1. ელექტროდანადგარების ჩართვა შეიძლება მხოლოდ სამუშაო ადგილის მომზადების და დაშვების ნებართვის გამცემის ან მისი შემცვლელი პირის ნებართვის (განკარგულების) მიღების შემდეგ. ამასთან, ელექტროდანადგარების მუშაობაში ჩართვის ნებართვა (განკარგულება) შეიძლება გაცემულ იქნეს მხოლოდ მას შემდეგ, როცა მიღებული იქნება შეტყობინება მოცემულ ელექტროდანადგარში მომუშავე ყველა სამუშაოს მწარამოებლისა და დამშვებისაგან სამუშაოს დამთავრებისა და ელექტროდანადგარის ჩართვისათვის მზადყოფნის შესახებ.
2. მომუშავემ, ოპერატიული პერსონალის შემადგენლობიდან, რომელმაც მიიღო ნებართვა სამუშაოს დამთავრების შემდეგ ელექტროდანადგარის ჩართვაზე, აღნიშნული დანადგარის ჩართვისათვის მზადყოფნაში დარწმუნების შემდეგ უნდა მოხსნას დროებითი შემოღობვები, გადასატანი პლაკატები და დამიწებები, აღადგინოს მუდმივი შემოღობვები.
3. დამშვებს, ოპერატიულ-სარემონტო პერსონალის შემადგენლობიდან, დამატებითი ნებართვის ან განკარგულების მიღების გარეშე შეიძლება მიეცეს ელექტროდანადგარის ჩართვის უფლება მასზე მუშაობის დამთავრების შემდეგ, თუ ეს ჩაწერილია განწესის სტრიქონში „ცალკეული მითითებები“. ასეთი ჩართვის უფლება შეიძლება გაცემულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მოცემულ ელექტროდანადგარზე ან მის უბნებზე სხვა ბრიგადები არ არიან დაშვებულნი სამუშაოდ.
4. ავარიის შემთხვევაში, ბრიგადის არყოფნის დროს, მორიგე პერსონალს ან დამშვებს შეუძლიათ სამუშაოს მთლიანად დამთავრებამდე მუშაობაში ჩართონ შესაკეთებლად ჩაყენებული ელექტროდანადგარი იმ პირობით, რომ სამუშაოს მწარმოებლის მოსვლამდე და მის მიერ განწესის დაბრუნებამდე სამუშაო ადგილზე დაყენებული იქნებიან მომუშავეები, რომელთა მოვალეობაა სამუშაოს მწარმოებლის და ბრიგადის ყველა წევრის გაფრთხილება, რომ ელექტროდანადგარი ჩართულია და მუშაობის განახლება აკრძალული