1. სამუშაო ადგილის მომზადება და დაშვება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ოპერატიული პერსონალის ან უფლებამოსილი პირის მიერ ნებართვის გაცემის შემდეგ.
2. ნებართვა სამუშაო ადგილის მომმზადებელს და დამშვებს შეიძლება გადაეცეს პირადად, ტელეფონით, რადიოთი, შიკრიკის ან შუალედური ქვესადგურის მორიგის საშუალებით. აკრძალულია ასეთი ნებართვის წინასწარ გაცემა.
3. ბრიგადის დაშვება ნებადართულია მხოლოდ ერთი განწესით ან ერთი განკარგულები