1. ძაბვის არარსებობის შემოწმება ხდება ძაბვის მაჩვენებლით, რომლის ვარგისიანობაც გამოყენების წინ აუცილებლად უნდა გადამოწმდეს. ძაბვის მაჩვენებელი ვიზუალური დათვალიერების შემდეგ მოწმდება სპეციალური ხელსაწყოთი ან მისი მიახლოებით დენგამტარ ნაწილებთან, რომლებზეც ძაბვის არსებობა წინასწარ ცნობილია.
ა) 1000 ვოლტზე მაღალი ძაბვის ელექტროდანადგარებში ძაბვის მაჩვენებლის ხმარებისას აუცილებლია დიელექტრიკული ხელთათმანების გამოყენება;
ბ) 35 კვ და მეტი ძაბვის ელექტროდანადგარებში ძაბვის არარსებობის შესამოწმებლად შეიძლება მაიზოლირებელი შტანგის გამოყენება. მისი რამდენჯერმე შეხება დენგამტარ ნაწილებთან არ უნდა იწვევდეს ნაპერწკლების გამოფრქვევასა და ტკაცანს. 330 კვ და უფრო მაღალი ძაბვის ერთჯაჭვა სეგხ-ზე ძაბვის არარსებობის ნიშანია გვირგვინის უქონლობა.
2. გმ-ში ძაბვის არარსებობის შემოწმების უფლება ეძლევა 1000 ვოლტზე მაღალი ძაბვის ელექტროდანადგარებში უსაფრთხოების IV ჯგუფის მქონე ერთ მუშაკს ოპერატიული ან ოპერატიულ-სარემონტო პერსონალის შემადგენლობიდან, ხოლო 1000 ვოლტამდე ძაბვის ელექტროდანადგარებში – უსაფრთხოების III ჯგუფის მქონეს. სეგხ-ზე ძაბვის არარსებობა უნდა შეამოწმოს ორმა პირმა.
1000 ვოლტზე მაღალი ძაბვის სეგხ-ზე უსაფრთხოების IV და III ჯგუფის მქონე მომუშავეებმა, 1000 ვოლტამდე სეგხ-ზე – III ჯგუფის მქონე მომუშავეებმა.
3. ძაბვის არარსებობის შემოწმება ვიზუალურად სქემის გაკვლევით დასაშვებია:
ა) ღგმ-ში, კგმ-ში და გარე დაყენების კსქ-ის დანადგარებზე, გარდა ამისა სეგხ-ზე ნისლიან, წვიმიან, თოვლიან ამინდში ამ პირობებისათვის გათვალისწინებული ძაბვის სპეციალური მაჩვენებლების უქონლობის შემთხვევაში;
ბ) 330 კვ და უფრო მაღალი ძაბვის ღგმ-ში და 330 კვ და უფრო მაღალი ძაბვის ორჯაჭვა სეგხ-ზე.
4. ვიზუალურად სქემის გაკვლევით შემოწმებისას სეგხ-ების და სკეგხ-ების შემყვანებზე ძაბვის არარსებობას ადასტურებს მორიგე, რომლის ოპერატიულ მართვაშიც იმყოფება ხაზი. სეგხ-ზე ვიზუალურად სქემის გაკვლევა მოიცავს ხაზის მიმართულებისა და გარეგნული ნიშნების, აგრეთვე ანძებზე აღნიშვნების შემოწმებას, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს ხაზების დისპეტჩერულ დასახელებებს.
5. ტევადური დენის გადინების პრინციპებზე დაფუძნებული მაჩვენებლებით (გარდა იმპულსურისა) 6-20 კვ სეგხ-ზე ხის ან რკინა-ბეტონის ანძებიდან, აგრეთვე ტელესკოპური კოშკურიდან ძაბვის არარსებობის შემოწმებისას უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მაჩვენებლების მგრძნობიარობის მიმართ წაყენებული მოთხოვნა. ამისათვის მისი მუშა ნაწილი აუცილებლად უნდა დამიწდეს.
6. სეგხ-ზე სადენების სხვადასხვა სიმაღლეზე დაკიდებისას ძაბვის მაჩვენებლით ან შტანგით ძაბვის არარსებობის შემოწმება და დამიწების დაყენება უნდა მოხდეს ქვემოდან ზემოთ, ქვედა სადენიდან დაწყებული. ჰორიზონტალური დაკიდების დროს შემოწმება უნდა დავიწყოთ უახლოესი სადენიდან.
7. 1000 ვოლტამდე ძაბვის დამიწებულ ნეიტრალიან ელექტროდანადგარებში ორპოლუსიანი მაჩვენებლის გამოყენებისას ძაბვის არარსებობის შემოწმება საჭიროა როგორც ფაზებს შორის, ასევე თითოეულ ფაზასა და მოწყობილობის დამიწებულ კორპუსს ან დამამიწებელ (დამანულებელ) სადენს შორის. დასაშვებია წინასწარ შემოწმებული ვოლტმეტრის გამოყენება. აკრძალულია საკონტროლო ნათურებით სარგებლობა.
8. მოწყობილობები, რომლებიც სიგნალს იძლევა აპარატების გამორთული მდგომარეობის შესახებ, მაბლოკირებელი მოწყობილობები, მუდმივად ჩართული ვოლტმეტრები და ა.შ. წარმოადგენს ძაბვის არარსებობის დამადასტურებელ მხოლოდ დამატებით საშუალებებს, რომელთა ჩვენების საფუძველზე არ შეიძლება დასკვნის გაკეთება ძაბვის არარსებობის შესახე