1. კაბელის რემონტთან ან გაყვანასთან დაკავშირებული მიწის სამუშაოები მიწისქვეშა ნაგებობებისა და კომუნიკაციების განლაგების ზონაში უნდა წარმოებდეს სამუშაოს ხელმძღვანელის დანიშვნით და ამ კომუნიკაციებისა და ნაგებობების მფლობელის ან ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი საწარმოს ხელმძღვანელობის წერილობითი ნებართვით. ნებართვას უნდა დაერთოს გეგმა, რომელშიც აღნიშნული იქნება კომუნიკაციების განლაგების სიღრმე. გეგმაზე და აგრეთვე სამუშაოების წარმოების ადგილებზე შესაბამისი ნიშნებით ან წარწერებით აღნიშნული უნდა იყოს მიწისქვეშა კომუნიკაციების ადგილმდებარეობა.
2. გეგმებში არარსებული კაბელების, მილსადენების, მიწისქვეშა ნაგებობების, აგრეთვე საბრძოლო მასალების აღმოჩენისას მიწის სამუშაოები უნდა შეწყდეს, სანამ არ დადგინდება მათი მფლობელი და მათგან არ იქნება მიღებული მუშაობის გაგრძელების ნებართვა.
3. აკრძალულია დარტყმითი მოქმედების მანქანებისა და მექანიზმების გამოყენება კაბელების ტრასიდან 5 მ-ზე ახლოს, ხოლო მიწის სათხრელი მანქანებისა – 1 მეტრზე ახლოს.
4. სკეგხ-ის დაცვის ზონის ფარგლებში მიწის სათხრელი მანქანების გამოყენება ნებადართულია მოცემული ხაზის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი პერსონალისათვის. მიწის სათხრელი მანქანების და პნევმატური ინსტრუმენტების, აგრეთვე ძალაყინისა და წერაქვების გამოყენება უშუალოდ კაბელის ზემოთ, დასაშვებია იმ სიღრმეზე, საიდანაც კაბელამდე ან მის დამცავ საფარველამდე რჩება არანაკლებ 0,3 მ. სისქის გრუნტის ფენა. გრუნტის დარჩენილი ფენა ამოღებულ უნდა იქნეს ხელის ნიჩბებით.
5. ზამთარში ნიჩბებით გრუნტის ამოღება უნდა დაიწყოს მხოლოდ მიწის შეთბობის შემდეგ. ამასთან დაუშვებელია სითბოს წყაროს კაბელებთან 15 სმ-ზე ახლოს მიახლოება.
6. ქვაბულის, ტრანშეის ან ორმოს თხრისას სამუშაო ადგილი უნდა იყოს შემოღობილი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნების გათვალისწინებით. შემოღობვებზე უნდა იყოს გამაფრთხილებელი ნიშნები და წარწერები, ხოლო ღამის საათებში სასიგნალო განათება.
7. ტრანშეის თხრისას სუსტ ან სველ გრუნტში, როდესაც არის ჩამოზვავების საფრთხე, კედლები საიმედოდ უნდა იქნეს გამაგრებული.
ფხვიერ გრუნტში სამუშაოს წარმოება შეიძლება კედლების გაუმაგრებლად, მაგრამ გრუნტის ბუნებრივი ქანობის შესაბამისი დახრილობის კუთხით. ქვაბულიდან ან ტრანშეიდან ამოღებული გრუნტი უნდა მოთავსდეს კიდიდან არა უმცირეს 0,5 მ მანძილზე. გრუნტის დამუშავება და გამაგრება 2 მეტრზე ღრმა ნათხარში უნდა წარმოებდეს სამუშაოს წარმოების პროექტის მიხედვით.
8. ბუნებრივი ტენიანობის გრუნტებში, თუ არ არის გრუნტის წყლები და ახლოს განლაგებული მიწისქვეშა ნაგებობანი, ვერტიკალურკედლიანი ქვაბულებისა და ტრანშეების თხრა გაუმაგრებლად ნებადართულია ნაყარ სილიან და მსხვილნატეხებიან გრუნტში არა უმეტეს 1 მ სიღრმეზე, ქვიშნარში – 1,25 მ სიღრმეზე, თიხნარსა და თიხაში – 1,5 მ სიღრმეზე. მჭიდროდ შეკრულ გრუნტში როტორული და ტრანშეის ექსკავატორების გამოყენებით ვერტიკალურ კედლებიანი ტრანშეების გამაგრების გარეშე გათხრა დასაშვებია არა უმეტეს 3 მ სიღრმემდე. ამ შემთხვევაში ადამიანის ჩასვლა ტრანშეაში აკრძალულია. ტრანშეის იმ ადგილებში, სადაც აუცილებელია მომუშავეების ყოფნა, უნდა მოეწყოს გამაგრებები ან გაკეთდეს ქანობები. გაყინული გრუნტის (გარდა ფხვიერისა) დამუშავება გამაგრების გარეშე დასაშვებია ჩაყინვის სიღრმემდე.
9. წინამდებარე წესების ამ მუხლის მე-8 პუნქტში მოყვანილი პირობებისაგან განსხვავებულ შემთხვევებში, ქვაბულები და ტრანშეები უნდა დამუშავდეს გაუმაგრებლი ფერდობებით ან მთელ სიღრმეზე გამაგრებული ვერტიკალური კედლებით.
10. 3 მ-მდე სიღრმის ქვაბულებისა და ტრანშეების გამაგრება, როგორც წესი, უნდა იყოს ინვენტარული და სრულდებოდეს ტიპური პროექტებით
ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 07.10.2010
მუხლი 44. მიწის სამუშაოები
თავი IV — საკაბელო ხაზები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 38. ძალოვანი ტრანსფორმატორები, ზეთიანი მაშუნტებელი და რკალმქრობი რეაქტორები
- მუხლი 39. ელექტრული ქვაბები
- მუხლი 40. ელექტროფილტრები
- მუხლი 41. დენის ტრანსფორმატორები
- მუხლი 42. სააკუმულატორო ბატარეები
- მუხლი 43. კონდენსატორული დანადგარები
- მუხლი 45. კაბელების და ქუროების დაკიდება და დამაგრება
- მუხლი 46. კაბელების გაჭრა, ქუროების გახსნა
- მუხლი 47. საკაბელო მასის გაცხელება და ქუროების ამოვსება
- მუხლი 48. კაბელების გაყვანა და გადაწყობა, საკაბელო ქუროების გადატანა
- მუხლი 49. მუშაობა მიწისქვეშა ნაგებობებში განლაგებულ საკაბელო ხაზებზე
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 44, №100, 18.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 300.280.020.22.025.012.407 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80518/muxli-44/