1. სამუშაო ადგილის მომზადებისას უნდა გამოირთოს:

ა) დენგამტარი ნაწილები, რომლებზეც უნდა ჩატარდეს სამუშაოები;

ბ) შემოუღობავი დენგამტარი ნაწილები, რომლებთანაც შესაძლებელია ადამიანების, მექანიზმებისა და ტვირთამწე მანქანების შემთხვევით მიახლოება ცხრილ №1-ში მითითებულ მანძილზე ახლოს;

გ) მართვის და ამძრავის მკვებავი წრედები;

დ) ჩაიკეტოს ჰაერის მიწოდება საკომუტაციო აპარატების მართვის სისტემაში;

ე) ამომრთველზე, რომლის ავტომატური ჩართვა ხორციელდება თვით აპარატზე დაყენებული ზამბარებით და ტვირთებით, მოიხსნას მოსამართი მოწყობილობები;

ვ) გამორთულ სეგხ-ზე მუშაობისას უნდა გამოირთოს ის სეგხ-ებიც, რომელთა ძაბვის ქვეშ მყოფ დენგამტარ ნაწილებთან გამორიცხული არ არის სარემონტო სეგხ-ის ელემენტების მიახლოება ცხრილი №1-ის მე-3 გრაფაში მითითებულ მანძილზე ახლოს, აგრეთვე უნდა გამოირთოს სარემონტო სეგხ-ის ანძაზე დაკიდებული სკხ-ები.

2. 1000 ვოლტზე მაღალი ძაბვის ელექტროდანადგარებში ყოველი მხრიდან, საიდანაც საკომუტაციო აპარატებით შეიძლება სამუშაო ადგილზე ძაბვის მიწოდება, უნდა განხორციელდეს ხილული წყვეტა. ამისათვის უნდა გამოირთოს გამთიშველები, განმამხოლოებლები და დატვირთვის ამომრთველები (გარდა ისეთებისა, რომელთა ავტომატური ჩართვა ხორციელდება თვით აპარატზე დაყენებული ზამბარებით), მოიხსნას მცველები, ჩაიხსნას სალტეები და სადენები. სამუშაოდ გამოყოფილ უბანთან დაკავშირებული ძალოვანი და ძაბვის ტრანსფორმატორები უნდა გამოირთოს და უკუტრანსფორმაციის თავიდან აცილების მიზნით დაიშალოს მათი სქემები ყველა გრაგნილის მხარეს.

3. სამუშაო ადგილის მომზადების დროს ამომრთველების, გამთიშველების (განმამხოლოებლების) და ხელით მართვის მქონე დატვირთვის ამომრთველების გამორთვის შემდეგ აუცილებელია ვიზუალური დათვალიერებით დარწმუნება იმაში, რომ აღნიშნული აპარატები ნამდვილად გამორთულია და არ არსებობენ მაშუნტებელი ზღუდარებ