1. სამუშაოები ელექტრული და მაგნიტური ველების გავლენის ზონაში დასაშვებია:
ა) 330 კვ და მეტი ძაბვის ღგმ-ში და სეგხ-ზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს მომუშავეთა დაცვა ბიოლოგიურად აქტიური ელექტრული ველისაგან, რომელსაც შეუძლია უარყოფითი ზემოქმედება მოახდინოს ადამიანის ორგანიზმზე ან დამიწებულ ან მიწიდან იზოლირებულ ელექტროგამტარ ობიექტებთან შეხებისას გამოიწვიოს ელექტრული განმუხტვები;
ბ) ყველა ძაბვის ელექტროდანადგარებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს მომუშავეთა დაცვა ბიოლოგიურად აქტიური მაგნიტური ველისაგან, რომელსაც შეუძლია უარყოფითი ზემოქმედება მოახდინოს ადამიანის ორგანიზმზე;
გ) ბიოლოგიურად აქტიურია ელექტრული და მაგნიტური ველები, რომელთა დაძაბულობა აჭარბებს დასაშვებ სიდიდეს;
დ) ელექტრული ველის დაძაბულობის ზემოქმედების დასაშვები ზღვრული დონე შეადგენს 25 კვ/მ-ს ამაზე მაღალი დონის ელექტრული ველის ზონაში ადამიანის ყოფნა დამცავი საშუალებების გარეშე დაუშვებელია. ელექტრული ველის 5 კვ/მ-მდე დაძაბულობისას მასში ყოფნის დრო არ იზღუდება. 20-დან 25 კვ/მ-მდე დაძაბულობის დონის ელექტრულ ველში ადამიანის ყოფნის დრო არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. 5-დან 20 კვ/მ-მდე დაძაბულობის ელექტრულ ველში ადამიანის ყოფნის ხანგრძლივობა T (საათი), გამოითვლება ფორმულით T=(50/E)-2, სადაც  –
E არის მოქმედი ელექტრული ველის დაძაბულობა, კვ/მ;
ე) ელექტრულ ველში ყოფნის დასაშვები დრო შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთჯერადად ან დანაწევრებულად სამუშაო დღის განმავლობაში. დანარჩენ სამუშაო დროის პერიოდში აუცილებელია დამცავი საშუალებების გამოყენება ან 5 კვ/მ-ზე ნაკლები დაძაბულობის მქონე ელექტრულ ველში ყოფნა;
ვ) მაგნიტური ველის დასაშვები დაძაბულობა (H) ან ინდუქცია (B) გამომდინარე მაგნიტურ ველში ყოფნის ხანგრძლივობიდან საერთო (მთელ სხეულზე) და ლოკალური (კიდურებზე) ზემოქმედების პირობებისათვის განისაზღვრება ცხრილი №3-ის შესაბამისად.
ცხრილი
№3

მაგნიტურ ველში ყოფნის ხანგრძლივობა

მაგნიტური ველის დასაშვები დონეები (ა/მ) / (მკრ ტლ)

