1. გპმგ-ში (რპმგ-ში) სამუშაოები სრულდება განწესით ან განკარგულებით. სამუშაოს მწარმოებელს უნდა ჰქონდეს IV ჯგუფი, ხოლო ბრიგადის წევრებს – უსაფრთხოების III ჯგუფი.
2. გპმგ-ის (რპმგ-ის) კამერები, რომლებსაც არა აქვთ მუდმივი ვენტილაცია, მუშაობის დაწყების წინ და მუშაობის დროს აუცილებლად უნდა ნიავდებოდეს. სამუშაოს შესრულების დროს კამერა უნდა იყოს ღია. ვენტილაციით აღჭურვილ გპმგ-ში (რპმგ-ში) მუშაობის დროს სავენტილაციო არხები უნდა იყოს ღია.
3. დისტანციური კვების აპარატურის გამოცდის წინ უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სატელეფონო კავშირი ყველა გპმგ-ის (რპმგ-ს) და მათ მკვებავ გპმ-ს შორის.
4. აპარატურიდან ცალკეული პლატების ამოღება დასაშვებია მხოლოდ სამუშაოს ხელმძღვანელის ნებართვით დისტანციური კვების ძაბვის მოხსნის შემდეგ. აკრძალულია ძაბვის ქვეშ მყოფი აპარატურის შეკეთება