1. ძალოვანი ტრანსფორმატორების (შემდგომში –
ტრანსფორმატორის), ზეთიანი მაშუნტებელი და რკალმქრობი რეაქტორების (შემდეგში –
რეაქტორების) დათვალიერება უნდა განხორციელდეს უშუალოდ მიწიდან ან სტაციონალურ, სახელურიანი კიბეებიდან. მუშაობაში ან რეზერვში მყოფ ტრანსფორმატორის (რეაქტორზე) სათვალიერებელ ბაქანზე ასასვლელი უნდა გადაიკეტოს გამაფრთხილებელი პლაკატებით: „არ ახვიდეთ! სასიკვდილოა“.
2. მუშაობაში მყოფი ტრანსფორმატორის (რეაქტორის) გაზური რელედან გაზის სინჯის აღება უნდა განხორციელდეს ტრანსფორმატორის (რეაქტორის) განტვირთვის და გამორთვის შემდეგ.
3. სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია ტრანსფორმატორის (რეაქტორის) ავზიდან აქტიური ნაწილის ამოღებასთან ან ზარხუფის (ზარისებური სახურავის) აწევასთან, უნდა შესრულდეს ადგილობრივი პირობებისათვის სპეციალურად დამუშავებული სამუშაოთა წარმოების პროექტით.
4. ტრანსფორმატორის (რეაქტორის) ავზში სამუშაოების შესასრულებლად დაიშვებიან მხოლოდ სპეციალურად მომზადებული მუშები და სპეციალისტები, რომლებმაც კარგად იციან გადაადგილების გზები. ამით გამოირიცხება სამუშაოს შესრულებისას ან აქტიური ნაწილების დათვალიერებისას წაქცევისა და ტრავმირების შემთხვევები. მომუშავეთა სპეცტანსაცმელი უნდა იყოს სუფთა და გადაადგილებისათვის მოსახერხებელი, არ უნდა ჰქონდეს მეტალის შესაკრავები, სხეულს უნდა იცავდეს გადახურებისა და ზეთით გაჭუჭყიანებისაგან. ტრანსფორმატორის (რეაქტორის) შიგნით საჭიროა დამცავი ჩაჩქანით და ხელთათმანებით მუშაობა. აუცილებელია რეზინის ჩექმების გამოყენება.
5. ტრანსფორმატორის შიგნით შესვლამდე საჭიროა დარწმუნება იმაში, რომ ავზიდან მთლიანად არის გამოდევნილი აზოტი და სხვა აირები, და რომ ავზში განხორციელებულია საკმარისი ვენტილაცია (ავზში ჰაერის ჟანგბადშემცველობა არ უნდა იყოს 20%-ზე ნაკლები). ტრანსფორმატორის შიგნით ადამიანების მდგომარეობის და მათი მოქმედების გასაკონტროლებლად უნდა დაინიშნოს მინიმუმ ერთი მომუშავე, რომელიც ვალდებულია იმყოფებოდეს შესასვლელ ლუკთან და მუდმივი კავშირი ჰქონდეს მომუშავეებთან. ტრანსფორმატორის შიგნით მუშაობისას მომუშავეს უნდა ჰქონდეს ღვედიანი დამცავი ქამარი ბაგირით და აუცილებლობის შემთხვევაში შლანგიანი აირწინაღი.
6. ტრანსფორმატორის შიგნით მუშაობისას განათება უზრუნველყოფილი უნდა იყოს აუცილებლად ქარხნული შესრულების არა უმეტეს 12 ვოლტი ძაბვის დამცავბადიანი გადასატანი სანათებით ან აკუმულატორიანი მაშუქებით (ფანარებით). გამყოფი ტრანსფორმატორი გადასატანი სანათებისათვის დაყენებული უნდა იყოს ტრანსფორმატორის ავზის გარეთ.
7. თუ მუშაობის პროცესში ავზში მიეწოდება გამომშრალი ჰაერი (ნამის წერტილიდან არა უმეტეს 400ც), მაშინ თითოეული მომუშავის ტრანსფორმატორის შიგნით ყოფნის საერთო დრო არ უნდა აღემატებოდეს 4 საათს დღე-ღამეში.
8. სატრანსფორმატორო ზეთის რეგენერაციის სამუშაოები, მისი შრობა, წმენდა, დეგაზაცია უნდა სრულდებოდეს დამცავი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გამოყენებით.
9. 110 კვ და მეტი ძაბვის ძალოვან ტრანსფორმატორებში სატრანსფორმატორო ზეთის ჩასხმის და გადმოსხმის პროცესში ტრანსფორმატორების გამომყვანები უნდა დამიწდეს მათზე ელექტროსტატიკური მუხტის წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით
ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 07.10.2010
მუხლი 38. ძალოვანი ტრანსფორმატორები, ზეთიანი მაშუნტებელი და რკალმქრობი რეაქტორები
თავი III — ელექტროენერგეტიკული დანადგარები და მოწყობილობები
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 20%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 32. გენერატორების წყალბადით გაციების აირზეთიანი სისტემა
- მუხლი 33. ელექტროლიზური დანადგარები
- მუხლი 34. ელექტროძრავები
- მუხლი 35. საკომუტაციო აპარატები
- მუხლი 36. კომპლექტური გამანაწილებელი მოწყობილობები
- მუხლი 37. ანძური სატრანსფორმატორო ქვესადგურები და კომპლექტური სატრანსფორმატორო ქვესადგურები
- მუხლი 39. ელექტრული ქვაბები
- მუხლი 40. ელექტროფილტრები
- მუხლი 41. დენის ტრანსფორმატორები
- მუხლი 42. სააკუმულატორო ბატარეები
- მუხლი 43. კონდენსატორული დანადგარები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 38, №100, 18.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 300.280.020.22.025.012.407 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80518/muxli-38/