საერთო ზემოქმედებისას

ლოკალური ზემოქმედებისას

<1

1600 /2000

6400 /8000

2

800 / 1000

3200/ 4000

4

400 / 500

1600 / 2000

8

800 / 100

800 / 1000

მაგნიტური ველის დასაშვები დონეები დროის ინტერვალის შიგნით განისაზღვრება ინტერპოლაციის საფუძველზე;
ზ) სხვადასხვა დაძაბულობის მაგნიტური ველში პერსონალის აუცილებელი ყოფნის შემთხვევაში მუშაობის საერთო ხანგრძლოვობა არ უნდა აღემატებოდეს მაქსიმალური დაძაბულობის მქონე ზონისათვის ზღვრულად დასაშვებს;
თ) მაგნიტურ ველში ყოფნის დასაშვები დრო შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთჯერადად ან დანაწევრებულად სამუშაო დღის განმავლობაში. შრომისა და დასვენების რეჟიმის (ცვლებში მუშაობა) შეცვლისას მაგნიტური ველის ზღვრულად დასაშვებმა დონემ არ უნდა გადააჭარბოს 8-საათიანი სამუშაო დღისათვის დადგენილს;
ი) ელექტრული და მაგნიტური ველების დონეების კონტროლი უნდა წარმოებდეს:
ი.ა) ექსპლუატაციაში არსებული მოქმედი ელექტროდანადგარების გაფართოებისა და ახალი ელექტროდანადგარის მიღებისას;
ი.ბ) ელექტროდანადგარების მახლობლად პერსონალის მუდმივი ან დროებითი ყოფნისათვის სათავსოების მოწყობისას (მხოლოდ მაგნიტური ველისათვის);
ი.გ) სამუშაო ადგილების ატესტაციისას.
კ) ელექტრული და მაგნიტური ველების დონეები უნდა განისაზღვროს მთელ ზონაში, სადაც შეიძლება იმყოფებოდეს პერსონალი სამუშაოს შესრულების პროცესში, სამუშაო ადგილებამდე მისასვლელ და მოწყობილობების დათვალიერების მარშრუტებზე;
ლ) ელექტრული ველის დაძაბულობის გაზომვები უნდა ჩატარდეს:
ლ.ა)  მოწყობილობებსა და კონსტრუქციებზე აუსვლელად მუშაობისას – 1,8 მ-ის სიმაღლეზე მიწის ზედაპირიდან, საკაბელო არხის ფილებიდან (ღარიდან), მოწყობილობის მომსახურების ბაქანიდან ან სათავსის იატაკიდან;
ლ.ბ) მოწყობილობებსა და კონსტრუქციებზე ასვლით მუშაობისას –
0,5, 1,5 და 1,8 მ სიმაღლეზე სამუშაო მოედნის იატაკიდან (მაგალითად, კოშკურის კალათის ბაქანიდან) და 0,5 მ-ის მანძილზე მოწყობილობის დამიწებული დენგამტარი ნაწილებიდან.
მ) მაგნიტური ველის დაძაბულობის (ინდუქციის) გაზომვები უნდა ჩატარდეს 0,5; 1,5 და 1,8 მ-ის სიმაღლეზე სამუშაო მოედნის იატაკიდან, მიწიდან, სათავსოს იატაკიდან, გადასასვლელი ხიდების ნაფენებიდან და ა. შ., ხოლო თუ მაგნიტური ველის წყარო არის სამუშაო ადგილის ქვეშ – დამატებით სამუშაო მოედნის იატაკის დონეზე;
ნ) მაგნიტური ველის დაძაბულობის (ინდუქციის) გაზომვები უნდა ჩატარდეს ელექტროდანადგარის მაქსიმალური მუშა დენის პირობებში ან გაზომილი მნიშვნელობები უნდა გადაანგარიშდეს მაქსიმალურ მუშა დენზე (I მაქს), გაზომილი მნიშვნელობების Iმაქს/I ფარდობაზე გამრავლების გზით, სადაც I არის დენი მაგნიტური ველის წყაროში გაზომვის მომენტისათვის.
მაგნიტური ველის დაძაბულობა (ინდუქცია) იზომება ელექტროდანადგარების დენგამტარი ნაწილებიდან 20 მ-ზე ნაკლებ მანძილზე განლაგებულ საწარმოო სათავსებში მუდმივი პერსონალით, მათ შორის, მათგან კედლით გამოყოფილშიც.
ო) ელექტრული ველის ზემოქმედებისაგან დასაცავად გამოიყენება დამცავი საშუალებები:
ო.ა) გმ-ში – სტაციონარული მაეკრანებელი მოწყობილობები და მაეკრანებელი კომპლექტები;
ო.ბ) საჰაერო ხაზებზე – მაეკრანებელი კომპლექტები (ისეთივე როგორც ღგმ-ში).
პ) მანქანების, მექანიზმების, მოძრავი სახელოსნოების და ლაბორატორიების დამიწებულ კაბინებში და ძარებში, აგრეთვე რკინაბეტონის შენობებში, რკინა-ბეტონით გადახურულ, მეტალის კარკასიან ან ლითონის დამიწებულ სახურავიანი აგურის შენობებში ელექტრული ველის არარსებობის გამო დამცავი საშუალებების გამოყენება საჭირო არ არის;
ჟ) დაუშვებელია მაეკრანებელი კომპლექტების გამოყენება ისეთ სამუშაოებზე, სადაც შესაძლებელია 1000 ვოლტამდე ძაბვის ქვეშ მყოფ დენგამტარ ნაწილებთან შეხება, აგრეთვე მოწყობილობების გამოცდისას (იმ მომუშავეებისათვის, რომლებიც უშუალოდ აწარმოებენ გამოცდას ამაღლებული ძაბვით) და ელექტროშედუღების სამუშაოებისას;
რ) გამორთული დენგამტარი ნაწილების უბნებზე მუშაობისას აუცილებელია მათი დამიწება ინდუცირებული პოტენციალის მოსახსნელად. გამორთულ, მაგრამ დაუმიწებელ დენგამტარ ნაწილებთან შეხება დამცავი საშუალებების გარეშე აკრძალულია. აგრეთვე უნდა დამიწდეს სარემონტო საშუალებები და აღჭურვილობები, რომლებიც შეიძლება აღმოჩნდეს მიწიდან იზოლირებული;
ს) ელექტრული ველის ზემოქმედების ზონაში უნდა დამიწდეს პნევმოთვლიანი მანქანები და მექანიზმები. მათი გადაადგილების დროს ინდუცირებული პოტენციალის მოხსნის მიზნით გამოყენებულ უნდა იქნეს მიწასთან შეხებაში მყოფი, შასიზე ან ძარაზე მიერთებული ლითონის ჯაჭვი;
ტ) აკრძალულია ელექტრული ველის გავლენის ზონაში მანქანებისა და მექანიზმების საწვავი და საპოხი მასალებით გამართვა;
უ) მაგნიტური ველის ზემოქმედებისაგან დამცავ ზომებად უნდა იქნეს გამოყენებული სტაციონარული ან გადასატანი მაგნიტური ეკრანები.
პერსონალის სამუშაო ადგილები და გადაადგილების მარშრუტები საჭიროა განლაგდეს მაგნიტური ველის წყაროებიდან ისეთ მანძილზე, რომელიც უზრუნველყოფს ამ მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესრულებას;
ფ) ელექტროდანადგარების ის ზონები, სადაც ელექტრული და მაგნიტური ვველების ის დონეები აჭარბებენ ზღვრულად დასაშვებ სიდიდეებს და ექსპლუატაციის პირობები არ მოითხოვს ამ ზონაში პერსონალის ხანმოკლე ყოფნასაც კი, უნდა შემოიღობოს და გაკეთდეს შესაბამისი გამაფრთხილებელი წარწერები ან პლაკატები;
ქ) ელექტრული ველის ზემოქმედების ზონაში მუშაობისას უსაფრთხოების დამატებითი მოთხოვნები უნდა აისახოს განწესის სტრიქონში „ცალკეული მითითებები“ (დანართი №4).
თავი III
ელექტროენერგეტიკული დანადგარები და მოწყობილობებ