1. 1000 ვოლტზე მეტი ძაბვის ელექტროდანადგარებში ელექტრომზომი მარწუხებით უნდა იმუშაოს ორმა პირმა, რომელთაგან ერთს უნდა ჰქონდეს IV ჯგუფი (ოპერატიული პერსონალიდან), მეორეს კი – III ჯგუფი (შეიძლება სარემონტო პერსონალიდანაც). მუშაობის დროს აუცილებელია დიელექტრიკული ხელთათმანების გამოყენება. აკრძალულია მაჩვენებლის ასათვლელად ხელსაწყოსკენ დახრა.

2. 1000 ვოლტამდე ძაბვის ელექტროდანადგარებში ელექტრომზომი მარწუხებით მუშაობა შეუძლია III ჯგუფის მქონე ერთ პირს დიელექტრიკული ხელთათმანების გამოუყენებლად.

აკრძალულია ელექტრომზომი მარწუხებით მუშაობა სეგხ-ის ანძებზე ყოფნისას.

3. საზომი შტანგით სამუშაოები უნდა ჩაატაროს არანაკლებ ორმა მომუშავემ, რომელთაგან ერთს უნდა ჰქონდეს IV ჯგუფი, დანარჩენებს – III ჯგუფი. დაუშვებელია კონსტრუქციაზე ან ტელესკოპურ კოშკურაზე შტანგით ასვლა ან ჩამოსვლა. სამუშაო უნდა შესრულდეს განწესით, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ტარდება ერთეული გაზომვა საყრდენი კონსტრუქციებისა და ტელესკოპური კოშკურის გამოყენებით. შტანგით მუშაობა დასაშვებია დიელექტრიკული ხელთათმანების გარეშ