1. საკომუტაციო აპარატების (ამომრთველების, განმამხოლოებლების, გამთიშველების, ჩამრაზების, ავტომატების) ხელით მართვის ამძრავებზე (ამძრავების სახელურებზე), დისტანციური და ადგილობრივი მართვის გასაღებებსა და ღილაკებზე, რომელთა ჩართვითაც ძაბვა შეიძლება მიეწოდოს სამუშაო ადგილს, უნდა გამოიკიდოს ამკრძალავი პლაკატები „არ ჩართოთ! მუშაობს ხალხი“.

ა) გამთიშველებზე, რომელთა მართვა ხდება ოპერატიული შტანგით, პლაკატები უნდა გამოიკიდოს შემოღობვებზე, ხოლო ერთპოლუსიან გამთიშველებზე – თითოეული გამთიშველის ამძრავზე;

ბ) 1000 ვოლტამდე მიერთებებზე, რომელთაც არა აქვთ საკომუტაციო აპარატები (ავტომატები, ამომრთველები ან დენმკვეთები), პლაკატი „არ ჩართოთ! მუშაობს ხალხი“ უნდა გამოიკიდოს მოხსნილი მცველების ბუდეებთან;

გ) პლაკატები უნდა გამოიკიდოს დისტანციური ან ადგილობრივი მართვის გასაღებებზე და ღილაკებზე, აგრეთვე საკომუტაციო აპარატურის ამძრავის ძალოვანი წრედების და მართვის წრედების ავტომატებზე ან მოხსნილი მცველების ადგილებში;

დ) საკვალთეებზე, რომელთა ჩაკეტვითაც ამომრთველების პნევმატურ ამძრავებს უწყდებათ ჰაერის მიწოდება, უნდა გამოიკიდოს პლაკატი „არ გახსნათ! მუშაობს ხალხი“.

ე) კგმ-ში პლაკატები უნდა გამოიკიდოს წინამდებარე წესების 35 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

2. გამთიშველების ამძრავზე, რომლითაც გამორთულია სეგხ-ი ან სკეხ-ი, მომუშავე ბრიგადების რაოდენობის მიუხედავად უნდა გამოიკიდოს ერთი პლაკატი „არ ჩართოთ! მუშაობაა ხაზზე“. ეს პლაკატები უნდა გამოიკიდოს და მოიხსნას იმ პირის მითითებით, რომელიც იძლევა სამუშაო ადგილის მომზადების განკარგულებას და აღრიცხავს ხაზზე მომუშავე ბრიგადების რაოდენობა