1. სამუშაო დღის განმავლობაში შესვენების დროს (შესვენება სადილზე, მუშაობის პირობებით გამოწვეული შესვენება და სხვა) ბრიგადა გამოყვანილი უნდა იქნეს სამუშაო ადგილიდან, ხოლო გმ-ის კარები დაიკეტოს ბოქლომით. განწესი რჩება სამუშაოს მწამოებელთან (მეთვალყურესთან). ბრიგადის წევრებს შესვენების შემდეგ უფლება არა აქვთ სამუშაოს მწარმოებლის (მეთვალყურის) გარეშე დაბრუნდნენ სამუშაო ადგილზე. შესვენების შემდეგ დაშვებას ახორციელებს სამუშაოს მწარმოებელი (მეთვალყურე) განწესში გაუფორმებლად.
2. სამუშაო დღის დამთავრებით გამოწვეული სამუშაოს შეწყვეტის დროს ბრიგადა უნდა გავიდეს სამუშაო ადგილიდან. უსაფრთხოების პლაკატები, დროებითი შემოღობვები, ალმები, დამიწებები არ იხსნება. სამუშაოს მწარმოებელმა (მეთვალყურემ) განწესი უნდა ჩააბაროს დამშვებს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში განწესი უნდა დატოვოს მოქმედი განწესების საქაღალდეში. ელექტროდანადგარებში, სადაც არ არის ადგილობრივი მორიგე პერსონალი, სამუშაოს მწარმოებელს (მეთვალყურეს) უფლება ეძლევა სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ განწესი დაიტოვოს თავისთან. სამუშაოს დროებით შეწყვეტას სამუშაოს მწარმოებელი (მეთვალყურე) აფორმებს განწესის თავის ეგზემპლარში ხელის მოწერით.
3. მომდევნო დღეებში მომზადებულ სამუშაო ადგილზე განმეორებით დაშვებას ახორციელებს დამშვები ან მისი ნებართვით სამუშაოს ხელმძღვანელი. ამასთან, ზემდგომი ოპერატიული პერსონალისაგან დაშვების ნებართვა საჭირო არ არის. სამუშაოს მწარმოებელს (მეთვალყურეს) სამუშაოდ მომზადებულ ადგილზე შეუძლია დაუშვას ბრიგადა დამშვების ნებართვით, თუ მას ეს ევალება განწესის „ცალკეული მითითებების“ სტრიქონში ჩანაწერით.
4. მეორე დღეს მუშაობის განახლებისას სამუშაოს მწარმოებელი (მეთვალყურე) უნდა დარწმუნდეს დატოვებული უსაფრთხოების პლაკატების, დროებითი შემოღობვების, ალმების სიმრთელესა და ხელუხლებლობაში, აგრეთვე დამიწების საიმედობაში და მხოლოდ ამის შემდეგ დაუშვას ბრიგადა სამუშაოდ. დაშვება, რომელსაც ახორცილებელს დამშვები ოპერატიული ან ოპერატიულ-სარემონტო პერსონალის შემადგენლობიდან, ფორმდება განწესის ორივე ეგზემპლარში, ხოლო დაშვება, განხორციელებული სამუშაოს ხელმძღვანელის ან სამუშაოს მწარმოებლის (მეთვალყურის) მიერ, ფორმდება განწესის იმ ეგზემპლარში, რომელიც ინახება სამუშაოს მწარმოებელთან (მეთვალყურესთან