1. მუშაობა საკაბელო მიწისქვეშა ნაგებობებში, აგრეთვე ჩასვლით დათვალიერება, უნდა აწარმოოს განწესით არანაკლებ სამმა პირმა, რომელთაგან ორი დამზღვევია. სამუშაოს შემსრულებელსა და დამზღვევებს შორის დამყარებული უნდა იყოს კავშირი. სამუშაოს მწარმოებელს უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების IV ჯგუფი.
2. ყველა საამქროში (რაიონებში, უბნებში) აუცილებელია იყოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული აირსაშიში მიწისქვეშა ნაგებობების ჩამონათვალი, რომელსაც უნდა იცნობდეს მომსახურე პერსონალი. გეგმაზე დატანილი უნდა იყოს ყველა აირსაშიში მიწისქვეშა ნაგებობა. აირსაშიში ნაგებობების ლუკები, კარები უნდა იკეტებოდეს და ჰქონდეს შესაბამისი ნიშანი.
3. მუშაობის დაწყებისას და მიმდინარეობისას მიწისქვეშა ნაგებობებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ან იძულებითი ვენტილაცია და უნდა გაკეთდეს ჰაერში ჟანგბადის შემცველობის ანალიზი. ჟანგბადის შემცველობა არ უნდა იყოს 20%-ზე ნაკლები. ბუნებრივი ვენტილაცია იქმნება არა ნაკლებ ორი ლუკის გაღებით და მათთან ახლოს სპეციალური ჰაერის ნაკადის მიმმართველის დაყენებით. ბუნებრივი ვენტილაცია უნდა განხორციელდეს მუშაობის დაწყებამდე არანაკლებ 20 წუთით ადრე. იძულებითი ვენტილაცია მიწისქვეშა ნაგებობებში ჰაერის მთლიანად შეცვლის მიზნით უნდა განხორციელდეს 10-15 წუთის განმავლობაში ვენტილატორით ან კომპრესორით. ამ დროს გამოყენებულ უნდა იქნ
ეს ფსკერიდან არა უმეტეს 0,25 მ სიმაღლეზე ჩაშვებული სახელო. დაუშვებელია ვენტილაციისათვის შეკუმშულაირიანი ბალონების გამოყენება. თუ ბუნებრივი ან იძულებითი ვენტილაცია ვერ უზრუნველყოფს მავნე ნივთიერებების მთლიანად გამოდევნას, მიწისქვეშა ნაგებობებში ჩასვლა დასაშვებია მხოლოდ სასუნთქი ორგანოების მაიზოლირებელი საშუალებებით, მათ შორის, შლანგური აირწინაღის გამოყენებით.
4. დაუშვებელია მიწისქვეშა ნაგებობებში მუშაობის დაწყება დაგაზიანების შეუმოწმებლად. შემოწმება უნდა განახორციელონ შესაბამისი ხელსაწყოების გამოყენების მცოდნე პირებმა, რომელთა სია მტკიცდება ხელმძღვანელობის მიერ.
აირების არსებობის შემოწმება ღია ცეცხლით აკრძალულია.
5. მუშაობის დაწყებამდე კოლექტორებში და გვირაბებში, რომლებშიც მოწყობილია მომდენ
-გამწოვი ვენტილაცია, ეს უკანასკნელი უნდა ჩაირთოს ადგილობრივი პირობების მიხედვით განსაზღვრული ვადით. ამ შემთხვევაში აუცილებელი არ არის აირის არსებობის შემოწმება.
6. კოლექტორებში და გვირაბებში მუშაობისას გაღებული უნდა იყოს ორი ლუკი ან ორი კარები, რათა მომუშავეები იმყოფებოდნენ მათ შორის. ღია ლუკებთან უნდა დადგეს გამაფრთხილებელი ნიშანი ან გაკეთდეს შემოღობვა. მუშაობის დაწყებამდე ბრიგადის წევრები უნდა გაეცნონ მოულოდნელი გარემოებების შემთხვევაში მიწისქვეშა ნაგებობებიდან ევაკუაციის გეგმას.
