1. 1000 ვოლტზე მაღალი ძაბვის გმ-ში ბრიგადის სხვა სამუშაო ადგილზე გადაყვანას ახორციელებს დამშვები. ბრიგადის სხვა სამუშაო ადგილზე გადაყვანა შეუძლია აგრეთვე სამუშაოს ხელმძღვანელს ან სამუშაოს მწარმოებელს (მეთვალყურეს), თუ არსებობს განწესის გამცემის დავალება ჩაწერილი განწესის „ცალკეული მითითებების“ სტრიქონში.

2. სხვა სამუშაო ადგილზე გადაყვანა ფორმდება განწესის მე-3 ცხრილში. გადაყვანა, რომელსაც ახორციელებს დამშვები ოპერატიული ან ოპერატიულ-სარემონტო პერსონალის შემადგენლობიდან, ფორმდება განწესის ორივე ეგზემპლარში.

3. 1000 ვოლტამდე ძაბვის გმ-ში, აგრეთვე ერთ სეგხ-ზე, სკხ-ზე, სკეგხ-ზე სხვა სამუშაო ადგილზე გადაყვანას ახორციელებს სამუშაოს მწარმოებელი განწესში გაუფორმებლად.

4. თუ სამუშაოები სრულდება მოწყობილობების გამოურთველად, განწესში გაფორმება საჭიროა მხოლოდ ბრიგადის ერთი გმ-დან მეორეში გადაყვანის დროს. განკარგულებით მუშაობის დროს სხვა სამუშაო ადგილზე გადაყვანის გაფორმება საჭირო არ არი