1. დაშვების გაფორმების შემდეგ ბრიგადის მიერ უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობა ევალება სამუშაოს მწარმოებელს (მეთვალყურეს), რომელმაც ისე უნდა წარმართოს თავისი მუშაობა, რომ მუდმივად აკონტროლოს ბრიგადის ყველა წევრი, ამასთან იმყოფებოდეს იმ უბანზე, სადაც სრულდება ყველაზე საშიში სამუშაო.

დაუშვებელია მეთვალყურის მიერ ზედამხედველობის ფუნქციის შესრულებასთან რაიმე სამუშაოს შეთავსება.

2. სამუშაოს მწარმოებელი (მეთვალყურე) სამუშაო ადგილიდან დროებითი გასვლის აუცილებლობის შემთხვევაში, თუ მისი შეცვლა არ შეუძლიათ სამუშაოს ხელმძღვანელს, დამშვებს ან განწესის გაცემის უფლების მქონე პირს, ვალდებულია გამოიყვანოს ბრიგადა სამუშაო ადგილიდან (გამოიყვანოს გმ-დან და შესასვლელი კარი ჩაკეტოს ბოქლომით, ჩამოიყვანოს ადამიანები სეგხ-ის ანძებიდან და ა.შ.). სამუშაოს მწარმობელმა (მეთვალყურემ) მისი დროებით არყოფნის პერიოდში განწესი უნდა გადასცეს მის შემცვლელ პირს.

3. 1000 ვოლტზე მაღალი ძაბვის ელექტროდანადგარებში მუშაობისას მწარმოებლის (მეთვალყურის) მარტო ან ბრიგადის წევრების სამუშაოს მწარმოებლის (მეთვალყურის) გარეშე დარჩენა დაუშვებელია. გამონაკლისს წარმოადგენს შემდეგი სახის სამუშაოები:

ა) ამომრთველების, გამთიშველების რეგულირება, რომელთა ამძრავები განლაგებულია სხვა სათავსოში;

ბ) მეორადი წრედების, რელეური დაცვის, ელექტროავტომატიკის, სიგნალიზაციის, მზომი, კავშირგაბმულობის და სხვა მოწყობილობის მონტაჟი და შემოწმება;

გ) ძალოვანი და საკონტროლო კაბელების ჩაწყობა;

დ) ელექტრომოწყობილობის გამოცდა ამაღლებული ძაბვის მიწოდებით, როცა აუცილებელია გამოსაცდელ მოწყობილობაზე მეთვალყურეობის განხორციელება მასთან გარეშე პირთა მიახლოების აღკვეთის მიზნით;

4. 1000 ვოლტამდე ელექტროდანადგარებში განკარგულებით მუშაობის დროს აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებია სამუშაოს მწარმოებელმა დატოვოს სამუშაო უბანი. ამ შემთხვევაში ნებადართულია სამუშაო ადგილზე დარჩეს და განაგრძოს მუშაობა ბრიგადის ერთმა ან რამდენიმე უსაფრთხოების III ჯგუფის მქონე წევრმა.

5. სამუშაოს მწარმოებლის ნებართვით დასაშვებია ბრიგადის ერთი ან რამდენიმე წევრის დროებით გასვლა სამუშაო ადგილიდან. ამასთან მათი გაყვანა ბრიგადის შემადგენლობიდან არ არის საჭირო. 1000 ვოლტზე მაღალი ძაბვის ელექტროდანადგარებში სამუშაო ადგილზე დარჩენილ ბრიგადის წევრთა რიცხვი სამუშაოს მწარმოებლის ჩათვლით არ უნდა იყოს ორზე ნაკლები.

ა) III ჯგუფის მქონე ბრიგადის წევრებს გმ-დან გასვლა და დაბრუნება სამუშაო ადგილზე შეუძლიათ დამოუკიდებლად, ხოლო უსაფრთხოების II ჯგუფის მქონე ბრიგადის წევრებს – მხოლოდ უსაფრთხოების III ჯგუფის მქონე ბრიგადის წევრის ან ელექტროდანადგარების ერთპიროვნულ დათვალიერებაზე უფლებამოსილი პირის თანხლებით;

ბ) გმ-დან გამოსვლის შემდეგ კარები აუცილებლად უნდა დაიკეტოს ბოქლომით;

გ) დაბრუნებულ ბრიგადის წევრებს მუშაობის გაგრძელება შეუძლიათ მხოლოდ სამუშაოს მწარმოებლის (მეთვალყურის) ნებართვით. მათ დაბრუნებამდე სამუშაოს მწარმოებელს არა აქვს უფლება დატოვოს სამუშაო ადგილი, თუ სათავსო, სადაც ელექტროდანადგარია განთავსებული, არ იკეტება ბოქლომით.

6. წინამდებარე წესების მოთხოვნების დარღვევების აღმოჩენის ან სხვა ისეთი გარემოებების გამოვლენისას, რომლებიც საფრთხეს უქმნის მომუშავეებს, ბრიგადა გაყვანილ უნდა იქნეს სამუშაო ადგილიდან და სამუშაოს მწარმოებელს ჩამოერთვას განწესი. ბრიგადა სამუშაოზე ხელმეორედ დაიშვება აღმოჩენილი დარღვევების აღმოფხვრის შემდეგ პირველადი დაშვების მოთხოვნების დაცვი