1. ელექტროფიცირებული რკინიგზის, ტრამვაის, ტროლეიბუსის საკონტაქტო ქსელის სადენების გადამკვეთი საჰაერო კავშირგაბმულობის ხაზების სადენების შეკეთება და გადაკვეთების მოწყობა უნდა ხორციელდებოდეს საკონტაქტო ქსელის გამორთვით და სამუშაო ადგილზე დამიწებით, დისტანციის (რაიონის) წარმომადგენლის თანდასწრებით და წინასწარ დამუშავებული სწპ-ის მიხედვით.
2. დასახლებული პუნქტების ტერიტორიაზე სადენების გაჭიმვისას აუცილებელია გამვლელებისა და ტრანსპორტის გასაფრთხილებლად ალმებიანი მესიგნალეების დაყენება.
3. ელექტროგადამცემი ხაზების ზემოთ (ქვეშ) გამავალი კავშირგაბმულობის სადენების დაჭიმვისა და რეგულირების დროს დაცული უნდა იქნეს წინამდებარე წესების 44-ე მუხლის მოთხოვნები.
4. მუშაობის დაწყების წინ აუცილებელია საჰაერო კავშირგაბმულობის ხაზების სადენებზე შემოწმდეს 25 ვ-ზე მაღალი ძაბვის არარსებობა (სადენებსა და მიწას შორის). სკხ-ის სადენებზე 25 ვ-ზე მაღალი ძაბვის აღმოჩენის შემთხვევაში დაუშვებელია სამუშაოს დაწყება ძაბვის გაჩენის მიზეზის დადგენამდე და მისი 25 ვ-მდე დაწევამდე.
5. ინდუცირებული ძაბვის ქვეშ მყოფ საჰაერო კავშირგაბმულობის ხაზზე მუშაობისას უნდა შესრულდეს ამ წესების 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები, რომლებიც ეხება სეგხ-ებზე ინდუცირებული ძაბვის ქვეშ მუშაობას.
6. ინდუცირებული ძაბვის ქვეშ მყოფი საჰაერო კავშირგაბულობის ხაზების სადენების დამიწება უნდა შესრულდეს სადრენაჟო კოჭის გავლით გადასატანი დამიწებების დადებისათვის განკუთვნილი შტანგის მეშვეობით.
7. ინდუცირებული ძაბვის ქვეშ საჰაერო კავშირგაბმულობის ხაზებზე მუშაობისას გასაშლელი დასამონტაჟებელი სადენები უნდა დამიწდეს მალის დასაწყისში და უშუალოდ სამუშაო ადგილზე. მიწაზე დადებული სადენი არ უნდა ეხებოდეს სახაზო სადენებს და მომდევნო უბნებზე გაშლილ სადენებს. ჩაღუნვის ისრის რეგულირება და უბანზე სადენის დამაგრება უნდა მოხდეს წინა უბნის სადენებთან შეერთებამდე. ცალკეული უბნების შეერთების წინ სადენები სამუშაო ადგილზე უნდა დამიწდეს შეერთების ადგილიდან ორივე მხარეს