1. 1000 ვოლტზე მაღალი ძაბვის ელექტროდანადგარებში იმ საკომუტაციო აპარატების შეცდომით ან თავისთავად ჩართვის აღსაკვეთად, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ძაბვის მიწოდება სამუშაო ადგილებზე, უნდა განხორციელდეს შემდეგი ოპერაციები:
ა) გამთიშველების, განმამხოლოებლების, დატვირთვის ამომრთველების ხელის ამძრავების ჩაიკეტვა მექანიკური საკეტებით (6-10 კვ-ის ელექტროდანადგარებში ერთპოლუსიანი გამთიშველების შეცდომით ჩართვის თავიდან ასაცილებლად მექანიკური საკეტების ნაცვლად დასაშვებია დანებზე სპეციალური დიელექტრიკული ჩაჩების ჩამოცმა);
ბ) ოპერატიული შტანგით სამართავი გამთიშველების სტაციონარული შემოღობვების ჩაკეტვა მექანიკური საკეტით;
გ) დისტანციური მართვის საკომუტაციო აპარატების ამძრავებზე ძალოვანი და მართვის წრედების გამოირვა, ხოლო პნევმატურ ამძრავებზე, გარდა ამისა, შეკუმშული ჰაერის მიმყვან მილსადენზე საკვალთის დაკეტვა, ამასთან, საჭიროა საკვალთი ჩაიკეტოს მექანიკური ბოქლომით და გამოშვებულ იქნეს შეკუმშული ჰაერი. გამშვები სარქველები უნდა იყოს დატოვებული ღია მდგომარეობაში;
დ) ტვირთიან და ზამბარიან ამძრავებზე ჩამრთავი ტვირთის ან ზამბარის მოყვანა არამუშა მდგომარეობაში;
ე) ამკრძალავი პლაკატების გამოკიდვა;
ვ) კგმ-ის გამოსაგორებელურიკიანი საკომუტაციო აპარატის შეცდომით ჩართვის თავიდან ასაცილებლად წინამდებარე წესების 35-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების შესაბამისი ზომების მიღება.
2. 1000 ვოლტამდე ძაბვის ელექტროდანადგარებში ყველა დენგამტარ ნაწილებზე სამუშაოების ჩატარებისას ყოველი მხრიდან უნდა მოიხსნას ძაბვა საკომუტაციო აპარატების ხელის ამძრავის გამორთვით, ხოლო სქემაში მცველების არსებობისას – მათი მოხსნით. თუ სქემაში მცველები არ არის ჩართული, მაშინ საკომუტაციო აპარატების შეცდომით ჩართვის აღსაკვეთად უნდა განხორციელდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებებიდან რომელიმე: კარადის სახელურის ან კარების დაკეტვა, ღილაკების დახურვა, საკომუტაციო აპარატების კონტაქტებს შორის მაიზოლირებელი შუასადების ჩადება და ა.შ. დისტანციური მართვის საკომუტაციო აპარატებით ძაბვის მოხსნისას აუცილებელია ჩამრთველი კოჭის მეორადი წრედის გამორთვა.
ა) თუ სამუშაოს ხასიათი და აპარატურის კონსტრუქციული შესრულება იძლევა საშუალებას, ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები შეიძლება შეიცვალოს განსალტვით, ან საკომუტაციო აპარატებიდან ანდა მოწყობილობებიდან, რომლებზეც უნდა ჩატარდეს სამუშაო კაბელების, სადენების ჩახსნით;
ბ) აუცილებელია ამკრძალავი პლაკატების გამოკიდება.
3. სამუშაო ადგილის მომზადებისას სალტეების განსალტვა ან კაბელების, სადენების ჩახსნა შეიძლება შეასრულოს უსაფრთხოების III ჯგუფის მქონე მუშაკმა სარემონტო პერსონალის შემადგენლობიდან, ოპერატიული ან ოპერატიულ-სარემონტო პერსონალის მეთვალყურეობით. სამუშაო ადგილიდან უახლოეს დენგამტარ ნაწილებზე, რომლებზეც შესაძლოა შეხება, უნდა მოიხსნას ძაბვა ან ისინი უნდა შემოიღობოს.
4. დათვალიერებისათვის მიუწვდომელი კონტაქტების მქონე 1000 ვოლტამდე ძაბვის საკომუტაციო აპარატების გამორთული მდგომარეობა (ავტომატები, პაკეტური ამომრთველები, ჩამრაზები და ა.შ.) განისაზღვრება მათ მომჭერებზე ან გამავალ სალტეებზე, სადენებზე ან ამ საკომუტაციო აპარატებიდან კვების მიმღები მოწყობილობების მომჭერებზე ძაბვის არარსებობის შემოწმები