1. სამუშაოს სრულად დამთავრების შემდეგ სამუშაოს მწარმოებელმა (მეთვალყურემ) უნდა გაიყვანოს ბრიგადა სამუშაო ადგილიდან, მოხსნას ბრიგადის მიერ დაყენებული დროებითი შემოღობვები, უსაფრთხოების გადასატანი პლაკატები, ალმები და დამიწებები, ბოქლომით ჩაკეტოს ელექტროდანადგარის სათავსოს კარები და განწესში გააფორმოს სამუშაოს დამთავრება ხელის მოწერით. სამუშაოს ხელმძღვანელმა სამუშაო ადგილის შემოწმების შემდეგ განწესში უნდა გააფორმოს სამუშაოს დამთავრება.

2. სამუშაოს მწარმოებელმა (მეთვალყურემ) უნდა შეატყობინოს დამშვებს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, განწესის გამცემს სამუშაოს დამთავრებისა და წესების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესრულების შესახებ.

ა) სამუშაოს მწარმოებელი (მეთვალყურე) გაფორმებულ განწესს აბარებს დამშვებს, მისი არყოფნის შემთხვევაში კი განწესის გამცემს, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში ტოვებს მოქმედი განწესების საქაღალდეში;

ბ) თუ სამუშაოს დამთავრების შემდეგ განწესის გადაცემა გაძნელებულია, მაშინ დამშვების ან სამუშაო ადგილის მომზადებასა და დაშვებაზე ნებართვის გამცემი პირის ნებართვით სამუშაოს მწარმოებელს (მეთვალყურეს) შეუძლია განწესი დაიტოვოს თავისთან. აღნიშნულ შემთხვევაში და როცა სამუშაოს მწარმოებელი ითავსებს დამშვების მოვალეობას, სამუშაოს მწარმოებელმა (მეთვალყურემ) განწესი არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა უნდა ჩააბაროს მორიგეს ან განწესის გამცემს, ხოლო მოშორებულ უბნებში – უბნის ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს.

3. დამშვებმა გაფორმებული განწესის მიღების შემდეგ უნდა დაათვალიეროს სამუშაო ადგილი და შეატყობინოს სამუშაო ადგილის მომზადებისა და დაშვების ნებართვის გამცემ პირს სამუშაოს დამთავრებისა და ელექტროდანადგარის ჩართვისათვის მზადყოფნის შესახებ.

4. განწესით და განკარგულებით სამუშაოს დამთავრება სამუშაო ადგილის დათვალიერების შემდეგ უნდა გაფორმდეს „განწესითა და განკარგულებით შესასრულებელი სამუშაოების აღრიცხვის ჟურნალის“ შესაბამის გრაფაში და ოპერატიულ ჟურნალშ