7. ჭების გახსნის დროს აუცილებელია ისეთი ინსტრუმენტების გამოყენება, რომლებიც არ წარმოქმნიან ნაპერწკალს, აგრეთვე უნდა გამოირიცხოს სახურავის დაცემა ლუკის ყელზე. ჭის ღია ლუკთან უნდა იყოს დაყენებული გამაფრთხილებელი ნიშანი ან უნდა გაკეთდეს შემოღობვა.
8. ჭაში დასაშვებია III ჯგუფის ერთი მომუშავის ყოფნა და მუშაობა დამზღვევი ბაგირიანი დამცავი ქამრის გამოყენებით. დამცავ ქამარს ზურგის მხარეს უნდა ჰქონდეს გამჭოლი საზურგე ღვედები, ხოლო გადაკვეთაზე ბაგირის ჩასაბმელი რგოლი. ბაგირის მეორე მხარე უნდა ეჭიროს დამზღვევი პირებიდან ერთ-ერთს.
9. ჭებში მუშაობისას დაუშვებელია მათში სარჩილავი ლამპების ანთება, პროპან-ბუტანის ბალონების დადგმა, ქუროში ჩასასხმელი შემადგენლობის და კალის გაცხელება. გამდნარი კალის და ქუროში ჩასასხმელი გაცხელებული მასის ჩაშვება ჭაში უნდა ხდებოდეს სპეციალური დახურული ჭურჭლით, რომელიც მეტალის გვარლზე დამაგრებული უნდა იყოს კარაბინის საშუალებით.
10. ცეცხლით შესასრულებელი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობისას ალის გავრცელების შესაზღუდად გამოიყენება ცეცხლგამძლე მასალის ფარები და ტარდება ხანძრის აღმკვეთი ზომები.
11. კოლექტორებში, გვირაბებში, საკაბელო ნახევარსართულებზე და სხვა ნაგებობებში, რომლებშიც ჩაწყობილია კაბელები, პროპან-ბუტანის გამოყენებით მუშაობისას ნაგებობებში არსებული ბალონების ჯამური მოცულობა არ უნდა აჭარბებდეს 5 ლიტრს. სამუშაოების დამთავრების შემდეგ აირიანი ბალონები გადატანილ უნდა იქნე
ს, ხოლო ნაგებობა განიავდეს.
12. კაბელების გაწვის დროს დაუშვებელია ჭებში ყოფნა, ხოლო გვირაბებში და კოლექტორებში დასაშვებია ყოფნა მხოლოდ ორ ღია შესასვლელს შორის უბანზე. აკრძალულია კაბელებზე მუშაობა მათი გაწვის დროს. გაწვის შემდეგ ხანძრის აცილების მიზნით აუცილებელია კაბელის დათვალიერება.
13. გვირაბში სამუშაოზე დაშვებამდე და დათვალიერების დაწყებამდე ხანძრის დამცავი მოწყობილობა ავტომატური მოქმედებიდან გადაყვანილი უნდა იქნ
ეს დისტანციურ მართვაზე და მართვის გასაღებზე უნდა გამოიკიდოს პლაკატი: „არ ჩართოთ! მუშაობს ხალხი“.
14. ჭებში, კოლექტორებში და გვირაბებში, აგრეთვე ღია ლუკებთან 5 მეტრზე ნაკლებ მანძილზე დაუშვებელია მოწევა.
15. ხანგრძლივი სამუშაოების ჩატარებისას ჭებში, კოლექტორებში და გვირაბებში ყოფნის დრო განისაზღვრება განწესის გამცემის მიერ სამუშაო პირობების მიხედვით.
16. აირის გაჩენის შემთხვევაში ჭებში, კოლექტორებში და გვირაბებში მუშაობა უნდა შეწყდეს, ხოლო მომუშავეები დაგაზიანების წყაროს გამოვლენამდე და მის აღმოფხვრამდე გაყვანილ უნდა იყვნენ საშიში ზონიდან. აირის გამოსადევნად აუცილებელია იძულებითი ვენტილაციის გამოყენება.
17. ჭებში და გვირაბებში სამუშაო ადგილის გასანათებლად გამოყენებული უნდა იქნეს ფეთქებადდამცავი შესრულების 12-ვოლტიანი ძაბვის სანათები ან აკუმულატორიანი ფანარები. ტრანსფორმატორები 12-ვოლტიანი სანათებისათვის უნდა დადგეს ჭის ან გვირაბის გარეთ.
საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებ