1. დენის ტრანსფორმატორის მეორად გრაგნილზე მიერთებული წრედის გაწყვეტა აკრძალულია. ამ წრედის გაწყვეტის აუცილებლობის შემთხვევაში აუცილებელია მისი წინასწარ ჩაკეტვა ზღუდარით (შუნტით), რომელიც დგება გაწყვეტის სავარაუდო ადგილის წინ დენის ტრანსფორმატორის მხარეს. ზღუდარის დაყენებისას გამოყენებულ უნდა იქნეს იზოლირებულსახელურიანი ინსტრუმენტი.
2. სამონტაჟო და საშემდუღებლო სამუშაოების დროს აკრძალულია დენის ტრანსფორმატორების პირველადი გრაგნილის წრედში სალტეების გამოყენება დენგამტარებად.
3. მეორადი წრედების, ელექტრომზომი ხელსაწყოების, რელეური დაცვის და ავტომატიკის მოწყობილობების მონტაჟის დამთავრებამდე დენის ტრანსფორმატორების მეორადი გრაგნილები უნდა იყოს მოკლედ შერთული.
4. მეორადი გრაგნილების პოლარობის შემოწმებისას პოლარობის მაჩვენებელი მეორადი გრაგნილის მომჭერებზე მიერთებული უნდა იყოს პირველად გრაგნილებზე დენის იმპულსის მიწოდებამდე