღმოჩნდა დაზიანება, რომლის ლიკვიდაცია შეუძლებელია სამუშაოთა ჩატარების ტექნილოგიის დაურღვევლად;

გ) არ არის ან გაუმართავია ტექნიკური და დამცავი საშუალებები;

დ) ქარის, ძლიერი წვიმის, თოვლის, ნისლის, ანძების მოყინვის (როცა აუცილებელია მათზე ასვლა) პირობებში;

ე) სხვა გარემოებების არსებობისას, რომელიც ემუქრება სამუშაოთა უსაფრთხოდ ჩატარებას.

6. 0,38 კვ ძაბვის სეგხ-ზე ძაბვის მოუხსნელად სამუშაო უნდა ჩატარდეს განწესით. დასაშვებია ერთი განწესის გაცემა ერთი ან რამდენიმე საჰაერო ხაზის სხვადასხვა უბანზე სამუშაოდ, მაგრამ დაშვების რიგ-რიგობითი გაფორმებით თითოეული სამუშაო ადგილისათვის.

7. ბრიგადა, რომელიც სამუშაოს ასრულებს ძაბვის მოუხსნელად, უნდა შედგებოდეს არანაკლებ ორი მუშაკისაგან – უსაფრთხოების IV ჯგუფის მქონე სამუშაოთა მწარმოებლისაგან და III ჯგუფის მქონე ბრიგადის წევრისაგან. სამუშაოთა მწარმოებელმა და ბრიგადის წევრმა უნდა გაიარონ მომზადება და მიიღონ 0,38 კვ ძაბვის სეგხ-ზე ძაბვის მოუხსნელად მუშაობის უფლება და ასევე მაღლივი სამუშაოების ჩატარების უფლება
, რომლის შესახებ შესაბამისი ჩანაწერი უნდა გაკეთდეს ელექტროდანადგარებში მუშაობის ნორმებისა და წესების ცოდნის შემოწმების მოწმობის სტრიქონში „სპეციალური სამუშაოების ჩატარებაზე უფლების ნებართვა“ (წინამდებარე წესების დანართი №1).

თავი VI

გამოცდები და გაზომვე